Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

Women Can, Women Act, Women Change!

Ge

En

Ru

გრეტა ტუნბერგი კვლავ მოუწოდებს მსოფლიოს გარემოს დაცვისკენ

Category: Gender in the world 
2019-07-24

შვედი ეკო-აქტივისტი, 16 წლის გრეტა ტუნბერგი, სიტყვით საფრანგეთის ეროვნულ ასამბლეაში გამოვიდა. ტუნბერგი პარიზში მოძრაობა "გარემოს გარდაქმნის" 162-ი დეპუტატის მოწვევით ჩავიდა. ახალგაზრდა გარემოსდამცველთან ერთად, ეროვნულ ასამბლეაში სიტყვით  ახალგაზრდა ფრანგი ეკო-აქტივისტები გამოვიდნენ, რომლებიც მოძრაობა Youth for Climate წარმოადგენენ.

 

 

ტუნბერგის ერთ-ერთმა მთავარმა ოპონენტმა, პარტია „რესპუბლიკელების“ წარმომადგენელმა, გიომ ლარივემ კოლეგებს ამ სხდომის ბოიკოტისკენ მოუწოდა.

 

"გლობალურ დათბობასთან ბრძოლაში ჩვენ არ გვჭირდება აპოკალიფსის გურუები, არამედ მეცნიერული პროგრესი და პოლიტიკური გამბედაობა", - განაცხადა მან შაბათს.

 

გრეტა ტუნბერგის კიდევ ერთმა კრიტიკოსმა, დეპუტატმა ჯულიენ ობერმა, გოგონას "წინასწარმეტყველი მოკლე შარვალში" უწოდა.

 

თავის გამოსვლაში გრეტა ტუნბერგმა განაცხადა, რომ ზოგიერთ ფრანგ დეპუტატს შეუძლია დააიგნოროს მისი და სხვა ახალგაზრდების გაფრთხილებები გლობალური დათბობის შესახებ, თუმცა სთხოვა, რომ მეცნიერებისთვის მოესმინათ.

 

"ზოგიერთმა ადამიანმა გადაწყვიტა არ მოსულიყო და არ მოესმინა ჩვენთვის, რადგან ჩვენ უბრალოდ ახალგაზრდები ვართ. მაგრამ თქვენ უნდა მოუსმინოთ მეცნიერებს, ეს ყველაფერია, რასაც ჩვენ ვითხოვთ ", - თქვა ტუნბერგმა.

 

 

გასულ ზაფხულს სტოკჰოლმის პარლამენტის წინ გრეტა ტუნბერგმა აქცია გამართა. ის აცხადებდა, რომ სკოლაში არ ივლის მანამ, სანამ შვედეთი არ შეასრულებს პარიზის ხელშეკრულების პირობებს, რომელიც სათბურ აირებს ეხება.

 

ტუნბერგის აქციის შემდეგ, ევროპის მასშტაბით რამდენიმე ათასი მოსწავლე  გამოვიდა ქუჩაში, რათა კლიმატის ცვლილების საკითხებისთვის ყურადღება მიეპყრო. გოგონა სტუმრის სტატუსით მიწვეული იყო გაეროს კლიმატის კონფერენციასა და დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზეც.

 

2019 წლის აპრილში ჟურნალ TIME- ის მიხედვით ტუნბერგი მსოფლიოს 100 ყველაზე გავლენიან ადამიანს შორის დასახელდა. 

 

გლობალური დათბობის წინააღმდეგ ბრძოლაში შეტანილი წვლილისთვის, შვედმა და ნორვეგიელმა პოლიტიკოსებმა 16 წლის ტურნბერგი ნობელის მშვიდობის პრემიაზე წარადგინეს.

Previous Page 

Webmaster

 

Announcements

Beyond the Shelter

The youth exhibitions and installations

Women’s Fund in Georgia is honored to invite you to 2016 Kato Mikeladze Award Ceremony

 

Video archive

Research on Youth Views on Gender Equality

 

Gender policy

Austria gets first woman chancellor after video scandal

Spain's parliament leads Europe in gender-equality despite rise of far right

Modi's party promises 33 pct reservation for women in India's parliament

 

Photo archive

Swedish politicians visit in WIC

 

Trafficking

To end slavery, free 10,000 people a day for a decade, report says

Interpol rescues 85 children in Sudan trafficking ring

Mother Teresa India charity 'sold babies'

 

Hot Line

Tel.: 116 006

Consultation Hotline for victims of domestic violence

Tel.: 2 100 229

Consultation Hotline for victims of human trafficking

Tel.: 2 26 16 27

Hotline Anti-violence Network of Georgia (NGO)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker