პუბლიკაცია შეიქმნა პროექტის „ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ სისტემის ხელშეწყობა და ძალადობის მსხვერპლთა დაცვა საქართველოში“ თანამშრომლობის ფარგლებში, რომლის თანადამფინანსებელია პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო და ხორციელდება ფონდ ჰუმანდოკის (პოლონეთი) და ასოციაცია „მერკურის“ (საქართველო) მიერ
ავტორები: ბარბარა ლეშჩინსკა; რუსუდან პაჭკორია
პუბლიკაცია განკუთვნილია ექიმებისთვის, ექთნებისთვის და ჯანდაცვის სისტემის ყველა წარმომადგენელთათვის, რომლებსაც უშუალო კონტაქტი აქვთ პაციენტებთან. პუბლიკაცია ერთგვარად წარმოადგენს ოჯახში ძალადობის პრობლემის აქტუალურ სიახლეებს სამართლებრივ რეგულაციებზე დაყრდნობით საქართველოში, ასევე წარმოგვიდგენს ოჯახში ძალადობის შესახებ საფუძვლიან ინფორმაციას. გზამკვლევი პასუხობს ყველა იმ შეკითხვაზე, რომელიც ჯანდაცვის სისტემის თანამშრომლების პასუხისმგებლობას ეხება ამ მოვლენების წინააღმდეგ.