Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

Women Can, Women Act, Women Change!

Ge

En

Ru

ზუგდიდში ოჯახის მხარდამჭერ ცენტრში მოძალადეთათვის სარეაბილიტაციო პროგრამა ამოქმედდა

Category: Gender based violence 
2019-11-07

ზუგდიდში  ოჯახის მხარდამჭერ დღის ცენტრში ამოქმედდა სარეაბილიტაციო პროგრამა, რომლის ფარგლებში მხვერპლთა პარალელურად, პირველად მოძალადეების რეაბილიტაციაზეც იზრუნებენ.

 

ცენტრის მიზანი ოჯახში ძალადობის პრევენცია, შემთხვევების გამოვლენა და მოძალადეების ქცევის კორექციისკენ მიმართული პროგრამების განხორციელებაა.
ცენტრი ადგილობრივი ასოციაცია "მერკურის" ერთ-ერთი პროექტია, რომელიც რეგიონის მასშტაბით მოქალაქეებს, მათ შორის აფხაზეთის მცხოვრებ მოსახლეობასაც მოემსახურება.

 

ორგანიზაცია „მერკურის“ ხელმძღვანელის ნანა თოდუას განცხადებით, ისინი წლის განმავლობაში 100-მდე ბენეფიციარს მოემსახურებიან. მან ასევე აღნიშნა, რომ ცენტრში რამდენიმე მოძალადე უკვე გადის ფსიქოთერაპიის კურსს.

 

„პირველ რიგში ვიწყებთ ოჯახში ძალადობის ჩამდენ პირებთან ქცევის კორექციაზე მუშაობას. ვიწყებთ თანამშრომლობას პრობაციის ეროვნულ ცენტრთან, რომელთან თანამშრომლობით მოხდება ბენეფიციარების მომსახურება. ეს არის სიახლე ჩვენთვისაც და ქვეყნისთვისაც, რადგან ამ ტიპის მომსახურებას მხოლოდ  პენიტენციალურ დაწესებულებაში და პრობაციის ბიუროში უწევდნენ. ასე ვთქვათ, საპილოტე პროგრამაა" -ამბობს ნანა თოდუა.

 

ახალი სივრცე გარემონტდა პროექტის "ოჯახში ძალადობის პრევენციის, მსხვერპლთა მხარდაჭერისა და ძალადობის ჩამდენ პირთა თერაპიის სისტემის ხელშეწყობა საქართველოში" ფარგლებში, რომელის მხარდამჭერი პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო, პარტნიორი კი პოლონური ორგანიზაცია "ჰუმან დოკ ფოუნდეიშენ"-ია.

 

აღნიშნული პროექტის ფარგლებში, ასევე ფუნქციონირებს ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფარი, რომელიც 2018 წლის მარტში გაიხსნა.

 

 

 

Previous Page 

Webmaster

 

Announcements

Beyond the Shelter

The youth exhibitions and installations

Women’s Fund in Georgia is honored to invite you to 2016 Kato Mikeladze Award Ceremony

 

Video archive

Research on Youth Views on Gender Equality

 

Gender policy

Finnish minister Sanna Marin, 34, to become world's youngest PM

Netherlands to force companies to have more women on boards

Bolivian Senate head assumes interim presidency; Morales' loyalists object

 

Photo archive

Swedish politicians visit in WIC

 

Trafficking

To end slavery, free 10,000 people a day for a decade, report says

Interpol rescues 85 children in Sudan trafficking ring

Mother Teresa India charity 'sold babies'

 

Hot Line

Tel.: 116 006

Consultation Hotline for victims of domestic violence

Tel.: 2 100 229

Consultation Hotline for victims of human trafficking

Tel.: 2 26 16 27

Hotline Anti-violence Network of Georgia (NGO)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker