Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

კორუფციის აღქმის ინდექსის მიხედვით საქართველო რეგიონის ლიდერად რჩება

კატეგორია: მოვლენები 
2020-01-23

„საერთაშორისო გამჭვირვალობის“ სამდივნოს მიერ გამოქვეყნებულ „კორუფციის აღქმის ინდექსის“ (CPI) 2019 წლის კვლევაში, რომელიც 180 ქვეყანას მოიცავს, საქართველოს 56 ქულა აქვს და 44-ე ადგილებს იყოფს ლატვიასთან, ჩეხეთის რესპუბლიკასა და კოსტა-რიკასთან.

 

 

საქართველო, ისევე, როგორც წინა წლებში, აღმოსავლეთ ევროპისა და შუა აზიის რეგიონის ლიდერად რჩება, თუმცა შარშანდელთან შედარებით ორი ქულით აქვს გაუარესებული მონაცემი. 2018 წელს საქართველოს მონაცემი 58 ქულა იყო და ის სიაში 41-ე ადგილს იკავებდა.

 

 

 

რეიტინგში 100 ქულა კორუფციის აღქმის ყველაზე დაბალ, ხოლო 0 ქულა - ყველაზე მაღალ დონეს აღნიშნავს.

 

"საერთაშორისო გამჭვირვალობა" აღნიშნავს, რომ აღმოსავლეთ ევროპისა და შუა აზიის რეგიონში მხოლოდ სამ ქვეყანას აქვს საშუალოზე (35 ქულა) მაღალი მონაცემი - საქართველოს - 56 ქულა, ბელარუსს - 45 და მონტენეგროს - 45. ყველაზე ცუდი მაჩვენებელი რეგიონში აქვთ თურქმენეთს (19 ქულა), უზბეკეთსა (25 ქულა) და ტაჯიკეთს (25 ქულა).

 

"საერთაშორისო გამჭვირვალობა" აღნიშნავს, რომ ამ რეგიონის ქვეყნებში სათანადოდ არ მუშაობს ძალაუფლების დანაწილების პრინციპი, სახელმწიფო რესურსები ბოროტად გამოიყენება საარჩევნო მიზნებისთვის, პოლიტიკური პარტიების დაფინანსება ბუნდოვანია და არის ინტერესთა კონფლიქტის პრაქტიკა.

 

სახელმწიფოთა ორ მესამედზე მეტის მაჩვენებელი 50-ზე ქვემოთაა, მთელი გამოკვლევის საშუალო მაჩვენებელი კი 43-ს უტოლდება.

 

 

ორგანიზაციის თქმით, 2012 წლიდან მხოლოდ 22-მა ქვეყანამ გააუმჯობესა მნიშვნელოვნად თავისი მაჩვენებელი, მათ შორის ესტონეთმა, საბერძნეთმა და გაიანამ. 21 სახელმწიფოში - ავსტრალიის, კანადისა და ნიკარაგუის ჩათვლით - უკუსვლა აღინიშნა.


დიდი შვიდეულის ქვეყნებიდან მაჩვენებელი ოთხს გაუუარესდა - კანადას, საფრანგეთს, დიდ ბრიტანეთსა და აშშ-ს. გერმანიასა და იაპონიაში გაუმჯობესება არ ყოფილა, იტალიამ კი ერთი ქულით გამოასწორა თავისი მონაცემი.

 

2019 წლის ინდექსის თანახმად, კორუფციის აღქმის დონე ყველაზე დაბალია დანიაში (87 ქულა 100-დან), ხოლო ყველაზე მაღალი - სომალიში (9 ქულა-100).

 

კორუფციის აღქმის ინდექსი, რომელიც წელს 27-ედ ქვეყნდება, ემყარება ექსპერტების მოსაზრებებს საჯარო სექტორში კორუფციის დონის შესახებ.  

 


 

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ისტორიაში პირველად საბერძნეთის პარლამენტმა ქალი პრეზიდენტი აირჩია

ბარაკ ობამა: ქალები კაცებზე უკეთესი ლიდერები არიან

ბრიტანეთის ახლადარჩეულ პარლამენტში ქალი დეპუტატების რეკორდული რაოდენობა შევიდა

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

არასრულწლოვნის ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს

ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე დანაშაულებრივი ქსელის კიდევ 11 წევრი დააკავეს

პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით არასრულწლოვანი შვილების მშობელი დააკავა

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker