Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

მაროკოელ ჟურნალისტს აბორტის გამო ერთწლიანი პატიმრობა მიესაჯა

კატეგორია: გენდერი მსოფლიოში 
2019-10-01

მაროკოელ ჟურნალისტს აბორტის გაკეთების გამო ერთწლიანი პატიმრობა მიესაჯა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.

 

ჰაიარ რაისუნი მის პარტნიორთან ერთად მაროკოს დედაქალაქ რაბატში, გინეკოლოგიური კლინიკიდან გამოსვლისას დააკავეს.

 

28 წლის ქალი ბრალს არ აღიარებდა და ამბობდა, რომ გინეკოლოგთან შინაგანი სისხლდენის სამკურნალოდ იმყოფებოდა. ჰაიარ რაისუნი მთავრობისადმი კრიტიკულად განწყობილ დამოუკიდებელ გაზეთ „ახბარ ალ-იაოუმში“ მუშაობს.

 

სასამართლოზე ჟურნალისტმა და მისმა სუდანელმა პარტნიორმა კიდევ ერთხელ განაცხადეს, რომ აბორტს ადგილი არ ჰქონია. მათმა ადვოკატმა კი აღნიშნა, რომ ყველა სამედიცინო და იურიდიული მტკიცებულება საპირისპირო განაჩენის საფუძველს იძლეოდა.

 

თავის მხრივ, პროკურორმა განაცხადა, რომ ჰაიარ რაისუნის დაკავება მის ჟურნალისტურ საქმიანობას არ უკავშირდება, გინეკოლოგიური კლინიკა კი დიდი ხნის განმავლობაში უკანონო აბორტების გამო პოლიციის დაკვირვების ქვეშ იყო.

 

სასამართლომ ჰაიარს და მის პარტნიორს თითო წლით თავისუფლების აღკვეთა, გინეკოლოგს კი ორწლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ნათია მეზვრიშვილი პრემიერ-მინისტრის აპარატის უფროსად დაინიშნა

ევროპარლამენტმა ევროპის ცენტრალური ბანკის დირექტორის პოსტზე ლაგარდი აირჩია

NDI: გამოკითხულთა 46% აზრით, პარლამენტის წევრთა 50 %- ს ქალები უნდა შეადგენდნენ

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

არასრულწლოვანთა პორნოგრაფიისა და ტრეფიკინგის ბრალდებით 11 პირი დააკავეს

Global slavery index 2018: მომდევნო ათწლეულში მონობის აღმოფხვრისთვის ყოველდღიურად 10000-სი ადამიანი უნდა გათავისუფლდეს

ტრეფიკინგის ყველა შემთხვევის 59% უკავშირდება სექსუალურ ექსპლუატაციას

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker