Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

Women Can, Women Act, Women Change!

Ge

En

Ru

ქალთა საინფორმაციო ცენტრის ინიციატივით, შესაბამის უწყებებთან თანამშრომლობით კომუნიკაციის პრობლემა სოფელ ჩორჩანაში გადაჭრილია!

Category: Exclusive 
2019-07-02

ქალთა საინფორმაციო ცენტრის ინიციატივით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და  მაგთიკომთან  თანამშრომლობით კომუნიკაციის პრობლემა, რომელიც ხაშურის მუნიციპალიტეტში, ე.წ გამყოფი ხაზიდან 100 მეტრში მდებარე სოფელ ჩორჩანაში არსებობდა და დაკავშირებული იყო ინტერნეტის და მობილური კავშირის ხელმისაწვდომობასთან  გადაჭრილია.

 

ამიერიდან სოფლის მოსახლეობა ნებისმიერი წერტილიდან შეძლებს შეზღუდვის გარეშე გამოიყენოს მობილური ინტერნეტი და ისარგებლოს მობილური კავშირით.

 

ეს შესაძლებელი გახდა პრობლემის ადვოკატირებით, რომელიც განხორციელდა   ქალთა საინფორმაციო ცენტრის მიერ და გამოვლენილი იყო  სოფლის მცხოვრებლებთან შეხვედრის დროს.

 

შეგახსენებთ, რომ ქალთა საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენლები კოალიციური პროექტის „ქალები და გოგონები ძლიერი საზოგადოებისთვის“ ფარგლებში, ეწვივნენ სოფელ ჩორჩანას და ადგილობრივებს შეხვდნენ.

 

შეხვედრის შედეგად გაირკვა, რომ სოფლის მოსახლეობას უამრავი პრობლემა აქვს, მათ შორის წყლის, ინფრასტრუქტურის, გზის, ტრანსპორტის, ამბულატორიისა და ასევე მობილური კავშირის.

 

გამომდინარე სოფლის მდებარეობიდან, სადაც მოსახლეობას უწევს საფრთხისშემცველ პირობებში ცხოვრება, ქალთა საინფორმაციო ცენტრმა მიიჩნია, რომ უსაფრთხოების თვალსაზრისით სოფლისთვის აუცილებელია მობილური ქსელის გამართული მუშაობა და ინტერნეტთან წვდომის უზრუნველყოფა.

 

პრობლემის მოსაგვარებლად, ორგანიზაციამ მიმართა ეკონომიკის სამინისტროს, რომელმაც თავის მხრივ, ქართული სატელეკომუნიკაციო კომპანია“ მაგთიკომთან“ თანამშრომლობით, გადაჭრა არსებული პრობლემა.

Previous Page 

Webmaster

 

Announcements

Beyond the Shelter

The youth exhibitions and installations

Women’s Fund in Georgia is honored to invite you to 2016 Kato Mikeladze Award Ceremony

 

Video archive

Research on Youth Views on Gender Equality

 

Gender policy

Austria gets first woman chancellor after video scandal

Spain's parliament leads Europe in gender-equality despite rise of far right

Modi's party promises 33 pct reservation for women in India's parliament

 

Photo archive

Swedish politicians visit in WIC

 

Trafficking

To end slavery, free 10,000 people a day for a decade, report says

Interpol rescues 85 children in Sudan trafficking ring

Mother Teresa India charity 'sold babies'

 

Hot Line

Tel.: 116 006

Consultation Hotline for victims of domestic violence

Tel.: 2 100 229

Consultation Hotline for victims of human trafficking

Tel.: 2 26 16 27

Hotline Anti-violence Network of Georgia (NGO)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker