Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

Women Can, Women Act, Women Change!

Ge

En

Ru

1325 რეზოლუციების ლოკალიზაცია საქართველოში

Category: Exclusive 
2019-08-09

13-14 მაისს, თბილისში გაიმართა კონფერენცია „ქალები, მშვიდობა და უსაფრთხოებაზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების განხორციელების 2018-2020 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმების ლოკალიზაციის პროცესი საქართველოში“.

 

კონფერენციის მონაწილეები გახდნენ საქართველოს 10 მუნიციპალიტეტის (გორი, კასპი, ხაშური, ქარელი, დუშეთი, ზუგდიდი, წალენჯიხა, საჩხერე, სტეფანწმინდა და წყალტუბო) საკრებულოს, მერიის, გენდერული თანასწორობის საბჭოებისა და 1325 სამუშაო ჯგუფების წევრები, ამ მუნიციპალიტეტებში მცხოვრები დევნილები და კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობა. კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯამრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, გრიგოლ გიორგაძემ და რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისრტის მოადგილემ, მზია გიორგობიანმა.

 

კონფერენციის პირველი დღე მიეძღვნა საკითხებს, რომელიც ეხებოდა ლოკალიზაციის შედეგად გამოვლენილ დევნილთა საჭიროებებს და მათი გადაწყვეტის გზებს, გამყოფ ხაზთან არსებულ ვითერებას გენდერულ ჭრილში და ცენტრალური, რეგიონალური და ადგილობრივი ხელისუფლების როლს ლოკალიზაციის პროცესში.

 

კონფერენციას ასევე უკრაინის დონეცკის, ლუგანსკისა და ზაპოროჟიის რეგიონალური ადმინისტრაციების სტრუქტურული ერთეულების წარმომადგენლები დაესწრნენ, რომლიბიც საქართველოში სასწავლო ვიზიტით იმყოფებიან. ვიზიტი მიზნად ისახავს საქართველოს გამოცდილების გაცნობას და გაზიარებას, გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია №1325-ის - ქალები, მშვიდობა და უსაფრთხოება - სამოქმედო გეგმების შესრულებასთან დაკავშირებით.

 

კონფერენცია ჩატარდა პროექტის „ქალები და გოგონები ძლიერი საზოგადოებისთვის“ ფარგლებში. პროექტის შესახებ: არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიცია იგპ ქალთა ასოციაცია „თანხმობა“ -ს, ქალთა საინფორმაციო ცენტრისა და კულტურულ-ჰუმანიტარული ფონდი „სოხუმი“-ს კოოპერირებით, 2018 წლის ნოემბრიდან ახორციელებს პროექტს: „ქალები და გოგონები ძლიერი საზოგადოებისთვის“. პროექტის ხორციელდება საქართველოს 10 მუნიციპალიტეტი: გორი, კასპი, ხაშური, ქარელი, დუშეთი, ზუგდიდი, წალენჯიხა, საჩხერე, სტეფანწმინდა და წყალტუბო. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია სამოქალაქო ფორუმების, ტრენინგების, საინფორმაციო შეხვედრების, კონფერენციების ჩატარება. ეს საქმიანობა ხელს შეუწყობს ადგილობრივ დონეზე დიალოგის გაღრმავებას და ამ პროცესში საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფების ჩართვას. პროექტი დაფინანსებულია აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის და გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ და ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის.

 


Previous Page 

Webmaster

 

Announcements

Beyond the Shelter

The youth exhibitions and installations

Women’s Fund in Georgia is honored to invite you to 2016 Kato Mikeladze Award Ceremony

 

Video archive

Research on Youth Views on Gender Equality

 

Gender policy

Austria gets first woman chancellor after video scandal

Spain's parliament leads Europe in gender-equality despite rise of far right

Modi's party promises 33 pct reservation for women in India's parliament

 

Photo archive

Swedish politicians visit in WIC

 

Trafficking

To end slavery, free 10,000 people a day for a decade, report says

Interpol rescues 85 children in Sudan trafficking ring

Mother Teresa India charity 'sold babies'

 

Hot Line

Tel.: 116 006

Consultation Hotline for victims of domestic violence

Tel.: 2 100 229

Consultation Hotline for victims of human trafficking

Tel.: 2 26 16 27

Hotline Anti-violence Network of Georgia (NGO)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker