Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

Women Can, Women Act, Women Change!

Ge

En

Ru

რუმინეთში 15 წლის გოგოს მკვლელობის შემდეგ გაკეთებული კომენტარისთვის განათლების მინისტრი გადააყენეს

Category: Gender based violence 
2019-08-06

რუმინეთის განათლების ყოფილმა მინისტრმა – ეკატერინა ანდრონესკუმ კომენტარი ტელევიზიასთან მას შემდეგ გააკეთა, რაც ქვეყანაში 15 წლის გოგო – ალექსანდრა მაკასენუ გაიტაცეს, გაუპატიურეს და მოკლეს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

 

უკვე ყოფილმა განათლების მინისტრმა რუმინულ ტელევიზიასთან მიცემულ კომენტარში თქვა: „მე მასწავლიდნენ, რომ უცხო ადამიანებს მანქანით არ უნდა გავყოლოდი“.

 

განათლების მინისტრის ამ კომენტარმა სოციალურ ქსელებში აღშფოთება გამოიწვია.  ანდრონესკუ პრემიერ-მინისტრმაც, ვიორიკა დენჩილმა გააკრიტიკა. „დიდი პრობლემაა. ეს კომენტარი აჩვენებს გაგების ნაკლებობას და არ გამოხატავს მთავრობის პოზიციას “, – თქვა მან. ამ შეფასების შემდეგ განათლების მინისტრმა დატოვა თანამდებობა.

 

ამ შემთხვევამდე, არასრულწლოვანის გატაცების და მკვლელობის საქმეზე თანამდებობიდან გადადგა შინაგან საქმეთა მინისტრი ნიკოლაე მოგა. გამოძიებით დადგინდა, რომ გატაცებულ გოგოს სამჯერ ჰქონდა დარეკილი გადაუდებელი დახმარების ცხელ ხაზზე, პოლიციას კი 19 საათი დასჭირდა იმისთვის, რომ მიეგნო ადგილისთვის, სადაც გატაცებული გოგო ჰყავდათ.

 

გამოძიებამ უკვე დააკავა ბრალდებული, 65 წლის კაცი, რომელმაც 15 წლის ალექსანდრას გარდა, კიდევ 18 წლის გოგოს მკვლელობაც დაადასტურა. ამ პროცესის მიუხედავად, საზოგადოებრივი პროტესტი ბუქარესტში არ წყდებოდა და უფრო მეტი თანამდებობის პირის პასუხისმგებლობის დაყენებას ითხოვდნენ.

Previous Page 

Webmaster

 

Announcements

Beyond the Shelter

The youth exhibitions and installations

Women’s Fund in Georgia is honored to invite you to 2016 Kato Mikeladze Award Ceremony

 

Video archive

Research on Youth Views on Gender Equality

 

Gender policy

Bolivian Senate head assumes interim presidency; Morales' loyalists object

Sophie Wilmes becomes Belgium first woman Prime Minister

Bogota elects first woman mayor in Colombia regional vote

 

Photo archive

Swedish politicians visit in WIC

 

Trafficking

To end slavery, free 10,000 people a day for a decade, report says

Interpol rescues 85 children in Sudan trafficking ring

Mother Teresa India charity 'sold babies'

 

Hot Line

Tel.: 116 006

Consultation Hotline for victims of domestic violence

Tel.: 2 100 229

Consultation Hotline for victims of human trafficking

Tel.: 2 26 16 27

Hotline Anti-violence Network of Georgia (NGO)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker