Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

კოსოვოში სკოლის მოსწავლის გაუპატიურებაში მასწავლებელს და პოლიციელს ადანაშაულებენ

კატეგორია: გენდერული ძალადობა 
2019-11-01

კოსოვოში მოზარდის  გაუპატიურების ბრალდება 6 ადამიანს წაუყენეს. მათ შორის არიან მასწავლებელი და პოლიციის ის ოფიცერი, რომელსაც ძალადობის მსხვერპლმა გოგონამ დასახმარებლად მიმართა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

 

გაუპატიურების პირველი ფაქტი 2017 წელს, მასწავლებლის მხრიდან მოხდა. გოგონამ პოლიციას მიმართა, თუმცა ოფიცერმა, რომელიც გოგონას საქმეს იძიებდა, მოზარდზე თავადაც რამდენჯერმე იძალადა. შედეგად, მოზარდი დაფეხმძიმდა და მას არალეგალური აბორტი იძულების გზით გაუკეთეს. გინეკოლოგი, რომელმაც პროცედურა ჩაატარა, ასევე ბრალდებულია.

 

 

პოლიციამ ბრალდებულები 2019 წლის თებერვალში დააკავა. გოგონას გაუპატიურების ფაქტზე ბრალი გუშინ 6 ეჭვმიტანილს  წაუყენეს. ბრალდებები მოიცავს: არასწრულწლოვანზე სექსუალურ ძალადობას, თანამდებობის ბოროტად გამოყენებას და ორსულობის იძულებით უკანონოდ შეწყვეტას.

 

16 წლის გოგონას თავს მომხდარ შემთხვევას კოსოვოს პრეზიდენტმა, ჰაში ტაჩიმ  „ტრაგიკული“ უწოდა.

 

ამ ინციდენტმა შოკში ჩააგდო მთელი კოსოვო. გოგონას მხარდასაჭერად, #metoo კამპანიის ფარგლებში, კოსოვოში მასობრივი დემონსტრაციები გაიმართა.


წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ნინო ცაციაშვილი შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ დაინიშნა

ბოლივიის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ქალი გახდა

მაია მიმინოშვილი განათლების მინისტრის თანამდებობაზე ერთ-ერთ კანდიდატად განიხილება

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით არასრულწლოვანი შვილების მშობელი დააკავა

არასრულწლოვანთა პორნოგრაფიისა და ტრეფიკინგის ბრალდებით 11 პირი დააკავეს

Global slavery index 2018: მომდევნო ათწლეულში მონობის აღმოფხვრისთვის ყოველდღიურად 10000-სი ადამიანი უნდა გათავისუფლდეს

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker