Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

საუდის არაბეთი გეგმავს ქალებისთვის მეურვეობის წესების შემსუბუქებას

კატეგორია: გენდერი მსოფლიოში 
2019-07-12

წელს საუდის არაბეთის ხელისუფლება აპირებს შეარბილოს აკრწალვები, რომელსაც აწყდებიან ქალები საზღვარგარეთ გამგზავრებისას და საშუალებას მისცემს  დატოვონ სამეფო მეურვე კაცის  (ქმარის ან მამრობითი სქესის ნათესავის) ნებართვის გარეშე. ამის შესახებ The guardian იტყობინება.

 

გაზეთი აღნიშნავს, რომ ხელისუფლებამ მეურვეობის შესახებ კანონების გადახედვა სამთავრობო კომიტეტს დაავალა.

 

დღეს მოქმედი კანონმდებლობით საუდის არაბეთში, ყველა ასაკის ქალს და 21 წლამდე  ასაკის კაცებს არ აქვთ უფლება გაემგზავრონ საზღვარგარეთ მეურვის თანხმობის გარეშე.

 

ქვეყანაში მეურვის თანხმობის გარეშე ქალს ასევე არ აქვს ბანკში ანგარიშის გახსნის, სახლიდან გასვლის და სასჯელის მოხდის შემდეგ საპატიმრო დაწესებულების დატოვების უფლება.

 

ქალებს შეუძლიათ იმუშაონ მეურვის თანხმობის გარეშე, თუმცა ზოგიერთი დამსაქმებელი მაინც ითხოვს მეურვის თანხმობას, მიუხედავად იმისა, რომ კანონი კრძალავს ასეთ პრაქტიკას. 2018 წლის 15 თებერვალს ვაჭრობისა და ინვესტიციების სამინისტრომ განაცხადა, რომ ამიერიდან ქალებს აღარ სჭირდებათ მამაკაცი მეურვის თანხმობა ბიზნეს საქმიანობის დასაწყებად. 2019 წლის ანგარიშში საერთაშორისო ორგანიზაცია „Amnesty International“ გამოთქვამს ვარაუდს, რომ რეფორმა რეალურად პრაქტიკაში, როგორც ჩანს, არ გატარდება.

 

2018 წლის 24 ივნისს ქვეყნის მთავრობამ მოხსნა აკრძალვა ქალებისთვის ავტომობილების მართვაზე. „ნიუ იორკ ტაიმსი“ ამ პერიოდში წერდა, რომ საკმაოდ ჭიანურდებოდა ქალებისთვის მართვის მოწმობის აღების პროცესი და მართვის სასწავლო სკოლებში მიღება, რადგან შეზღუდული იყო სასწავლო დაწესებულებებისა და ქალი მასწავლებლების რაოდენობა, რომელიც აუცილებელია გენდერული ნიშნით განცალკევებული პროგრამის პირობებში.

 

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი 2019 წლის მარტში გამოქვეყნებულ ანგარიშში (საანგარიშო პერიოდი 2018 წელი) საუდის არაბეთის შესახებ წერს, რომ ქალები კვლავ აწყდებიან სერიოზულ დისკრიმინაციას როგორც საკანონმდებლო, ასევე ყოფით დონეზე და ბევრი მათგანი კვლავ არ არის ინფორმირებული საკუთარი უფლებების შესახებ.

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ავსტრიაში პირველად კანცლერად ქალი დაინიშნა

ესპანეთმა აირჩია ყველაზე გენდერულად დაბალანსებული პარლამენტი ევროპაში

ინდოეთის პარლამენტში ქალებისთვის 33 % -იან კვოტას დააწესებენ

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

Global slavery index 2018: მომდევნო ათწლეულში მონობის აღმოფხვრისთვის ყოველდღიურად 10000-სი ადამიანი უნდა გათავისუფლდეს

ტრეფიკინგის ყველა შემთხვევის 59% უკავშირდება სექსუალურ ექსპლუატაციას

ინტერპოლმა სუდანში 85 ბავშვი ტრეფიკინგისგან იხსნა

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker