Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

ინდოეთში დედა-შვილს გაუპატიურებისას წინააღმდეგობის გაწევის გამო თავები გადაპარსეს

კატეგორია: გენდერული ძალადობა 
2019-07-01

ინდოეთში, ბიჰარის შტატში, შვიდი მამაკაცი, მათ შორის  ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელი, შეიჭრა ერთ-ერთი მაცხოვრებლის სახლში  და მისი ქალიშვილის გაუპატიურება სცადა. 

 

"როდესაც დედამ და ქალიშვილმა წინააღმდეგობა გაუწიეს, კაცები გაბრაზდნენ და ადგილობრივ პარიკმახერს უბრძანეს თავები გადაეპარსა მათთვის", - განაცხადა ერთ-ერთმა პოლიციელმა Thomson Reuters Foundation-ის მიცემულ ინტერვიუში. მისივე თქმით, კაცებმა ქალებს ჯოხებით სცემეს, შემდეგ კი სოფელში ჩამოატარეს.

 

"ჩვენ ორი ადამიანი დავაკავეთ, ხუთი კი ძებნაშია გამოცხადებული," - განაცხადა მან და დასძინა, რომ საქმე სისხლის სამართლის მუხლით არის აღძრული.

 

მთავრობის მონაცემებით, 2016 წელს ინდოეთში დაახლოებით 40,000 გაუპატიურების შემთხვევაა დარეგისტრირებული ანუ საშუალოდ დაახლოებით 100 შემთხვევა დღეში.

 

ბიჰარში მომხდარი ინციდენტი არ არის ერთადერთი, რომელიც ამ ბოლო პერიოდში მოხდა. ივნისის ბოლოს, შტატში მოკლეს ორი ქალი, რომლებმაც მოძალადეს წინააღმდეგობა გაუწიეს და არ მისცეს მას საშუალება გოგონა შეევიწროებინა.

 

აპრილში კი ბიჰარში კაცმა გოგონას მჟავა გადაასხა, იმის შემდეგ, რაც მან წინააღმდეგობა გაუწია და არ მისცა საშუალება გაეუპატიურებინა.

 

 

 

წყარო 

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ავსტრიაში პირველად კანცლერად ქალი დაინიშნა

ესპანეთმა აირჩია ყველაზე გენდერულად დაბალანსებული პარლამენტი ევროპაში

ინდოეთის პარლამენტში ქალებისთვის 33 % -იან კვოტას დააწესებენ

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

Global slavery index 2018: მომდევნო ათწლეულში მონობის აღმოფხვრისთვის ყოველდღიურად 10000-სი ადამიანი უნდა გათავისუფლდეს

ტრეფიკინგის ყველა შემთხვევის 59% უკავშირდება სექსუალურ ექსპლუატაციას

ინტერპოლმა სუდანში 85 ბავშვი ტრეფიკინგისგან იხსნა

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker