Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

მე ყველაფერი გავაკეთე, რაც შემეძლო - ტერეზა მეი დიდი ბრიტანეთის პრემიერის თანამდებობიდან გადადგა

კატეგორია: მოვლენები 
2019-05-24

ტერეზა მეი დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრობიდან გადადგა. ის ამ თანამდებობას 7 ივნისიდან აღარ დაიკავებს. ამის შესახებ მან რამდენიმე წუთის წინ ბრიფინგი გამართა.

 

"აშკარაა, რომ დიდი ბრიტანეთის საუკეთესო ინტერესშია, ეს ძალისხმევა ახალმა პრემიერ-მინისტრმა გასწიოს. ვაცხადებ, რომ მე, როგორც კონსერვატიული პარტიის ლიდერი თანამდებობას დავტოვებ 7 ივნისს. უკვე შევუთანმე ეს საკითხი პარტიის თავმჯდომარესთან, რომ ახალი ლიდერის არჩევის პროცესი მომდევნო კვირაში დაიწყოს", — თქვა ტერეზა მეიმ ბრიფინგზე.

 

მეის თქმით, კონსერვატიული პარტია განახლდება მომდევნო წელს და იქვე აღნიშნა, რომ მისი რწმენით, ბრექსიტი მაინც შედგება.


"ჩვენი პოლიტიკა შეიძლება იყოს დაძაბული, მაგრამ იმდენად კარგია ქვეყნისთვის და იმდენად საამაყოა", — თქვა მეიმ.


სიტყვის წარმოთქმისას მეიმ ცრემლები ვერ შეიკავა და თქვა: "ერთად ვდგავართ და ერთად გვაქვს დიდი მომავალი. ამ ქვეყანას ბევრი საამაყო აქვს და ოპტიმისტურად უნდა განვეწყოთ. ჩემთვის პატივი იყო ამ თანამდებობაზე ყოფნა. ვარ მეორე ქალი პრემიერ-მინისტრი და ცხადია, რომ არა ბოლო. მადლობელი ვარ, რომ მქონდა შესაძლებლობა, მემსახურა ქვეყნისთვის, რომელიც მიყვარს".


 

 

 

 

 

 

 

ტერეზა მეი დიდი ბრიტანეთის პრემიერი სამი წლის განმავლობაში იყო. მას შემდეგ, რაც ბრიტანელებმა ევროკავშირიდან გასვლის შესახებ რეფერნდუმს მხარი დაუჭირეს, დევიდ კამერონისგან ეს პოსტი ტერეზა მეიმ ჩაიბარა. მას დაევალა ბრექსიტის გეგმა და მოლაპარაკებები ბრიუსელთან, რაც საბოლოოდ წარმატებით ვერ დასრულდა. დიდმა ბრიტანეთმა ევროკავშირიდან გასვლა რამდენჯერმე გადადო, თუმცა გეგმაზე ვერც თავად ქვეყნის პოლიტიკური ძალები შეჯერდნენ და ვერც ბრიუსელთან დასრულდა მოლაპარაკებები.


7 ივნისიდან, როცა მეი პარტიის ლიდერის პოსტს დატოვებს, კონსერვატორებმა ახალი ლიდერი უნდა აირჩიონ, რომელიც ქვეყნის პირველი პირიც გახდება.

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

შსს-ს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის დირექტორად ნინო ცაციაშვილი დაინიშნა

ავსტრიაში პირველად კანცლერად ქალი დაინიშნა

ესპანეთმა აირჩია ყველაზე გენდერულად დაბალანსებული პარლამენტი ევროპაში

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

Global slavery index 2018: მომდევნო ათწლეულში მონობის აღმოფხვრისთვის ყოველდღიურად 10000-სი ადამიანი უნდა გათავისუფლდეს

ტრეფიკინგის ყველა შემთხვევის 59% უკავშირდება სექსუალურ ექსპლუატაციას

ინტერპოლმა სუდანში 85 ბავშვი ტრეფიკინგისგან იხსნა

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker