Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

ახალი ზელანდიის პრემიერ - მინისტრი სექსუალური შევიწროების სკანდალისთვის ბოდიშს იხდის

კატეგორია: გენდერული ძალადობა 
2019-09-12

ახალი  ზელანდიის პრემიერ- მინისტრმა  იასინდა არდერნმა, ბოდიში მოიხადა მიკერძოებული გამოძიებისთვის, რომელიც უკავშირდება ლეიბორისტულ პარტიაში მომხდარ სექსუალური შევიწროების სკანდალს. სკანდალში გაეხვა ლეიბორისტული პარტიის ერთ-ერთი წევრი, რომლის ვინაობაც ცნობილი არ არის . 11 სექტემბერს მომხდარი ფაქტის გამო  გადადგა ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარე ნაიჯელ ჰოვორტი.  ინფორმაციას მომხდარის  შესახებ  The Guardian -ი ავრცელებს.

 

გასულ წელს, ლეიბორისტული პარტიის 19 წლის მოხალისემ, პარტიის ერთ-ერთი წევრი სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა, მომხდარის  შესახებ მან  პარტიის ლიდერებს აცნობა. გოგონას განცხადებით, შემთხვევა 2018 წლის დასაწყისში, კერძო შეხვედრაზე მოხდა.

 

ეს შემთხვევა რიგით მეშვიდეა, რომელიც უკავშირდება ამ კონკრეტული პარტიის წევრის მხრიდან სექსუალური შევიწროების ფაქტებს. დაზარალებულების  განაცხადებით ისინი კონკრეტულად ამ პარტიის წევრისგან განიცდიდნენ ბულინგს და სექსუალურ შევიწროვებას. 

 

სავარაუდო დანაშაულთან დაკავშირებით ლეიბორისტული პარტიის ინიციატივით ჩატარდა გამოძიება. გამოძიების შედეგად ლეიბორისტულმა პარტიამ დაასკვნა რომ, ბრალდებულის  მიმართ არ არის საჭირო დისციპლინური ზომების გამოყენება. თუმცა გასულ თვეში ახალი საჩივრების გამო იასინდა არდერნმა საქმის ხელახალი განხილვის ბრძანება გასცა, რის შემდეგაც   ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარე თანამდებობიდან გადადგა.

 

”ლეიბორისტული პარტიის სახელით, ბოდიშს ვუხდი ყველა მომჩივარს ამ საქმეების არასათანადოდ განხილვისთვის. საკმაოდ რთულია სექსუალური ძალადობის შესახებ ლაპარაკი, ასეთი საქმეების განხილვა დამატებით სტრესს იწვევს მომჩივრებში. ეს ფაქტქი ძალიან შემაშფოთებელია,,-განაცხადა არდერნმა პარტიის თავმჯდომარის ნაიჯელ ჰოვორტის გადადგომის მიღების შემდეგ.

 

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ახალი- ზელანდიის ლეიბორისტული პარტიის წევრებს ადანაშაულებენ  სექსუალური შევიწროების ფაქტების დამალვაში. 2018 წელს პარტიის საზაფხულო ბანაკის ოთხმა მონაწილემ ბრალი დასდო პარტიის წევრს სექსუალურ შევიწროებაში. საქმე დღემდე განიხილება სასამართლოში.

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ნათია მეზვრიშვილი პრემიერ-მინისტრის აპარატის უფროსად დაინიშნა

ევროპარლამენტმა ევროპის ცენტრალური ბანკის დირექტორის პოსტზე ლაგარდი აირჩია

NDI: გამოკითხულთა 46% აზრით, პარლამენტის წევრთა 50 %- ს ქალები უნდა შეადგენდნენ

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

არასრულწლოვანთა პორნოგრაფიისა და ტრეფიკინგის ბრალდებით 11 პირი დააკავეს

Global slavery index 2018: მომდევნო ათწლეულში მონობის აღმოფხვრისთვის ყოველდღიურად 10000-სი ადამიანი უნდა გათავისუფლდეს

ტრეფიკინგის ყველა შემთხვევის 59% უკავშირდება სექსუალურ ექსპლუატაციას

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker