Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

Women Can, Women Act, Women Change!

Ge

En

Ru

პარლამენტში ახალ ფრაქციას მარიამ ჯაში უხელმძღვანელებს

Category: Events 
2019-11-28

პარლამენტში ახალი ფრაქცია "დამოუკიდებელი დეპუტატები" იქმნება. ფრაქციას 6 დეპუტატი ქმნის და მისი ხელმძღვანელი უმრავლესობიდან წასული მარიამ ჯაში იქნება. ამის შესახებ ჟურნალისტებს დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან კობერიძემ განუცხადა.

 

ფრაქციის შემადგენლობაში იქნებიან: მარიამ ჯაში, ლევან გოგიჩაიშვილი, გედევან ფოფხაძე, კობა ნარჩემაშვილი, ზვიად კვაჭანტირაძე და ლევან კობერიძე.
 

 

"ფრაქცია არ იქნება მიკერძოებული, გადახრილი არც ერთი პოლიტიკური ჯგუფის მხარეს, რომელიც დღეს არსებობს პარლამენტში ან პარლამენტს გარეთ,"- განაცხადა ლევან კობერიძემ.
 

მისივე თქმით, ფრაქციასთან დაკავშირებით კონსულტაციები არ ჰქონიათ არც ეკა ბესელიასთან, არც ზაზა ხუციშვილთან.
 
"იმედი გვაქვს ამ ფრაქციის შექმნა იქნება სტიმული სხვა დეპუტატებისთვის ფრაქციის შექმნის. ვისაც ექნება სურვილი ჩვენს ფრაქციასთან თანამშრომლობის, ჩვენ ღია ვართ, რომ მათთან კონსულტაციები ვაწარმოოთ,"- განაცხადა ლევან კობერიძემ.
 
ჟურნალისტები დაინტერესდნენ, რამდენად იქნება ეს ფრაქცია დაკავშირებული გიორგი კვირიკაშვილთან, რაზეც ლევან კობერიძე ამბობს, რომ ფრაქციის შექმნა მის სახელს არ უკავშირდება.
 
ფრაქციის შექმნასთან დაკავშირებით განცხადება დეპუტატებმა უკვე ჩააბარეს პარლამენტის კანცელარიას.
 

Previous Page 

Webmaster

 

Announcements

Beyond the Shelter

The youth exhibitions and installations

Women’s Fund in Georgia is honored to invite you to 2016 Kato Mikeladze Award Ceremony

 

Video archive

Research on Youth Views on Gender Equality

 

Gender policy

Three women vie to become next Paris mayor

With a nod from parliament, Greece gets first female president

Barack Obama: Women are better leaders than men

 

Photo archive

Swedish politicians visit in WIC

 

Trafficking

To end slavery, free 10,000 people a day for a decade, report says

Interpol rescues 85 children in Sudan trafficking ring

Mother Teresa India charity 'sold babies'

 

Hot Line

Tel.: 116 006

Consultation Hotline for victims of domestic violence

Tel.: 2 100 229

Consultation Hotline for victims of human trafficking

Tel.: 2 26 16 27

Hotline Anti-violence Network of Georgia (NGO)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker