Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

ფოტოწიგნი sHEROes ლიტერატურული პრემიის, ლიტერას 2019 წლის გამარჯვებული გახდა

კატეგორია: ქალი და კულტურა 
2019-10-22

ფოტოწიგნი sHEROes საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და მწერალთა სახლის ერთობლივი ლიტერატურული პრემიის, ლიტერას 2019 წლის გამარჯვებული გახდა. წიგნმა კატეგორიაში „დოკუმენტური პროზა“ გაიმარჯვა.

 

sHEROes - ფოტოგრაფ დინა ოგანოვასა და მწერალ სალომე ბენიძის ერთობლივი წიგნია და აგვისტოს ომის ქრონოლოგიის აღდგენის, ტრაგედიის შიდა მხარის ჩვენების მცდელობაა, "რადგან წიგნის ავტორებს ღრმად სწამთ, რომ არაფერში ისე არ ჩანს ცალკეული ქვეყნისა თუ კაცობრიობის ისტორია, როგორც ინდივიდების ამბებში". წიგნის მთავარი გმირები ქალები არიან.

 

ლიტერატურული პრემიის, ლიტერას 2019 წლის გამარჯვებულები 21 ოქტომბერს გამოვლინდნენ.

 

ექვს სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულები გახდნენ:

 

რომანი

1. შორენა ლებანიძე, პენელოპე-მგზავრი / გამომცემლობა არტანუჯი;

2. ზურაბ ქარუმიძე, UNTERGANG - მოგზაურობა ევროპაში / გამომცემლობა ინტელექტი;

3. ივა ფეზუაშვილი, ფსკერის სახარება / გამომცემლობა ინტელექტი;

4. აკა მორჩილაძე, კუპიდონი კრემლის კედელთან/ ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა;

5. ბექა ადამაშვილი, ამ რომანში ყველა კვდება / ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა.


პროზაული კრებული

1. გოგი ოჩიაური, ხევსურული მოთხრობები / ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა;

2. დათო გორგილაძე, ღმერთი სამსახურშია / გამომცემლობა ინტელექტი;

3. ინა არჩუაშვილი, მე ახლა არავის ველოდები / გამომცემლობა ინტელექტი.

 

პოეტური კრებული

1. მარიამ წიკლაური, ქუჩის გადაჭრა / გამომცემლობა ინტელექტი;

2. გივი ალხაზიშვილი, ვრცელი წუთი / ნოდარ დუმბაძის გამომცემლობა & ლიტერატურული სააგენტო;

 

3. ბექა ახალაია, მტრედების იონა / გამომცემლობა ინტელექტი;

 

4. მანანა კობაიძე, ახალი აგვისტო / გამომცემლობა ინტელექტი.

 

დოკუმენტური პროზა

1. მედეა ზაალიშვილი, ცაში გამოკიდებული სახლი / გამომცემლობა არტანუჯი;

 

2. დავით წერედიანი, თემა და ვარიაციები / გამომცემლობა ინტელექტი;

 

3. ნინო ლომაძე, ვაშლის ბაღები / გამომცემლობა ინდიგო;

 

4. გურამ მეგრელიშვილი, საქართველოს ალტერნატიული რუკა / გამომცემლობა ინტელექტი;

 

5. სალომე ბენიძე, დინა ოგანოვა, SHEROES / გამომცემლობა წიგნები ბათუმში.


 

დებიუტი

 

1. ნიკა ლაშხია, დონორი / გამომცემლობა ინტელექტი;

 

2. ილია ჭანტურია, ნინოშვილის 25 / გამომცემლობა ინტელექტი;

 

3. ლელა კოტორაშვილი, მოსიარულე გაკვეთილები / გამომცემლობა ინტელექტი;

 

4.ლევან ინაური, ჩვენ მოვიპარეთ გერმანია / გამომცემლობა ინტელექტი;

 

5. იაგო თვალაბეიშვილი, ტრანსმუტაცია / გამომცემლობა პალიტრა L;

 

6.ვახტანგ ვახტანგაძე, ალაჰი ჩემი მეგობარია / გამომცემლობა პალიტრა L;

7.თემურ ბაბლუანი, მზე, მთავარე და პურის ყანა (მანუშაკა მელოდება) / ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა.

 

წიგნის დიზაინი

 

1. თეონა ჭანიშვილი - 14 აპრილი, 1978, ანა ბაქანიძე / გამომცემლობა არტანუჯი;

2. თეონა ჭანიშვილი - ჯაზის ცხოვრება, ზურაბ ქარუმიძე / გამომცემლობა ინტელექტი;

 

3. თორნიკე ლორთქიფანიძე - 100 წელი - 100 ფოტო / გამომცემლობა ინდიგო;

 

4. ვიოლა ტუღუში - მიგელ დე სერვანტესის არაჩვეულებრივი თავგადასავალი, ემა ვიგოდსკაია / გამომცემლობა არტანუჯი;

 

5.სოფია ანთაძე - ამ რომანში ყველა კვდება , ბექა ადამაშვილი / ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა.

 

გამარჯვებულები ხუთი წევრისგან შემდგარმა სპეციალურმა ჟიურიმ გამოავლინა: ნიკა აგლაძე, ნონა კუპრეიშვილი, გიორგი მაისურაძე, მაია ფანჯიკიძე და მალხაზ ხარბედია.

 

თითოეულ ნომინაციაში გამარჯვებულს პრიზის სახით 5 000 ლარი გადაეცემა.

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

მაია მიმინოშვილი განათლების მინისტრის თანამდებობაზე ერთ-ერთ კანდიდატად განიხილება

პირველად ბელგიის მთავრობას ქალი უხელმძღვანელებს

ისტორიაში პირველად კოლუმბიის დედაქალაქის მერი ქალი გახდა

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

არასრულწლოვანთა პორნოგრაფიისა და ტრეფიკინგის ბრალდებით 11 პირი დააკავეს

Global slavery index 2018: მომდევნო ათწლეულში მონობის აღმოფხვრისთვის ყოველდღიურად 10000-სი ადამიანი უნდა გათავისუფლდეს

ტრეფიკინგის ყველა შემთხვევის 59% უკავშირდება სექსუალურ ექსპლუატაციას

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker