Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

Women Can, Women Act, Women Change!

Ge

En

Ru

ინდოეთში სიტყვიერად მომენტალური განქორწინება სისხლისსამართლებრივი დანაშაული გახდა

Category: Gender in the world 
2019-07-31

ინდოეთის პარლამენტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც სიტყვიერად მომენტალური განქორწინება სისხლისსამართლებრივი დანაშაული გახდა. გადაწყვეტილება ისტორიულია, რადგან წლებია ინდოელი ქალები ამ წესის კანონით აკრძალვას ითხოვენ. ინდოეთის უზენაესმა სასამართლომ ეს მრავალსაუკუნოვანი პრაქტიკა არაკონსტიტუციურად ჯერ კიდევ 2017 წელს სცნო.

 

ე.წ. სამმაგი ტალაკი ქმარს უფლებას აძლევდა, რომ სიტყვა ტალაკის (განქორწინების) სამჯერ წარმოთქმის შემთხვევაში ცოლს იმავე მომენტში განქორწინებოდა. ამავე დროს, ქმარს შეეძლოა ტალაკი ზეპირად ეთქვა ან ცოლისთვის მესიჯად გაეგზავნა.

 

ახალი კანონით, კაცებს, რომლებიც სამმაგ ტალაკს გამოიყენებენ, სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიესაჯებათ. კანონპროექტის მომხრეები ამბობენ, რომ ახალი ნორმა მუსლიმ ქალებს დაიცავს. ოპონენტები კი აღნიშნავენ, რომ სასჯელი მკაცრია და შესაძლოა, ბოროტად იქნას გამოყენებული.

 

ინდოეთის პარლამენტში კანონპროექტი პირველად 2017 წელს შეიტანეს, თუმცა მისი განხილვა ზედა პალატაში შეჩერდა, რადგან დეპუტატების ნაწილმა მას უსამართლო უწოდა. ინდოეთის მმართველი პარტია პროექტს მხარს უჭერს, ხოლო მთავარი ოპოზიციური ძალა მის წინააღმდეგ გამოდის.

 

ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ნარენდა მოდიმ განაცხადა, რომ კანონის მიღებით "გენდერულმა სამართლიანობამ გაიმარჯვა". ოპოზიცია კი ხელისუფლებას მუსლიმებზე თავდასხმაში ადანაშაულებს.

 

მუსლიმებში სამმაგი ტალაკი განქორწინების საკმაოდ გავრცელებული ფორმაა. იყო შემთხვევები, როდესაც ცოლები განქორწინების შესახებ იგებდნენ WhatsApp-ში ან Skype-ში გაგზავნილი შეტყობინებით. სამმაგი ტალაკი, როგორც განქორწინების ფორმა შარიათის კანონებსა და ყურანში ნახსენები არაა, თუმცა ეს პრაქტიკა ათწლეულებია რაც არსებობს. ისლამური ქვეყნების ნაწილმა, მათ შორის ეგვიპტემ, პაკისტანმა და ბაგლადეშმა სამმაგი ტალაკი კანონით აკრძალეს.

Previous Page 

Webmaster

 

Announcements

Beyond the Shelter

The youth exhibitions and installations

Women’s Fund in Georgia is honored to invite you to 2016 Kato Mikeladze Award Ceremony

 

Video archive

Research on Youth Views on Gender Equality

 

Gender policy

Austria gets first woman chancellor after video scandal

Spain's parliament leads Europe in gender-equality despite rise of far right

Modi's party promises 33 pct reservation for women in India's parliament

 

Photo archive

Swedish politicians visit in WIC

 

Trafficking

To end slavery, free 10,000 people a day for a decade, report says

Interpol rescues 85 children in Sudan trafficking ring

Mother Teresa India charity 'sold babies'

 

Hot Line

Tel.: 116 006

Consultation Hotline for victims of domestic violence

Tel.: 2 100 229

Consultation Hotline for victims of human trafficking

Tel.: 2 26 16 27

Hotline Anti-violence Network of Georgia (NGO)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker