Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

ნიდერლანდებში კომპანიებს საბჭოებში ქალთა რაოდენობის გაზრდის მიზნით 30%-იანი კვოტა დაუწესეს

კატეგორია: გენდერული პოლიტიკა 
2019-12-04

ნიდერლანდების პარლამენტმა მხარი დაუჭირა მოთხოვნას, რომლის მიხედვით ქვეყანაში რეგისტრირებულ კომპანიებში სამეთვალყურეო და აღმასრულებელი საბჭოების წევრების მინიმუმ 30% ქალი უნდა იყოს. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. 

 

მოთხოვნას კომპანიებისთვის, რომლებიც ამსტერდამის საფონდო ბირჟაზეა დარეგისტრირებული, პარლამენტმა 87 ხმით 63-ს წინააღმდეგ დაუჭირა მხარი.

 

მოთხოვნის თანახმად, კომპანიებში, სადაც არ არსებობს მინიმალური გენდერული პარიტეტი, იმ შემთხვევაში, თუ კაცი დატოვებს საბჭოს, იგი ქალით უნდა ჩაანაცვლოს ან დატოვოს პოზიცია ვაკანტური.

 

მოთხოვნის თანახმად ასევე 5000 – მდე დიდმა კომპანიამ უნდა შეიმუშავოს დეტალური გეგმა, რომლის მიხედვითაც მოხდება ქალთა რაოდენობის გაზრდა მათ სამეთვალყურეო და აღმასრულებელ საბჭოებში.

 

ნიდერლანდების მთავრობამ ჯერ კიდევ 2013 წელს  ყველა მსხვილ კომპანიას დირექტორთა  და სამეთვალყურეო საბჭოში ქალების მინიმუმ 30% კვოტის დაწესებისკენ მოუწოდა, თუმცა არ დაუწესა სანქციები ამ კვოტის შეუსრულებლობის შემთხვევაში.

 

დღეს ქვეყნის კომპანიების მხოლოდ 10% აკმაყოფილებს ამ მოთხოვნას.

 

მოთხოვნას მხარი დაუჭირა ოპოზიციური და სამთავრობო პარტიების ფართო სპექტრმა, თუმცა მას დაუპირისპირდნენ პრემიერ-მინისტრის კონსერვატიული პარტიის წევრები.

წყარო 

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ისტორიაში პირველად საბერძნეთის პარლამენტმა ქალი პრეზიდენტი აირჩია

ბარაკ ობამა: ქალები კაცებზე უკეთესი ლიდერები არიან

ბრიტანეთის ახლადარჩეულ პარლამენტში ქალი დეპუტატების რეკორდული რაოდენობა შევიდა

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე დანაშაულებრივი ქსელის კიდევ 11 წევრი დააკავეს

პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით არასრულწლოვანი შვილების მშობელი დააკავა

არასრულწლოვანთა პორნოგრაფიისა და ტრეფიკინგის ბრალდებით 11 პირი დააკავეს

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker