Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

ირანში სასამართლომ 22 წლის კაცის და 11 წლის გოგონას ქორწინება გააუქმა

კატეგორია: გენდერული ძალადობა 
2019-09-05

ირანის პროვინცია ბოიერ-აჰმადის სასამართლომ გააუქმა 22 წლის კაცის და 11 წლის გოგონას ქორწინება მას შემდეგ, რაც მათი ქორწილის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელსი გავრცელდა.

 

ბავშვის მშობლების თქმით, ახალშეუღლებულები სრულფასოვან ცოლ-ქმრულ ცხოვრებას გარკვეული დროის შემდეგ შეუდგებოდნენ.

 

მოსამართლემ ეს ქორწინება მიუღებლად გოგონას ასაკის გამო მიიჩნია. ამ გადაწყვეტილების შემდეგ მშობლები ამბობენ, რომ ქორწინება მაინც შედგება, როცა ბავშვი 13 წლის გახდება.

 

Twitter-ზე ქორწილის ვიდეო ირანელმა ჟურნალისტმა, მასიხ ალინეჯადმა გამოაქვეყნა. კადრებში ჩანდა, რომ გოგონა ტიროდა. ამ ფაქტმა სოციალურ ქსელში ფართო რეზონანსი გამოიწვია.

 

პორტალი Girls Not Brides- ის თანახმად, რომელიც აშუქებს ბავშვთა ქორწინებასთან დაკავშირებულ მდგომარეობას მთელს მსოფლიოში, ირანში, გოგონების 17% ქორწინდება 18 წლამდე, ხოლო 3% 15 წლამდე.

 

გაეროს ადამიანის უფლებათა სპეციალური მოხსენების თანახმად, ირანში 2012 – დან 2013 წლამდე პერიოდში 40,635 ნაადრევი ქორწინება დაფიქსირდა და „პატარძალის“ასაკი ამ ქორწინებებში 15 წელს არ აღემატებოდა.

 

შარიათზე დაფუძნებული ირანის კანონის თანახმად, ქვეყანაში გოგონებს შეუძლიათ დაქორწინდნენ 13 წლის ასაკიდან, ხოლო ახალგაზრდა კაცებს 15 წლის ასაკიდან. თუმცა,  მშობლების თანხმობით ან სასამართლოს ნებართვით ქორწინება შეიძლება უფრო ადრე გაფორმდეს .

 

1994 წელს ირანმა ხელი მოაწერა ბავშვის უფლებათა კონვენციას, რომელიც  ქორწინების ასაკს 18 წლამდე ზღუდავს, თუმცა უფლება დაიტოვა არ შეესრულებინა დებულებები, რომელიც ეწინააღმდეგება შარიათის კანონს. 2007 წლიდან სამოქალაქო კოდექსის თანახმად, ქვეყანაში  აკრძალულია ქორწინება, სამან პირი სრულწლოვანი არ გახდება. თუმცა, მუსლიმებში გოგონა სრულწლოვანი 9 წლის, ხოლო ბიჭი 15 წლის ასაკში ხდება.

 

 

  

 

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ფინეთს მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა პრემიერმინისტრი ეყოლება

ნიდერლანდებში კომპანიებს საბჭოებში ქალთა რაოდენობის გაზრდის მიზნით 30%-იანი კვოტა დაუწესეს

ნინო ცაციაშვილი შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ დაინიშნა

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე დანაშაულებრივი ქსელის კიდევ 11 წევრი დააკავეს

პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით არასრულწლოვანი შვილების მშობელი დააკავა

არასრულწლოვანთა პორნოგრაფიისა და ტრეფიკინგის ბრალდებით 11 პირი დააკავეს

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker