Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

2019 წლის 6 თვეში შემაკავებელი ორდერის დარღვევისათვის პასუხისგებაში 144 პირი იქნა მიცემული

კატეგორია: გენდერული ძალადობა 
2019-07-30

შინაგან საქმეთა სამინისტრო 2019 წლის 6 თვეში გამოცემული შემაკავებელი ორდერებისა და მათი ეფექტიანობის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს.
მსხვერპლის ძალადობისგან დასაცავად სამინისტრო კვლავ აგრძელებს მკაცრი პოლიტიკის გატარებას ოჯახში მოძალადეების მიმართ.

 

შსს-ს ინფორმაციით 2019 წლის 6 თვეში (იანვარი-ივნისი) გამოიცა 5399 შემაკავებელი ორდერი, ხოლო 2018 წლის 6 თვეში - 3292.

 

შსს-ს სტატისტიკით, ამავე პერიოდში შემაკავებელი ორდერის დარღვევისათვის პასუხისგებაში მისცეს 144 პირი, რაც ორდერების დარღვევის 3 პროცენტიანი მაჩვენებელია. ხოლო 2018 წელს დაფიქსირდა შემაკავებელი ორდერის დარღვევის 6 პროცენტიანი მაჩვენებელი. უწყების მტკიცებით, დამრღვევი 137 შემთხვევაში იყო კაცი, ხოლო შვიდ შემთხვევაში — ქალი.

 

შემაკავებელი ორდერების გამოცემის რეგიონული მაჩვენებელი შემდეგია:

• თბილისი - 2655;

• იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმი, ქვემო სვანეთი - 563

• ქვემო ქართლი - 477

• კახეთი - 443

• აჭარა - 428

• შიდა ქართლი - 345

• სამეგრელო-ზემო სვანეთი - 258

• მცხეთა-მთიანეთი - 131

• სამცხე-ჯავახეთი - 66

• გურია - 33.

 

შეგახსენებთ, რომ  2018 წლის 1-ლი სექტემბრიდან შსს-ში ამოქმედდა შემაკავებელი ორდერების მონიტორინგის მექანიზმი.

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

შსს-ს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის დირექტორად ნინო ცაციაშვილი დაინიშნა

ავსტრიაში პირველად კანცლერად ქალი დაინიშნა

ესპანეთმა აირჩია ყველაზე გენდერულად დაბალანსებული პარლამენტი ევროპაში

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

Global slavery index 2018: მომდევნო ათწლეულში მონობის აღმოფხვრისთვის ყოველდღიურად 10000-სი ადამიანი უნდა გათავისუფლდეს

ტრეფიკინგის ყველა შემთხვევის 59% უკავშირდება სექსუალურ ექსპლუატაციას

ინტერპოლმა სუდანში 85 ბავშვი ტრეფიკინგისგან იხსნა

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker