Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

თბილისში საკრებულოს წევრ ქალთა ფორუმის მე-6 ყოველწლიური კონფერენცია მიმდინარეობს

კატეგორია: გენდერული პოლიტიკა 
2019-09-11

თბილისში საკრებულოს წევრ ქალთა ფორუმის მე-6 ყოველწლიური კონფერენცია მიმდინარეობს, რომელსაც ფორუმის 150 წევრი ესწრება - საკრებულოს წევრი ქალები საქართველოს ყველა რეგიონიდან.

 

ღონისძიებას ასევე ესწრებიან საქართველოს მთავრობის, პარლამენტის, სამოქალაქო საზოგადოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

 

საკრებულოს წევრ ქალთა ფორუმის მე-6 კონფერენციის მონაწილეები განიხილავენ ქვეყნის რეგიონებში არსებულ ეკონომიკურ და საგანმანათლებლო შესაძლებლობებს , სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ პროგრამებს. იმსჯელებენ პროფესიულ განათლებასა და გადამზადებაზე, სკოლამდელ განათლებაზე და ჯანდაცვის სერვისების ხელმისაწვდომობაზე.

 

ქართველმა და უცხოელმა გამომსვლელებმა ხაზი გაუსვეს ფორუმის მნიშვნელობას საზოგადოებრივ ცხოვრებაში ქალთა როლის გაზრდისთვის. მათ ეკონომიკურ და პოლიტიკურ საქმიანობაში მეტი აქტიურობისკენ მოუწოდეს საქართველოს ქალებს და გამოთქვეს იმედი, რომ საქართველო მიაღწევს გენდერულ თანასწორობას მმართველობის ყველა დონეზე.

 

 

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლებმა ისაუბრეს დეცენტრალიზაციის რეფორმის ძირითად მიმართულებებზე და აღნიშნული ძირეული გარდაქმნის მნიშვნელობაზე მმართველობის ყველა დონეზე გენდერული თანასწორობის მიღწევის საქმეში.

 

როგორც ღონისძიების პრესრელიზიშია აღნიშნული, ქალების დაბალი წარმომადგენლობა პოლიტიკაში საქართველოს ჯერაც გადაუწყვეტელი პრობლემაა. ქალთა წარმომადგენლობა ადგილობრივ თვითმმართველობაში 13 პროცენტს არ აღემატება. 64 არჩეული მერიდან მხოლოდ ერთია ქალი. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად ოდნავ გაიზარდა ქალი პარლამენტარების რიცხვი, მაგრამ 15 პროცენტს აღნიშნული მონაცემიც არ გასცდენია.

 

საკრებულოს წევრ ქალთა ფორუმი, რომელიც 2013 წელს შვედეთის მთავრობისა და გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობით შეიქმნა, ერთ-ერთი მექანიზმია საქართველოს ქალების პოლიტიკური ჩართულობის გაზრდისთვის.


 

კონფერენციის ორგანიზატორი არის საქართველოს მუნიციპალური მომსახურების უზრუნველმყოფთა ასოციაცია (MSPA) და ტარდება გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერითა და ავსტრიის, დანიის, შვედეთისა და შვეიცარიის მთავრობების ფინანსური ხელშეწყობით.

 

 

 

 

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ნათია მეზვრიშვილი პრემიერ-მინისტრის აპარატის უფროსად დაინიშნა

ევროპარლამენტმა ევროპის ცენტრალური ბანკის დირექტორის პოსტზე ლაგარდი აირჩია

NDI: გამოკითხულთა 46% აზრით, პარლამენტის წევრთა 50 %- ს ქალები უნდა შეადგენდნენ

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

არასრულწლოვანთა პორნოგრაფიისა და ტრეფიკინგის ბრალდებით 11 პირი დააკავეს

Global slavery index 2018: მომდევნო ათწლეულში მონობის აღმოფხვრისთვის ყოველდღიურად 10000-სი ადამიანი უნდა გათავისუფლდეს

ტრეფიკინგის ყველა შემთხვევის 59% უკავშირდება სექსუალურ ექსპლუატაციას

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker