Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

პირველად ბერტა ფონ ზუტნერის რომანი „ძირს იარაღი!“ ქართულად ითარგმნა

კატეგორია: გენდერი კავკასიაში 
2019-11-29

29 ნოემბერს, მწერალთა სახლში, გაიმართება ბერტა ფონ ზუტნერის რომანის „ძირს იარაღი“ პირველი ქართული გამოცემის წარდგენა.

 

„ძირს იარაღი!“- ცნობილი ავსტრიელი საზოგადო მოღვაწის, პუბლიცისტის, ჟურნალისტის, მწერლის, მშვიდობის ნობელის პრემიის პირველი ლაურეატი ქალის, ანტისემიტიზმის წინააღმდეგ და ქალთა უფლებებისთვის მებრძოლი ბერტა ფონ ზუტნერის ბესტსელერად ქცეული რომანია.

 

ისტორიას ცოტა, მაგრამ ქალი მშვიდობისმყოფელებიც ახსოვს, თუმცა ბერტა ფონ ზუტნერმა ყველა ნორმა და ჩარჩო დაარღვია, გასცდა ევროპის საზღვრებს და მოიცვა მსოფლიო, როგორც სამშვიდობო იდეების ერთგულმა დმცველმა და მე-19 საუკუნის საზოგადოებაში ქალების დაქვემდებარებული პოზიციების მიუხედავად, იქცა ავტორიტეტად.

 

„ძირს იარაღი!“ ზუსტად 130 წლის წინ გამოქვეყნდა და მაშინდელ ევროპაში ომების აბსურდულობისა და მათ მიერ გამოწვეული ადამიანთა ტანჯვის შესახებ მოგვითხრობს. ამ წიგნზე ამბობენ, რომ მან მსოფლიო შეცვალა. არა იმიტომ, რომ ომის ფიზიკურ და მორალურ საშინელებებს აღწერს, და არც იმიტომ, რომ გვაჩვენებს, რა შეიძლება დავმართოთ ჩვენ, ადამიანებმა, საკუთარ თავს. უფრო იმიტომ, რომ ამ საშინელებების წამოწყებისადმი წინააღმდეგობის გაწევის სურვილს გვიჩენს, მშვიდობაზე და მშვიდობისთვის ფიქრისა და მოქმედებებისკენ გვიბიძგებს.

 

რომანი გერმანულიდან თამარ კოტრიკაძემ თარგმნა.

 

გამოცემა მომზადდა პროექტის ავტორი საინიციატივო ჯგუფის „ნდობა მშვიდობისთვის“ ინიციატივით და ბერტა ფონ ზუტნერის მშვიდობის პრემიის პირველი ლაურეატის ნინო კალანდარიშვილის/ Nino Kalandarishvili მხარდაჭერით, შვედური ქალთა ფონდის “The Kvinna till Kvinna Foundation“-თან თანამშრომლობით.

წიგნის „ძირს იარაღი“ ქართული გამოცემის წარდგენა დღეს, 29 ნოემბერს, 18:30 საათზე მწერალთა სახლში გაიმართება.

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ისტორიაში პირველად საბერძნეთის პარლამენტმა ქალი პრეზიდენტი აირჩია

ბარაკ ობამა: ქალები კაცებზე უკეთესი ლიდერები არიან

ბრიტანეთის ახლადარჩეულ პარლამენტში ქალი დეპუტატების რეკორდული რაოდენობა შევიდა

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

არასრულწლოვნის ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს

ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე დანაშაულებრივი ქსელის კიდევ 11 წევრი დააკავეს

პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით არასრულწლოვანი შვილების მშობელი დააკავა

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker