Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

Women Can, Women Act, Women Change!

Ge

En

Ru

გაეროს ქალთა ორგანიზაციის ანგარიში: ქალთა ცხოვრება ფაქტებსა და ციფრებში

Category: Gender in the world 
2019-07-02

გაეროს ქალთა ორგანიზაციამ გამოაქვეყნა ანგარიში: "მსოფლიოს ქალთა პროგრესი 2019-2020 წლები: ოჯახები ცვალებად სამყაროში" (“Progress of the world's women 2019–2020: Families in a changing world”), რომელშიც განიხილავს ქალთა უფლებების მდგომარეობას სხვადასხვა ქვეყნებში.

 

გთავაზობთ ყველაზე საინტერესო ციფრებსა და ფაქტებს, რომელიც მოცემულია ანგარიშში და ასახავს არსებულ მდგომარეობას:

 

-  მსოფლიოს მასშტაბით გაიზარდა ქორწინების ასაკი, შემცირდა შობადობა, ხოლო ქალებმა მიაღწიეს უფრო მაღალ ეკონომიკურ ავტონომიის დონეს.

 

-  ერთმშობლიანი ოჯახების უმრავლესობა (შინამეურნეობების 8%) ქალების მიერ არის მართული. ყველა რეგიონში, იზრდება ერთსქესიანი ოჯახების რაოდენობა.

 

- 3 მილიარდი ქალი და გოგონა ცხოვრობს იმ ქვეყნებში, სადაც გაუპატიურება ქორწინების დროს არაკანონიერ ქმედებად არ ითვლება.

 

- ყოველ მეხუთე ქვეყანაში გოგონები არ ფლობენ იმავე მემკვიდრეობის უფლებას, რასაც ბიჭები.

 

- მსოფლიოს 19 ქვეყანაში კანონით, ქალები ვალდებულნი არიან დაემორჩილონ თავიანთ ქმრებს.

 

- განვითარებად ქვეყნებში დაქორწინებული ქალების დაახლოებით ერთმა მესამედმა კვლევის დროს განაცხადა, რომ მათი აზრი თითქმის არ არის გათვალისწინებული ან მათ უფლება არ აქვთ მიიღონ გადაწყვეტილებები საკუთარი ჯანმრთელობის შესახებ.

 

-  დაქორწინებულ კაცთა შორის  96% მუშაობს, ასევე მუშაობს ქორწინებაში მყოფ ქალთა ნახევარზე მეტი, მაშინ როცა მარტოხელა ქალების მხოლოდ ორი მესამედია დასაქმებული.

 

- ქალები კაცებზე სამჯერ უფრო მეტ დროს ხარჯავენ ოჯახის ან ოჯახის წევრების მოვლაზე/ზრუნვაზე.            

 

- მამები უფრო ხშირად იყენებენ დეკრეტულ შვებულებას ბავშვის მოვლისთვის, განსაკუთრებით იმ ქვეყნებში, სადაც ამის წახალისებისთვის გარკვეული ზომები არის მიღებული, მაგალითად, დაწესებულია "მამის კვოტა", რომელიც გულისხმობს მამების მიერ დეკრეტული შვებულების ნაწილით სარგებლობას პრინციპით - "გამოიყენე ან დაკარგე".

 

ანგარიშის ავტორები ქალთა უფლებების სფეროში არსებული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, რამდენიმე ღონისძიების განხორციელებას სთავაზობენ.
როგორც ავტორები აღნიშნავენ, აუცილებელია არსებული კანონმდებლობების რეფორმირება, რათა უზრუნველყოფილი იყოს ქალთა უფლებები როგორიცაა: ნებაყოფლობითი ქორწინება,  განქორწინების შესაძლებლობა საჭიროების შემთხვევაში და ოჯახურ რესურსებზე ხელმისაწვდომობა.

 

გარდა ამისა, სახელმწიფომ უნდა შეუწყოს ხელი პარტნიორობის სხვადასხვა ფორმებს, მათ შორის თანაცხოვრებას და ერთსქესიან ქორწინებას, უზრუნველყოს მშობლებისთვის  ანაზღაურებადი შვებულება, ხანდაზმულთა მოვლის სახელმწიფო მხარდაჭერა და  ქალთა ფიზიკური უსაფრთხოების დაცვა კანონებისა და პოლიტიკის მეშვეობით.

 

ასეთი ღონისძიებების განხორციელება, მათ შორის ფინანსური მხარდაჭერა, ისევე როგორც ჯანდაცვის, ბავშვთა და მოხუცთათვის მომსახურეობის სფეროში ინვესტიციების განხორციელება, მოითხოვს ქვეყნებისგან მთლიანი შიდა პროდუქტის 5% -ის დახარჯვას, აცხადებენ ანგარიშის ავტორები.

 

Previous Page 

Webmaster

 

Announcements

Beyond the Shelter

The youth exhibitions and installations

Women’s Fund in Georgia is honored to invite you to 2016 Kato Mikeladze Award Ceremony

 

Video archive

Research on Youth Views on Gender Equality

 

Gender policy

Bolivian Senate head assumes interim presidency; Morales' loyalists object

Sophie Wilmes becomes Belgium first woman Prime Minister

Bogota elects first woman mayor in Colombia regional vote

 

Photo archive

Swedish politicians visit in WIC

 

Trafficking

To end slavery, free 10,000 people a day for a decade, report says

Interpol rescues 85 children in Sudan trafficking ring

Mother Teresa India charity 'sold babies'

 

Hot Line

Tel.: 116 006

Consultation Hotline for victims of domestic violence

Tel.: 2 100 229

Consultation Hotline for victims of human trafficking

Tel.: 2 26 16 27

Hotline Anti-violence Network of Georgia (NGO)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker