Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

Women Can, Women Act, Women Change!

Ge

En

Ru

Vogue-ის სექტემბრის ნომერი მიეძღვნება ქალებს, რომლებიც სხვადასხვა სფეროში პოზიტიური ცვლილებისთვის იბრძვიან

Category: It`s interesting to know 
2019-07-29

სასექსის ჰერცოგინია მეგან მარკლი ბრიტანული Vogue-ის სექტემბრის გამოცემის მიწვეული რედაქტორია. ახალი ნომრისთვის მან გარშემო ის ქალები და გოგოები შემოიკრიბა, რომლებიც სხვადასხვა სფეროში პოზიტიური ცვლილებისთვის იბრძვიან.

 

მათ შორის არიან სკოლის მოსწავლე და კლიმატური ცვლილებების აქტივისტი გრეტა ტუნბერგი, ახალი ზელანდიის პირველი ქალი პრემიერმინისტრი ჯაკინდა ანდერნი, მსახიობი და ასევე აქტივისტი ჯეინ ფონდა და სხვები. სულ შერჩეულია 15 ქალი და ყველა მათგანი ჟურნალის ყდაზე იქნება, წარწერით Forces for Change (ძალები ცვლილებებისთვის).


 

ჟურნალის ეს გამოშვება, სახელწოდებით "ძალები ცვლილებებისთვის" ეძღვნება: "ქალ - ინოვატორებს, რომლებიც უშიშრად ამსხვრევენ ბარიერებს", - ნათქვამია ბრიტანეთის სამეფო სახლის ოფიციალურ განცხადებაში.

 

 

ჟურნალში ასევე იქნება მიშელ ობამასთან ინტერვიუ, რომელსაც მეგან მარკლი ესაუბრა. სასექსის ჰერცოგინიას ფოტო და კომენტარები ჟურნალში არ იქნება, რადგან, მისი სურვილით, მთელ ნომერში ის ქალები იქნებიან წარმოდგენილნი, რომლებიც მას შთააგონებენ.

 

მარკლის ხედვით შექმნილ ნომერზე ვიდეო-ტრეილერი Sussex Royal-ის ინსტაგრამზე გამოქვეყნდა.

 

 


 

 

View this post on Instagram

We are proud to announce that Her Royal Highness, The Duchess of Sussex is the Guest Editor for the September issue of @BritishVogue. For the past seven months, The Duchess has curated the content with British Vogue's Editor-in-Chief Edward Enninful to create an issue that highlights the power of the collective. They have named the issue: “Forces for Change” For the cover, The Duchess chose a diverse selection of women from all walks of life, each driving impact and raising the bar for equality, kindness, justice and open mindedness. The sixteenth space on the cover, a mirror, was included so that when you hold the issue in your hands, you see yourself as part of this collective. The women on the cover include: @AdwoaAboah @AdutAkech @SomaliBoxer @JacindaArdern @TheSineadBurke @Gemma_Chan @LaverneCox @JaneFonda @SalmaHayek @FrankieGoesToHayward @JameelaJamilOfficial @Chimamanda_Adichie @YaraShahidi @GretaThunberg @CTurlington We are excited to announce that within the issue you’ll find: an exclusive interview between The Duchess and former First Lady of the United States Michelle Obama, a candid conversation between The Duke of Sussex and Dr Jane Goodall, inspirational articles written by Brené Brown, Jameela Jamil and many others. Equally, you’ll find grassroots organisations and incredible trailblazers working tirelessly behind the scenes to change the world for the better. “Guest Editing the September issue of British Vogue has been rewarding, educational and inspiring. To deep dive into this process, working quietly behind the scenes for so many months, I am happy to now be able to share what we have created. A huge thanks to all of the friends who supported me in this endeavour, lending their time and energy to help within these pages and on the cover. Thank you for saying “Yes!” - and to Edward, thank you for this wonderful opportunity.” - The Duchess of Sussex #ForcesForChange

A post shared by The Duke and Duchess of Sussex (@sussexroyal) on

"მინდა, რომ ჭორფლები ჩანდეს", — ეს იყო ერთ-ერთი ინსტრუქცია, რომელიც მეგანმა ფოტოგრაფს მისცა. პიტერ ლინდბერგი სამეფო ოჯახისთვისაც იღებს სურათებს და მეგანთან 2016 წლიდან მუშაობს. მისი თქმით, სასექსის ჰერცოგინიას მითითებები მისთვის მისაღები და მარტივად გასაგები იყო:

"მეც მიყვარს ჭორფლები და მისი შემოთავაზებების შესრულება ჩემთვის ღია კარებში სირბილს ჰგავდა".
სექტემბრის ნომერი Vogue- ის წლის ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენად ითვლება. მის გამოშვებაზე მეგან მარკლი შვიდი თვის განმავლობაში მუშაობდა. მისი მიზანი, როგორც რედაქტორის იყო, ყურადღების გამახვილება იმ ფასეულობებზე, საზოგადოებრივ კამპანიებსა და ადამიანებზე, რომლებიც ახლა მნიშვნელოვან გავლენას ახდენენ გლობალურ საზოგადოებრივ აზრზე.

Previous Page 

Webmaster

 

Announcements

Beyond the Shelter

The youth exhibitions and installations

Women’s Fund in Georgia is honored to invite you to 2016 Kato Mikeladze Award Ceremony

 

Video archive

Research on Youth Views on Gender Equality

 

Gender policy

Austria gets first woman chancellor after video scandal

Spain's parliament leads Europe in gender-equality despite rise of far right

Modi's party promises 33 pct reservation for women in India's parliament

 

Photo archive

Swedish politicians visit in WIC

 

Trafficking

To end slavery, free 10,000 people a day for a decade, report says

Interpol rescues 85 children in Sudan trafficking ring

Mother Teresa India charity 'sold babies'

 

Hot Line

Tel.: 116 006

Consultation Hotline for victims of domestic violence

Tel.: 2 100 229

Consultation Hotline for victims of human trafficking

Tel.: 2 26 16 27

Hotline Anti-violence Network of Georgia (NGO)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker