Женскими неправительственными организациями подготовлен Универсальный периодический отчет, касающийся прав женщин в Грузии   

 

  Add to Favorites

Сделать стартовой

RSS Feeds  

Добавить в избранное

Add to Favorites

В «Караван-Сарае» состоится выставка работ ВПЛ из Абхазии и Цхинвальского региона

24-25 сентября в «Караван-сарае» - Музее истории Тбилиси - состоится выставка работ художников-ВПЛ из Абхазии и Цхинвальского региона

2010-09-07

Полный текст 

Апофеоз войны

Пресс-конференция фотожурналиста, специального корреспондента «Новой газеты» Виктории Ивлевой: «Апофеоз войны» состоится в Тбилисском международном пресс-центре РИА Новости 23 июля, в 12:00

2010-07-22

Полный текст 

Конференция "Женщины Женщинам - Америка"

Конференция "Женщины Женщинам - Америка" будет проходить с 3-10 августа 2010 года в Бостоне, штат Массачусетс, США

2010-06-18

Полный текст 

Круглый стол: "Потенциал женщин - лидеров"

Круглый стол на тему: «Творческий, интеллектуальный и социальный потенциал женщин - лидеров» состоится в Тбилисском международном пресс-центре РИА Новости, в среду, 23 июня, в 16:00

2010-06-16

Полный текст 

Все статьи по теме  

Women`s Publishing and Design
Stop Domestic Violence Against Women
Youth Knot
Aged Women`s Association
eXTReMe Tracker
Say NO to Violence Against Women

Наша консультация

   

 Задать вопрос 

 

Страница 1 из 2
  1 2   

 

ალიმენტი სრულწოვანი ასაკის მიღწევის შემდგომ

Вопрос: აქვს თუ არა შრომისუუნარო განქორწინებულ დედას იურიდიული უფლება მოითხოვოს ალიმენტის (ან სხვა რაიმე სახის სახდელის) გადახდის გაგრძელება ქმედითუნარიანი შვილის სრულწოვანების შემდგომაც, მის მიერ 23 წლის ასაკის მიღწევამდე?

იუზა დვალი
2010-08-04

Ответ: 

სამოქალაქო კოდექსის მიხედვით მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ.

შვილის სრულწლოვნობის მიღწევის შემდეგ, თუ შვილი არ არის შრომისუუნარო და ამასთანავე არ საჭიროებს დახმარებას, მშობელი ალიმენტის გადახდის იურიდიული მოვალეობისაგან თავისუფლდება.  კონკრეტულ შემთხვევაში განქორწინებული მეუღლის შრომისუუნარობა მეორე მეუღლისათვის არ წარმოადგენს იურიდიულად საყურადღებო ფაქტორს.

Служба консультаций GINSC

ბავშვზე გვარის მიცემა

Вопрос: ჩემი მეგობარი ცხოვრობდა ქმართან არარეგისტრირებულ ქორწინებაში, 6 თვის პეხმძიმობის დროს გარდაეცვალა მეუღლე და ბავშვს დაბადებისას მიანიჭეს დედის გვარი, გვაინტერესებს თუ შეიძლება ახლა მამის გვარზე გადასვლა და როგორ ? გარდაცვლილის დედა არის საზღვარგარეთ მაგრამ თანახმაა ბავშვს გვარი მიეცეს

ანატოლი
2010-08-05

Ответ: 

შვილის წარმოშობა ერთმანეთთან დაუქორწინებელი მშობლებისაგან დგინდება სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში.

იმ შემთხვევაში, თუ ბავშვის მამის გარდაცვალების, ან სხვა შემთხვევის გამო შეუძლებელია, რომ მშობლებმა ტერიტორიულ სააგენტოს მიმართონ ერთობლივი განცხადებთ, მამობა შეიძლება დადგინდეს სასამართლო წესით ერთ-ერთი მშობლის, ბავშვის მეურვის (მზრუნველის) ან იმ პირის განცხადებით, რომლის კმაყოფაზედაც იმყოფება ბავშვი, აგრეთვე თვით ბავშვის განცხადებით მის მიერ სრულწლოვანების მიღწევის შემდეგ.

მამობის დადგენისას სასამართლო მხედველობაში იღებს ბავშვის დედისა და მოპასუხის ერთად ცხოვრებასა და საერთო მეურნეობის წარმოებას ბავშვის დაბადებამდე, ან ბავშვის ერთად აღზრდას ან რჩენას, ანდა დამამტკიცებელ საბუთს, რომელიც სავსებით ადასტურებს მოპასუხის მიერ მამობის აღიარებას.

ასეთი წესით მამობის დადგენისას, მშობლებისა და მათი ნათესავების მიმართ ბავშვებს აქვთ ისეთივე უფლებები და მოვალეობები, როგორც დაქორწინებულ პირთაგან დაბადებულ ბავშვებს.

იმ შემთხვევაში, თუ დედა არ იმყოფება საქართველოში, მას შეუძლია გენერალური მინდობილობით აწარმოოს სასამართლო პროცესი. მინდობილობა შეიძლება გაიცეს დედის სამყოფელ ადგილას, დედის მიერ მინდობილ პირზე. მინდობილობა ნოტარიზების შემდგომ უნდა დამოწმდეს აპოსტილით.

Служба консультаций GINSC

სტაჟირება

Вопрос: როგორ ხდება ქალთა საინფორმაციო ცენტრში სტაჟიორად მიღება?

მარი
2010-04-23

Ответ: 

ქალთა საინფორმაციო ცენტრი მზადაა სტაჟიორების მისაღებად, რომელთა ინტერესს წარმოადგენს ჩაერთონ ქალთა და გენდერულ საკითხებზე მუშაობის პროცესში. შეგიძლიათ თქვენი CV და სამოტივაციო  წერილი გამოაგზავნოთ ჩვენს ელ-ფოსტაზე: office@ginsc.net.

Служба консультаций GINSC

ოჯახური კონფლიქტი

Вопрос: 7 წელია ვარ არარეგისტრირებულ ქორწინებაში და მყავს 6 წლის შვილი. ქმართან მაქვს კონფლიქტი, მაყენებს სიტყვიერ შეურაცყოფას რის გამოც რამდენჯერმე წავედი სახლიდან და თავი შევაფარე მეგობრებს, რადგან ჩემი მშობლები არ ცხოვრობენ საქართველოში და არ მაქვს ბინა. მინდა გავშორდე მეუღლეს და მაინტერესებს ქონების გაყოფის საკითხი. ბოლო ერთი წლის განმავლობაში მამაჩემმა მომცა თანხა რითიც გავარემონტე ჩვენი საცხოვრებელი ბინა, რომელიც მამამთილის სახელზეა რეგისტრირებული და ვიყიდეთ მანქანა რომელიც ჩემი ქმრის სახელზეა. ჩემს სახელზე არაფერია რეგისტრირებული, მაგრამ ყველფერი შეძენილია ჩემი ფულით. მაინტერესებს რა შემიძლია მოვითხოვო დაშორების შემთხვევაში და რადგან არ მაქვს თავშესაფარი შემიძლია თუ არა მოვითხოვო ბინიდან წილის გამოყოფა.

მარი
2010-04-08

Ответ: 

მოგახსენებთ, რომ არარეგისტრირებული ქორწინების შეწყვეტის დროს, მეუღლეებს შორის არსებული ნებისმიერი ტიპის ქონებრივი დავის განხილვა არ იქნება დაკავშირებული მათ განქორწინებასთან, მით უმეტეს, რომ  ქონება საიდანაც გსურთ მოითხოვოთ წილი, არ ეკუთვნის თქვენ მეუღლეს;

იმ შემთხვევაში, თუ თქვენ გსურთ განაცხადოთ პრეტენზია საცხოვრებელი სახლის გაუმჯობესებაში მიღებულ მონაწილეობაზე და დაიბრუნოთ გადახდილი თანხა, ეს თანხა უნდა მოსთხოვოთ სახლის რეგისტრირებულ მესაკუთრეს, ხოლო თუ ის უარს აცხადებს თქვენთვის კომენსაციის გადახდაზე, ან სანაცვლო ღირებულების სახლის შეძენაზე, ამ შემთხვევაში, შეგიძლიათ მიმართოთ სასამართლოს და მოითხოვოთ ამ თანხის უკან დაბრუნება, თუმცა მოგიწევთ დაასაბუთოთ, რომ არსებითად შეიცვალა ის გარემოებები რა გარემოებებშიც თქვენ გიღირდათ ამ თანხის გადახდა, ასევე აუცილებლად უნდა წარადგინოთ სათანადო დოკუმენტაცია იმის დასამტკიცებლად, რომ ნადვილად დახარჯეთ აღნიშნული თანხა საცხოვრებელი სახლის გასაუმჯობესებლად;

რაც შეეხება ავტომანქანას, სასამართლოში ის შეიძლება წარმოადგინოთ, როგორც მეუღლისთვის გაკეთებული საჩუქარი, ხოლო დასაჩუქრება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის  529–ე მუხლის საფუძველზე შეიძლება გააუქმოთ დასაჩუქრებულის უმადურობის გამო;

სამოქალაქო კოდექსის მიხედვით ჩუქება შეიძლება გაუქმდეს, თუ დასაჩუქრებული მძიმე შეურაცხყოფას მიაყენებს ან დიდ უმადურობას გამოიჩენს მჩუქებლის ან მისი ახლო ნათესავის მიმართ. 

ამავე მუხლით ჩუქება შეიძლება გაუქმდეს ერთი წლის განმავლობაში მას შემდეგ, რაც მჩუქებელი შეიტყობს იმ გარემოების შესახებ, რომელიც მას ჩუქების გაუქმების უფლებას აძლევს, ანუ მას შემდეგ რაც შეურაცხყოფა მოგაყენეს ან გადაწყვიტეთ განქორწინება. 

გაჩუქებული ნივთის გამოთხოვა უკან შეგიძლიათ სხვა მიზეზითაც: თუ ჩუქების შემდეგ მჩუქებელი მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა და არ შეუძლია საკუთარი თავის ან მის კმაყოფაზე მყოფი პირების რჩენა, მას უფლება აქვს დასაჩუქრებულს მოსთხოვოს გაჩუქებული ნივთი, თუ ეს უკანასკნელი რეალურად არსებობს და დაბრუნება დასაჩუქრებულს არ ჩააყენებს მძიმე მდგომარეობაში.  აქვე დავამატებ, რომ სასამართლოში მოგიწევთ დაამტკიცოთ, რომ ნივთი მართლა თქვენი ნაჩუქარია და რომ ჩუქების შემდეგ რეალურად მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდით;

რაც შეეხება არასრულწლოვან შვილს, მიუხედავად იმისა ბავშვი რეგისტრირებული თუ არარეგისტრირებული ქორწინებიდანაა წარმოშობილი, მშობელი ვადლებულია არჩინოს მისი არასრულწლოვანი შვილი და გადაიხადოს მის სასარგებლოდ ალიმენტი; ალიმენტის მოთხოვნა შეგიძლიათ სასამართლო წესით;

Служба консультаций GINSC

ბავშვის უფლებები

Вопрос: მყავს 4 წლის შვილი, მეუღლესთან არ ვცხოვრობ უკვე 3 წელია, ეხლა ვაპირებ გაყრას სამოქალაქო რეესტრის საშუალებით, მამა ამ 3 წლის მანძილზე არ ზრუნავს ბავშვზე. მაინტერესებს გაყრის შემთხვევაში მამას რა უფლებები ექნება ბავშვზე --ნახვა, ფინანსურად უზრუნველყოფა, ქონების გადმოფორმება, მის სახელზე არაფერია გაფორმებული მხოლოდ მისი მშობლების მფლობელობაშია, და თანაცხოვრების მანძილზეც არაფერი შეგვიძენია. წინასწარ გიხდით მადლობას.

ნათია
2010-03-05

Ответ: 

იმ შემთხვევაში, თუ ბავშვის თაობაზე განქორწინების მომენტისათვის მშობლებს აქვთ დავა ბავშვის ქონებრივი ინტერესების დაცვა მოგიწევთ სასამართლოში, სასამართლოს მეშვეობით მოგიწევთ განუსაზღვროთ მამას მისი ვალდებულებები;

სამოქალაქო კოდექსის მიხედვით მშობლები ვალდებულნი არიან არჩინონ არასრულწლოვანი შვილები, შესაბამისად განქორწინების მომენტისათვის იმის მითითება მოგიხდებათ, რომ მამა არ ასრულებდა ამ მოვალეობას, მიუხედავად ამისა, იმ შემთხვევაში, თუ მამა განაცხადებს პრეტენზიას, და გამოასწორებს ამ დარღვევას, სასამართლო მშობელს ვერ ჩამოართმევს ბავშვის ნახვის უფლებას, თუმცა მეორე მშობელს (თქვენს შემთხვევაში დედას) დასაბუთებულად შეუძლია მოსთხოვოს სასამართლოს კონკრეტული პერიოდების დადგენა ბავშვის მონახულებისათვის;

თქვენ უფლება გაქვთ მოითხოვოთ,  მამას დაეკისროს ალიმენტი ბავშვის სასარგებლოდ მის სრულწლოვნობამდე. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს მამის შემოსავალზე დაყრდნობით.

ქონების გადაფორმების თაობაზე გიპასუხებთ, რომ მამა არაა ვალდებული მის სახელზე არსებული ქონება გადაუფორმოს შვილს. თქვენს შემთხვევაში, მით უმეტეს ვერ მოხდება ბავშვის სახელზე რაიმე ქონების გაფორმება, ვინაიდან, თქვენი განცხადებით, მამა არ არის რაიმე სახის ქონების მესაკუთრე.

ასევე გთხოვთ გაითვალისწინოთ,რომ სასამართლოსათვის მიმართვამდე უმჯობესია საკითხი ბავშვის მშობლებმა მოლაპარაკებით გადაწყვიტონ.

 

Служба консультаций GINSC

ganqorwineba

Вопрос: ganqorwinebisas ramdenad didia shansi mamamisma pretenzia ganacxados 5 wlis shvilze romlis agzrdashic 3 welia monacileobas ar gebulobs. im shemtxvevashi roca sazgvargaret mivdivar samushaod da rogor moviqce sworad rom bavshvi davutovo bebias anu chems dedas?

di
2010-02-17

Ответ: 

მოგახსენებთ, რომ მამას უფლება აქვს განაცხადოს პრეტენზია, რომ არასრულწლოვანი შვილი ცხოვრობდეს მასთან მშობლების განქორწინების შემდეგ. მეორე საკითხია სასამართლო რას გადაწყვეტს. გადაწყვეტილების მიღების პროცესში, როდესაც განხილვის საგანია ბავშვის საცხორვებელი ადგილი, სასამართლო მხედველობაში მიიღებს ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის აუცილებელ პირობებს, ასევე იმ ფაქტს, რომ მამა არ ზრუნავდა შვილზე და არ ასრულებდა საკუთარ მოვალეობას კონკრეტული პერიოდის განმავლობაში, თუმცა სასამართლომ შეიძლება ჩათვალოს რომ მამამ დაუშვა შეცდომა, რომლის გამოსწორებასაც ცდილობს და მისცეს მას ეს შანსი, ასევე არაა გამორიცხული სასამართლომ ჩათვალოს რომ შვილის აღზრდა განვითარებისათვის უკეთესია ბავშვი ცხოვრობდეს მშობელთან (მამასთან), ვიდრე ბებიასთან, იმ შემთხვევაში, თუ დედა იძულებულია საზღვარგარეთ გაემგზავროს. ისე რომ გადაწყვეტილება მთლიანად სასამართლოზეა დამოკიდებული.

აქვე გაითვალისწინეთ, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1201 მუხლის მიხედვით: ”თუ განქორწინების გამო ან სხვა მიზეზით მშობლები ცალ-ცალკე ცხოვრობენ, მათ შეთანხმებაზეა დამოკიდებული, თუ ვის ექნება უფლება, გადაწყვიტოს, ვისთან უნდა ცხოვრობდეს არასრულწლოვანი შვილი. შეუთანხმებლობის შემთხვევაში დავას იმის თაობაზე, თუ ვისთან უნდა ცხოვრობდეს არასრულწლოვანი შვილი, წყვეტს სასამართლო ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით. ამ შემთხვევაში მშობლის უფლება, იყოს ბავშვის წარმომადგენელი სასამართლო დავასთან მიმართებით, შეჩერებულია. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ნიშნავს ბავშვის წარმომადგენელს, რომელიც საქმის სასამართლოში განხილვის დროს ბავშვის ინტერესებს წარმოადგენს.“

 

Служба консультаций GINSC

ალიმენტის დანიშვნა

Вопрос: ვარ მარტოხელა დედა, ( მეუღლესთან ქორწინება არ გვქონდა სამოქალაქო წესით რეგისტრირებული ), დაცილებულები ვართ 12 წელია, მყავს არასრულწლოვანი შვილი, გთხოვთ განმიმარტოთ მაქვს თუ არა უფლება მოვითხოვო ალიმენტის დანიშვნა და შესაძლებელია თუ არა გასული წლების ალიმენტის მიღება. მე თვითონ არ გამაჩნია საცხოვრებელი ფართი და შვილთან ერთად ვცხოვრობთ მშობლებთან, გამომდინარე აქედან ვალდებულია თუ არა თავის მხრივ მამა ბავშვი დააკმაყოფილოს საცხოვრებელი ფართით ( თუნდაც სამომავლოდ). გთხოვთ დეტალურად ამიხსნათ რა უფლებები აქვს ბავშს .

ელენე
2010-02-15

Ответ: 

მოგახსენებთ, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, თუ დადგენილია რომ დაუქორწინებელ მშობლებს ყავთ არასრულწლოვანი შვილი (ები) და ბავშვის მამა უკვე რეგისტრირებულია დაბადების მოწმობაში, ასეთი ორივე მშობელი (დედაც და მამაც) ვალდებულია არჩინოს არასრულწლოვანი შვილები;

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი ავალდებულებს მშობელს (თქვენს შემთხვევაში მამას) გადაუხადოს არასრულწლოვან შვილს ალიმენტი, მის სრულწლოვნობამდე. თავდაპირველად ეს საკითხი უნდა მოგვარდეს მშობელთა შეთანხმებით.

იმ შემთხვევაში, თუ მშობლები ვერ თანხმდებიან ალიმენტის ოდენობასა და გადახდის წესზე, დაინტერესებული მშობელი მიმართავს სასამართლოს ალიმენტის დაკისრების მოთხოვნით.

სამოქალქო კოდექსის 1234-ე მუხლის მიხედვით, იმ პირს, რომელსაც აქვს ალიმენტის მოთხოვნის უფლება, (ამ შემთხვევაში თქვენ), კანონით დადგენილი წესით, ამ უფლების დაკარგვამდე, ანუ შვილის სრულწლოვნობამდე ნებისმიერ დროს შეუძლია სასამართლოს საშუალებით მოითხოვოს ალიმენტის გადახდევინება, მიუხედავად ვადისა, რომელიც გასულია ალიმენტის მოთხოვნის უფლების წარმოშობის დროიდან. ესე იგი მიუხედავად იმისა, რომ გასულია საკმაო ხანი, რაც თქვენ გყავთ შვილი,რომელსაც არ პატრონობს მამა, მაინც გაქვთ უფლება სასამართლო გზით მოითხოვოთ შვილისათვის ალიმენტის დაკისრება;

რაც შეეხება იმას ვალდებულია თუ არა მამა დააკმაყოფილოს ბავშვი საცხოვრებელი ფართით, ამას გადაწყვეტს ასევე სასამართლო, თუ მან ჩათვალა რომ ის საცხოვრებელი ფართი რაც იმ მომენტისათვის ბავშვს გააჩნია არ არის საკმარისი ბავშვის გავითარებისათვის და ნორმალური ცხოვრებისათვის, მხოლოდ საცხოვრებელი ფართის მოთხოვნა თქვენს სარჩელში უნდა გამოიყოს ალიმენტისგან განცალკევებულად. ასევე გაითვალისწინეთ, რომ თუ მშობელს აქვს ქონება, მაგალითად საცხოვრებელი სახლი, მისი გარდაცვალების შემთხვევაში ამ სახლის პირველი რიგის კანონით მემკვიდრე მისი შვილია, ისე რომ თუ ასეთი ქონება გააჩნია ბავშვის მამას, ამ ქონებას სამომავლოდ ჰყავს მემკვიდრე თქვენი შვილის სახით.

რაც შეეხება ალიმენტს გასული წლებისათვის: სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით: „ალიმენტის გადახდის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან. წარსული დროის ალიმენტი შეიძლება გადახდევინებულ იქნეს სამი წლის ფარგლებში, თუ სასამართლო დაადგენს, რომ სარჩელის წარდგენამდე მიღებული იყო ზომები სარჩოს მისაღებად, მაგრამ ალიმენტი არ იქნა მიღებული იმის გამო, რომ ვალდებული პირი თავს არიდებდა მის გადახდას.“ ანუ იმ შემთხვევაში, თუ მაინც გადაწყვეტთ მოითხოვოთ ალიმენტი გასული პერიოდისათვის, მოგიწევთ დაამტკიცოთ რომ გასულ პერიოდში არა ერთხელ მოთხოვეთ ბავშვის მამას ალიმენტი და მან თავი აარიდა მის გადახდას. თუ სასამართლო აღიარებს თქვენს მტკიცებულებებს, შეგიძლიათ მიიღოთ გაცდენილი სამი წლის ალიმენტი.

სამოქალაქო კოდექსი ასევე განსაზღვრავს იმ ოდენობას, საიდანაც უნდა გამოითვალოს გაცდენილი ალიმენტი, 1236-ე მუხლის მიხედვით: „ალიმენტის დავალიანება განისაზღვრება მოვალის მიერ იმ პერიოდში მიღებული ფაქტობრივი ხელფასიდან (შემოსავლიდან), რომლის განმავლობაშიც არ მომხდარა გადახდევინება.

თუ მოვალე ამ პერიოდში არ მუშაობდა და მან არ წარმოადგინა თავისი ხელფასის (შემოსავლის) დამადასტურებელი დოკუმენტები, დავალიანება განისაზღვრება იმ ხელფასის (შემოსავლის) მიხედვით, რომელსაც იგი იღებდა დავალიანების გადახდევინების დროს“. ანუ თუ ბავშვის მამა მუშაობდა გასულ პერიოდში, ალიმენტის ერთი თვის ოდენობა გამოითვლება მისი მაშინდელი შემოსავლის მიხედვით, ხოლო თუ მაშინ არ მუშაობდა, გამოითვლება იმ დროის შემოსავლის მიხედვით, როდესაც სასამართლო მას დააკისრებს ალიმენტის გადახდას.

 

Служба консультаций GINSC

ოჯახური კონფლიქტი

Вопрос: მაქვს მუდმივი კონფლიქტი მეუღლესთან. წლების განმავლობაში მაყენებდა ფიზიკურ შეურაცყოფას და მემუქრებოდა მკვლელობით. სასამართლოში შეტანილი მაქვს განცხადება დამცავ ორდერზე. გთხოვთ ამიხსნათ იმ შემთხვევაში თუ ჩემი მეუღლე არ შეასრულებს დამცავი ორდერის პირობებს დაცვის რა საშუალებას მივმართო?

ნინო
2010-02-16

Ответ: 

ქალბატონო ნინო,

დამცავი ორდერი გამოიცემა 3 თვემდე ვადით. მისი მოქმედების კონკრეტულ ვადას განსაზღვრავს სასამართლო. თქვენი მეუღლის მიერ დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობა გამოიწვევს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას. კერძოდ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის თანახმად, ძალაში შესული განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობა ანდა მისი შესრულების ხელის შეშლა, ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.

Служба консультаций GINSC

საპროცესო დავა მეუღლეთა შორის

Вопрос: ძალიან გთხოვთ გამარკვიოთ.ჩემმა მეუღლემ დაძაბული ოჯახური ურთიერთობის გამო სამოქალაქო საპროცესო სასამართლოში შეიტანა სარჩელი ბინის თანამესაკუთრედ ცნობის თაობაზე.სარჩელი დაკმაყოფილდა.სასამართლო განჩინებით მე უნდა გადმეხდეს სახელმწიფო ბაჟი მეუღლის სასარგებლოდ.ამჟამადაც ვიმყოფებით ქორწინებაში.გთხოვთ განმიმარტოთ--რა სახით უნდა მოხდეს ეს გადახდა(პირადად მეუღლეთა შორის ნოტარიულად?) და რა ვადებში განჩინებიდან..მეუღლეს თანხასთან თუ პრეტენზია არ გააჩნია-შეცვლის თუ არა ეს რაიმეს.პატივისცემით-გ.

გელა
2009-11-16

Ответ: 

ვინაიდან თქვენ ჯერ კიდევ იმყოფებით ქორწინებაში, მეუღლემ შეიტანა აღიარებითი სარჩელი და იგი სასამართლომ ცნო თქვენი ქონების თანამესაკუთრედ, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ თქვენ გადაწყვეტთ სასამართლო წესით განქორწინებას მოხდება ამ ქონების გაყოფა.

ვინაიდან სასამართლომ დააკმაყოფილა თქვენი მეუღლის მოთხოვნა, შესაბამისად სასამართლო ბაჟის გადახდის ვალდებულება დაგეკისრათ თქვენ, როგორც მოპასუხეს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53 მუხლის თანახმად. ეს თანხები უნდა აუნაზღაუროთ თავად თქვენს მეუღლეს, ვინაიდან მან სარჩელის შეტანის მომენტისათვის გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი. ამ თანხის გადახდის დასადასტურებლად შეგიძლიათ მეუღლეს გაუფორმოთ მიღება-ჩაბარების აქტი, ან თუ თქვენი სურვილია, გადასცეთ ეს თანხა ნოტარიუსის წინაშე, რათა მოგვიანებით არ წარმოიშვას პრეტენზია ამ თანხის ანაზღაურებასთან დაკავშირებით. თანხის ანაზღაურების ვადები მითითებული იქნება თავად სასამართლო განჩინებაში.

იმ შემთხვევაში, თუ თქვენს  მეუღლეს არ აქვს პრეტენზია ამ თანხის მიღებაზე, გირჩევთ ეს უარი დააფიქსირებინოთ წერილობით.

Служба консультаций GINSC

ალიმენტი

Вопрос:  იმ შემთხვევაში, თუ მამა 5 წლის მანძილზე არ იღებს მონაწილეობას შვილის აღზრდაში, მაქვს თუ არა შანსი, მივიღო წილი მისი საკუთრებიდან, მაშინ, როცა მყავს მცირეწლოვანი შვილი. დადგენილია თუ არა ალიმენტის ზღვარი. რა ბერკეტები არსებობს ალიმენტის იძულებით გადახდევინებისა.

თამარ
2010-02-09

Ответ: 

მოგახსენებთ, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლი ავალდებულებს ორივე მშობელს (დედასაც და მამასაც) იზრუნონ და არჩინონ საკუთარი არასრულწლოვანი შვილები, ამ მუხლის შეუსრულებლობა მშობლის მიერ ითვლება კანონის დარღვევად და მიიღება მხედველობაში სასამართლოს მიერ. სასამართლო ვახსენე იმასთან დაკავშირებით, რომ თუ  რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეებს აქვთ ქონებრივი დავა, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1123-ე მუხლი ითვალისწინებს განქორწინებას სასამართლო წესით. სამოქალაქო კოდექსის 1158 მუხლის მიხედვით, მეუღლეთა თანაცხოვრების პერიოდში შეძენილი ქონება ითვლება თქვენს თანასაკუთრებად და გაიყოფა სასამართლოს გადაწყვეტილებით. წილი ასევე იმ ქონებიდან გეკუთვნით, რომელის შეძენა შეიძლება მოხდა თქვენი მეუღლის სახსრებით, მაგრამ ამ პერიოდში თქვენ უძღვებოდით საოჯახო მეურნეობას, დაკავებული იყავით შვილების აღზრდით და შესაბამისად ამ საპატიო მიზეზის გამო არ გქონდათ დამოუკიდებელი შემოსავალი. წილი გეკუთვნით ასევე იმ ქონებიდან, რომელიც თქვენი თანაცხოვრების პერიოდში, მართალია შეძენილი იქნა თქვენი მეუღლის სახსრებით, მაგრამ თქვენ მიიღეთ მონაწილეობა ამ ქონების გაუმჯობესებაში, რის შედეგადაც აიწია ქონების ღირებულებამ. (მაგალითად რემონტი, ნაწილების შეცვლა, რენოვაცია და აშ.) ქონების გაყოფის შემთხვევაში მხედველობაში მიიღება ის ფაქტი თუ რომელ მშობელთან რჩება ბავშვი საცხოვრებლად და რა საჭიროებები აქვს ბავშვს. ამ ფაქტორის გათვალისწინებით შეიძლება იმ მეუღლეს, რომელთანაც რჩება ბავშვი, მიენიჭოს ქონების მეტი წილი.

რაც შეეხება არასრულწლოვან შვილებს, მშობელი ვალდებულია გადაიხადოს ალიმენტი არასრულწლოვანი შვილის სარჩენად, ალიმენტის ზღვარს არ ადგენს კანონი, მაგრამ მოსამართლე ვალდებულია იხელმძღვანელოს ბავშვის საჭიროებების მიხედვით, თუმცა მოსამართლე ასევე გაითვალისწინებს მშობლის ეკონომიურ მდგომარეობას.

იმ შემთხვევაში, თუ მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას, სადაც მითითებული იქნება მშობლის ვალდებულება, იხადოს ალიმენტი არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ და თუ მშობელი არ ასრულებს სასამართლო გადაწყვეტილებას, სასამართლო გადაწყვეტილება მიქცეული იქნება აღსასრულებლად აღმასრულებლის მეშვეობით, თქვენი განცხადების საფუძველზე.

 

Служба консультаций GINSC

   1 2   

Наверх

Предыдущая страница

Наверх

The Network of East-West Women
Women`s Information Technologu Transfer

Количество детей для усыновления в Грузии сократилось с 5 200 до 1 200

По существующим данным, в год число желающих усыновить детей достигает 1 200, а количество таких детей, которых желают родители только 100

2010-09-08

Полный текст 

С сентября в школах начнет действовать новый кодекс этики

Вход кодекса в силу способствует улучшению школьной среды и установлению этически оправданных отношений между директорами, учителями и учениками

2010-09-08

Полный текст 

Христиан-демократическая фракция сакребуло начинает новый проект

Христиан-демократическая фракция сакребуло начинает новый проект - «Слушаем Тбилиси». Презентацию проекта провели лидеры фракции

2010-09-08

Полный текст 

Украинские мужчины объединяются в борьбе с насилием

Тумаки от жён и оскорбления заставляют украинских мужчин жаловаться в социальные службы и даже объединяться, чтобы отстаивать свои права

2010-09-08

Полный текст 

Все статьи по теме  

Azerbaijan Gender information Center
Women Against Violence Europe
Web Portal on Human Rights in Georgia
United Nations Population Fund
Gender Media Caucasus
Human Right Watch
Georgian Women NGO`s Coalition
Women`s Fund in Georgia

Наверх

Наверх

На главную | Новости | Организации | Каталог ссылок | Библиотека | Журнал | Бюллетень GINSC | Фотоархив
WIC | Сервисы | Онлайн-конференция | Форум | Карта сайта | Контакты

© Copyright GINSC. 2010г. Все права защищены.

При использовании материалов сайта ссылка на GINSC с указанием автора обязательна
Портал GINSC поддержан Шведским женским фондом Квинна тилл Квинна

Webmaster | Конфиденциальность