Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

Women Can, Women Act, Women Change!

Ge

En

Ru

პლასიდო დომინგო სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულეს

Category: Gender based violence 
2019-08-14

ოპერის ესპანელი მომღერალი პლასიდო დომინგო რამდენიმე ქალმა სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა.

 

შვიდი მომღერალისა და ერთი მოცეკვავის განცხადებების მიხედვით, მომღერალი სხვადასხვა ქალებს 1980-იანი წლებიდან 30 წლის განმავლობაში ავიწროებდა.

 

მხოლოდ ერთმა ქალმა, მეცო-სოპრანომ პატრიცია ვულფმა, გადაწყვიტა თავისი სახელის დასახელება.

 

"ბიზნეს-ლანჩი ჩვეულებრივი რამაა, თუმცა უჩვეულოა, როცა ამ შეხვედრაზე ვიღაც მუხლზე ან ხელზე ხელს გკიდებს. ის ყოველთვის ცდილობდა რამე გზით შეხებოდა ან ეკოცნა ადამიანებისთვის", — ამბობს მომღერალი ქალი.

პლასიდო დომინგო ტოპ-პოზიციებზე სხვადასხვა ოპერაში მუშაობდა და სავარაუდო შევიწროებებიც იმ ადგილებში ხდებოდა, სადაც ღონისძიებები იმართებოდა.

ამის გარდა, ექვსი ქალი ამბობს, რომ დომინგომ სექსუალური წინადადებებით მათ დისკომფორტი აგრძნობინა.

 

ოპერის ბიზნესში მომუშავე უამრავი ადამიანი ადასტურებს, რომ ხშირად შეესწრნენ ახალგაზრდა ქალების მიმართ მრავალი გრემის ჯილდოს მფლობელისგან მიუღებელ სექსუალურ ქმედებებს. AP-ის მიხედვით, დომინგოს ქმედებები საოპერო სამყაროში "ღია საიდუმლო" იყო.

 

78 წლის მომღერალმა გამოცემის კითხვებს არ უპასუხა, თუმცა განცხადება გაავრცელა:

 

"უცნობი ადამიანებისგან გავრცელებული ხმები და ბრალდებები, რომელთაგან ზოგი 30 წლის წინანდელია, საკმაოდ შემაწუხებელი და არაზუსტია.

თუმცა, ჩემთვის ასევე მტკივნეულია, რომ ვინმე გავაბრაზე და თავი არაკომფორტულად ვაგრძნობინე, იმის მიუხედავად რამდენი ხნის წინ იყო ის და რა იყო ჩემი მიზნები. მე მჯეროდა, რომ ჩემი ურთიერთობები და დამოკიდებულებები ყოველთვის მისაღები და ორმხრივად სასურველი იყო. ადამიანებმა, რომლებიც მიცნობენ ან ჩემთან მუშაობდნენ, იციან, რომ მე ის ადამიანი არ ვარ, ვინც სხვას გამიზნულად დააზარალებს, შეავიწროებს ან შეარცხვენს".

 

მბრალდებელი ქალებიდან ერთი ამბობს, რომ დომინგომ მას კაბაში ხელი ჩაუყო, სამი კი ამბობს, რომ მომღერალმა მათ ძალით აკოცა ქალების გასახდელში, სასტუმროს ოთახში და ბიზნეს-ლანჩის შეხვედრაზე.


 

შვიდი ქალი ამბობს, რომ დომინგოს მხრიდან სექსუალურ შეთავაზებებზე უარის თქმამ მათ კარიერაზე უარყოფითი გავლენა მოახდინა, ზოგი კი ამბობს, რომ შერჩეულ როლებზე აღარ მიუღიათ.

 

მბრალდებლებიდან მხოლოდ ერთმა ქალმა, მეცო-სოპრანო პატრიცია ვულფმა ისურვა საკუთარი სახელით საუბარი. სხვებმა კი ანონიმურად დარჩენა ისურვეს, რომ მათ გამჟღავნებულ ხმებს კარიერაზე უარყოფითად არ ემოქმედა. ქალები მსგავს ისტორიებს ყვებიან — რომ, მომღერალი მათ შუაღამისას ურეკავდა და "კარიერასთან დაკავშირებული" რჩევის მისაცემად სასწრაფო შეხვედრას სთხოვდა.

 

ქალები ამბობენ, რომ მათ დომინგოს სავარაუდო ქმედებებზე ხმამაღლა სასაუბროდ ძალა #MeToo კამპანიამ შემატა.

 

თავად მომღერალი დასძენს, რომ მისთვის გასაგებია, რომ ის წესები და სტანდარტები, რომლებიც ახლა არსებობს, წარსულისგან განსხვავდება.

Previous Page 

Webmaster

 

Announcements

Beyond the Shelter

The youth exhibitions and installations

Women’s Fund in Georgia is honored to invite you to 2016 Kato Mikeladze Award Ceremony

 

Video archive

Research on Youth Views on Gender Equality

 

Gender policy

Austria gets first woman chancellor after video scandal

Spain's parliament leads Europe in gender-equality despite rise of far right

Modi's party promises 33 pct reservation for women in India's parliament

 

Photo archive

Swedish politicians visit in WIC

 

Trafficking

To end slavery, free 10,000 people a day for a decade, report says

Interpol rescues 85 children in Sudan trafficking ring

Mother Teresa India charity 'sold babies'

 

Hot Line

Tel.: 116 006

Consultation Hotline for victims of domestic violence

Tel.: 2 100 229

Consultation Hotline for victims of human trafficking

Tel.: 2 26 16 27

Hotline Anti-violence Network of Georgia (NGO)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker