Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

მარგარეტ ეტვუდის ახალი წიგნი ბუკერის პრემიის შორტლისტში მოხვდა

კატეგორია: ქალი და კულტურა 
2019-09-03

ყველაზე პრესტიჟული ბრიტანული ლიტერატურული ჯილდოს — ბუკერის პრემიის წლევანდელ შორტლისტში მოხვდა ექვსი მწერლის: მარგარეტ ეტვუდის, ლუსი ელმანის, ბერნარდინ ევარისტოს, ჩიგოზი ობიომას, სალმან რუშდისა და ელიფ შაფაქის ახალი წიგნი.

 

 

 

 

 

 

 

 

 

მარგარეტ ეტვუდის ახალი წიგნი The Testaments მისი გახმაურებული რომანის, მხევლის წიგნის სიქველია, რომელსაც მკითხველი დიდხანს ელოდა.

 

The Testaments-ში მოვლენები მხევლის წიგნის ამბიდან 15 წლის შემდეგ ვითარდება და სამი ქალის ამბავს მოგვითხრობს, რომლებიც ეტვუდის მიერ შექმნილ დისტოპიურ სახელმწიფოში ცხოვრობენ. ახალი რომანის მანუსკრიპტი 15 წლის განმავლობაში ჩაკეტილ ადგილას ინახებოდა.

 

მარგარეტ ეტვუდს, რომელმაც 2000 წელს ბუკერის პრემია უკვე მოიპოვა (რომანით ბრმა მკვლელი), წელს სერიოზული კონკურენტები ჰყავს.

 

სხვა ნომინირებულ ავტორებს შორისაა ცნობილი ბრიტანელი მწერალი სალმან რუშდი, ახალი რომანით Quichotte, ეს ალუზიაა სერვანტესის დონ კიხოტზე. რუშდის წიგნის სიუჟეტის მიხედვით, ასაკოვან მოგზაურ კომვოიაჟერს ტელევიზიის ვარსკვლავი შეუყვარდება და მას ხელის სათხოვნელად ამერიკის გარშემო დაეძებს.

 

ნომინანტებს შორის ასევე გახლავთ ცნობილი თურქი მწერალი ელიფ შაფაქი, რომლის ახალი რომანი სტამბულელი სექს-მუშაკის შესახებ მოგვითხრობს.

 

ბუკერის პრემია ინგლისურენოვანი ლიტერატურის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ჯილდოა. პრემიას თან ახლავს ფულადი ჯილდო $62,000 (2002 წლამდე ის 21 ათასი ფუნტ სტერლინგს შეადგენდა). პირველი პრემია 1969 წელს გაიცა.

 

გამარჯვებული ავტორი და წიგნი 14 ოქტომბერს, ლონდონში გამოვლინდება.

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ფინეთს მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა პრემიერმინისტრი ეყოლება

ნიდერლანდებში კომპანიებს საბჭოებში ქალთა რაოდენობის გაზრდის მიზნით 30%-იანი კვოტა დაუწესეს

ნინო ცაციაშვილი შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ დაინიშნა

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე დანაშაულებრივი ქსელის კიდევ 11 წევრი დააკავეს

პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით არასრულწლოვანი შვილების მშობელი დააკავა

არასრულწლოვანთა პორნოგრაფიისა და ტრეფიკინგის ბრალდებით 11 პირი დააკავეს

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker