Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

ყოფილი სიდედრის მკვლელობისა და ცოლის მკვლელობის მცდელობისთვის პირს 23 წელი მიუსაჯეს

კატეგორია: გენდერული ძალადობა 
2019-11-01

თბილისის საქალაქო სასამართლომ სიდედრის მკვლელობისთვის, ასევე, ცოლისა და სიმამრის მკვლელობის მცდელობისთვის კაცს 23 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

 

პროკურატურის განცხადებით, 2017 წლის 14 ნოემბერს თავისუფლების უკანონო აღკვეთისთვის, თაღლითობისთვის, ცემისა და ჯანმრთელობის დაზიანებისთვის ნასამართლევი კაცი დაახლოებით შუაღამით ყოფილი ცოლის სახლში მოსაკლავად შეიპარა და ქალს დანით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა. უწყების ინფორმაციით, დასახმარებლად შესულ ყოფილ სიმამრსა და სიდედრს კაცმა განსაკუთრებული სისასტიკით, ასევე, მრავლობითი დაზიანება მიაყენა. მიღებული დაზიანებების გამო სიდედრი საავადმყოფოში გარდაიცვალა.

 

სამართალდამცველებმა მიმალვაში მყოფი კაცი 2019 წლის 5 თებერვალს თბილისში დააკავა.

 

თბილისის საქალაქო სასამართლომ კაცი დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით (ნასამართლევი პირის მიერ ცივი იარაღის ტარება), 111,109-ე მუხლის მესამე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის განსაკუთრებული სისასტიკით განზრახ მკვლელობა) და 111,19.109-ე მუხლის მესამე ნაწილის "ა" და "ბ" ქვეპუნქტებით (ოჯახის ორი წევრის განსაკუთრებული სისასტიკით განზრახ მკვლელობის მცდელობა).

 

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ნინო ცაციაშვილი შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ დაინიშნა

ბოლივიის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ქალი გახდა

მაია მიმინოშვილი განათლების მინისტრის თანამდებობაზე ერთ-ერთ კანდიდატად განიხილება

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით არასრულწლოვანი შვილების მშობელი დააკავა

არასრულწლოვანთა პორნოგრაფიისა და ტრეფიკინგის ბრალდებით 11 პირი დააკავეს

Global slavery index 2018: მომდევნო ათწლეულში მონობის აღმოფხვრისთვის ყოველდღიურად 10000-სი ადამიანი უნდა გათავისუფლდეს

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker