Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

ჰარვი ვაინშტეინმა სექსუალური შევიწროების მსხვერპლებს 44 მილიონიანი კომპენსაცია შესთავაზა

კატეგორია: გენდერული ძალადობა 
2019-05-24

ჰოლივუდის პროდიუსერი ჰარვი ვაინშტეინი მზადაა ქალებისთვის, რომლებიც მას სექსუალურ შევიწრიებაში დებენ ბრალს, $ 44 მილიონი გადაუხადოს. კონფლიქტის მოსაგვარებლას წინასწარი შეთანხმება  მიღწეულია, თუმცა ის არ ეხება სისხლის სამართლის საქმეს გაუპატიურების ბრალდებით. ამის შესახებ იუწყება The Wall Street Journal-ი.

 

აღნიშნულ შეთანხმებაზე ნებართვა ნიუ - იორკის გენერალურმა პროკურორმა უნდა გასცეს  და მხოლოდ ამ შემთხვევაში პროკურატურა გამოითხოვს სარჩელებს. ამის შემდეგ, დაზარალებული ქალები, ისევე როგორც კრედიტორები, რომლებიც Weinstein Co გაკოტრების მსხვერპლნი არიან, შეძლებენ ვაინშტეინის მიერ შემოთავაზებული 44 მილიონის განაწილებას.


 

შეგახსენებთ, რომ სტატიები იმის შესახებ, რომ ჰოლივუდის ცნობილი პროდიუსერი ჰარვი ვაინშტეინი წლების განმავლობაში ბოროტად იყენებდა თავის მდგომარეობას და ახალგაზრდა მსახიობ ქალებს სექსუალური ხასიათის ქმედებებისკენ უბიძგებდა, თითქმის ერთდროულად გამოაქვეყნა ორმა წამყვანმა ამერიკულმა გამოცემამ - The New York Times-მა და The New Yorker-მა.

 

ვაინშტეინის მხრიდან სექსუალური შევიწროების შესახებ განაცხადეს ცნობილმა მსახიობებმა აზია არჯენტომ, ანჯელინა ჯოლიმ, უმა თურმანმა და ეშლი ჯადმა.
საერთო ჯამში, კი ყოფილი პროდიუსერი სექსუალურ ძალადობასა და შევიწროებაში 80-მდე ქალმა დაადანაშაულა.

 

პროდიუსერი ჯერ საკუთარი კომპანიიდან გააძევეს, შემდეგ ის ცოლმა მიატოვა. ამერიკის კინოაკადემიამ კი საკუთარი რიგებიდან გარიცხა.

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

შსს-ს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის დირექტორად ნინო ცაციაშვილი დაინიშნა

ავსტრიაში პირველად კანცლერად ქალი დაინიშნა

ესპანეთმა აირჩია ყველაზე გენდერულად დაბალანსებული პარლამენტი ევროპაში

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

Global slavery index 2018: მომდევნო ათწლეულში მონობის აღმოფხვრისთვის ყოველდღიურად 10000-სი ადამიანი უნდა გათავისუფლდეს

ტრეფიკინგის ყველა შემთხვევის 59% უკავშირდება სექსუალურ ექსპლუატაციას

ინტერპოლმა სუდანში 85 ბავშვი ტრეფიკინგისგან იხსნა

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker