Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

The Best Women's Coach-ის ჯილდოსთვის 10 მწვრთნელი იბრძოლებს

კატეგორია: სპორტი 
2019-08-01

ფიფა,  2019 წლის 23 სექტემბერს, ქალთა  საუკეთესო მწვრთნელს გამოავლენს.  The Best Women's Coach-ის ჯილდოსთვის 10 მწვრთნელი იბრძოლებს, რომელთა შორის ქალთა მსოფლიო ჩემპიონატის ლიდერი გუნდების მწვრთნელებიც მოხვდნენ.

 

აღსანიშნავია, რომ საუკეთესო მწვრთნელის ნომინაციაში დასახელებული 10 მწვრთნელიდან 4 ქალია - ჯილ ელისი (აშშ), პირველი მწვრთნელია რომელმაც 2 მსოფლიო ჩემპიონატის მოგება მოახერხა; მილენა ბერტოლინი (იტალია), რომელმაც შეძლო და ბოლო 20 წლის განმავლობაში პირველად გაიყვანა იტალიის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე; სარინა ვიგმანი (ნიდერლანდები), რომელმაც ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გაიყვანა  და ანტონია ისი (ესპანეთი) რომლის თაოსნობითაც ესპანეთის ქალთა U-17 ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატები მოიგო.

 

საუკეთესო ათეულში ფილ ნევილი (ინგლისის ნაკრები), ფუტოში იკედა (იაპონია U-20), ჯო მონტემურო (არსენალი), რეინალდ პედროსი(ლიონი), პიტერ გერჰარდსონი (შვედეთის ნაკრები) და  პოლ რაილიც (NORTH CAROLINA COURAGE) მოხვდნენ.

 

ფიფა უახლოეს პერიოდში 3 ფინალისტს გამოავლენს, ხოლო გამარჯვებული 23 სექტემბერს, მილანში  გამოვლინდება. სწორედ ამ ქალაქში გაიმართება The Best FIFA Football Awards -ის  დასკვნითი ღონისძიება.

 

აღსანიშნავია, რომ საუკეთესოებს, ხმა ქალთა ფეხბურთის ექსპერტებმა უკვე მისცეს და ახლა, ჯერი ფანებზეა, რომელთა ხმას ისეთივე წონა აქვს, როგორც საფეხბურთო წრეების წარმომადგენლებისას (ქალთა ეროვნული ნაკრების მწვრთნელები, ნაკრების კაპიტნები და სპორტული ჟურნალისტები )


TSFF.GE-სგან დავამატებთ, რომ 2019 წლის 3 სექტემბერს, საუკეთესო ქალთა მწვრთნელის დაჯილდოებამდე 20 დღით ადრე, ერთ-ერთი ნომინანტი, მილენა ბერტოლინი და მისი იტალიის ქალთა ნაკრები საქართველოში ჩამოვა და ლევან ბაჯელიძის საქართველოს ქალთა ნაკრებს, ევროპის 2021 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ჯგუფის მეორე კალენდარულ მატჩში დაუპირისპირდება.

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ნინო ცაციაშვილი შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ დაინიშნა

ბოლივიის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ქალი გახდა

მაია მიმინოშვილი განათლების მინისტრის თანამდებობაზე ერთ-ერთ კანდიდატად განიხილება

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით არასრულწლოვანი შვილების მშობელი დააკავა

არასრულწლოვანთა პორნოგრაფიისა და ტრეფიკინგის ბრალდებით 11 პირი დააკავეს

Global slavery index 2018: მომდევნო ათწლეულში მონობის აღმოფხვრისთვის ყოველდღიურად 10000-სი ადამიანი უნდა გათავისუფლდეს

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker