Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

Women Can, Women Act, Women Change!

Ge

En

Ru

შსს: აქციის დაშლაში მონაწილე 10 სამართალდამცავს შეუჩერდა უფლებამოსილება

Category: Events 
2019-06-24

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, 20-21 ივნისს აქციის დაშლაში მონაწილე 10 სამართალდამცავს უფლებამოსილება შეუჩერდა. მათი განმარტებით, აქედან 2 პირის ქმედებაში გამოიკვეთა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები, ამიტომ მოპოვებული მასალები გადაიგზავნა გენერალურ პროკურატურაში.

 

შსს-ში ამბობენ, რომ გენერალური ინსპექცია მოკვლევას აწარმოებს და გენერალურ პროკურატურასთანაც ითანამშრომლებენ, რომლებიც სამართალდამცავების მხრიდან შესაძლო გადაცდომებს იძიებენ.

 

20-21 ივნისს პარლამენტთან მიმდინარე აქცია დაპირისპირებაში გადაიზარდა რა დროსაც, პოლიციამ ცრემლსადენი გაზით, რეზინის ტყვიებითა და წყლის ჭავლით აქცია დაშალა. მედიების გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ სამართალდამცავები ახლო მანძილიდან უმიზნებდნენ შეუიარაღებელ ადამიანებს.

 

20 ივნისის აქციის დაშლის შედეგად:

■ ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, კლინიკაში გადაიყვანეს 240 ადამიანი;
■ დაშავებულებიდან 2-მა თვალი დაკარგა, მათ შორის 18 წლის გოგომ;
■ აქციის მონაწილეებიდან 3 რეანიმაციულ განყოფილებაში, მართვით სუნთქვაზე იმყოფება;
■ დაშავდა მინიმუმ 34 ჟურნალისტი;
■ შსს-მ დააკავა აქციის 305 მონაწილე.

 

დღეს, 24 ივნისს, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ 20 ივნისის აქციის დაშლის დროს სამართალდამცავების მხრიდან შესაძლო უფლებამოსილების გადამეტების საკითხის გამოძიება დაიწყო. პროკურორმა საზოგადოებას თხოვნით მიმართა, რომ დამატებითი მტკიცებულებების არსებობის შემთხვევაში მიაწოდონ მათ.

Previous Page 

Webmaster

 

Announcements

Beyond the Shelter

The youth exhibitions and installations

Women’s Fund in Georgia is honored to invite you to 2016 Kato Mikeladze Award Ceremony

 

Video archive

Research on Youth Views on Gender Equality

 

Gender policy

Austria gets first woman chancellor after video scandal

Spain's parliament leads Europe in gender-equality despite rise of far right

Modi's party promises 33 pct reservation for women in India's parliament

 

Photo archive

Swedish politicians visit in WIC

 

Trafficking

To end slavery, free 10,000 people a day for a decade, report says

Interpol rescues 85 children in Sudan trafficking ring

Mother Teresa India charity 'sold babies'

 

Hot Line

Tel.: 116 006

Consultation Hotline for victims of domestic violence

Tel.: 2 100 229

Consultation Hotline for victims of human trafficking

Tel.: 2 26 16 27

Hotline Anti-violence Network of Georgia (NGO)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker