უთქმელი ისტორიები არის დოკუმენტური ფილმი, რომელიც მოგვითხრობს პირველი ქართველი ფემინისტების ისტორიებს. ფილმში თანამედროვე ფემინისტები საუბრობენ სამ საზოგადო მოღვაწეზე, რომლებიც გამოირჩევიან საკუთარი მსოფლმხედველობითა და ქალთა უფლებების დაცვის კუთხით განხორციელებული აქტივიზმით, ესენი არიან: ბარბარე ჯორჯაძე, ეკატერინე გაბაშვილი და კატო მიქელაძე.
ფილმის რეჟისორია სალომე საღარაძე. სცენარის ავტორი: თამთა მელაშვილი. ფილმი შეიქმნა ქალთა ფონდის ფინანსური მხარდაჭერით.