Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

სოციალურ ქსელებში კამპანია ჰაშტაგით #YouKnowMe ვირუსული გახდა

კატეგორია: გენდერი მსოფლიოში 
2019-05-17

აშშ-ს რამდენიმე კონსერვატიულ  შტატში მიიღეს აბორტის ამკრძალავი კანონები. ათასობით ადამიანი ეწინააღმდეგება ამ შეზღუდვებს, მათ შორის ჰოლივუდის ცნობილი სახეები. ზოგიერთი მათგანი აქციებს მართავს, სხვები კი საპროტესტო ონლაინ- კამპანიებში ერთვება.

 

 

15 მაისს, მსახიობმა და ტელეწამყვანმა ბიზი ფილიპსმა დაიწყო კამპანია ჰაშტაგით #YouKnowMe (თქვენ მიცნობთ მე), რომელიც აბორტის თემას მიუძღვნა.

 

„ყოველ მეოთხე ქალს აბორტი აქვს გაკეთებული. ბევრი ფიქრობს, რომ არ იცნობს არავის ვინც ორსულობა შეწყვიტა, მაგრამ თქვენ მიცნობთ მე“- დაწერა მაშინ ბიზი ფილიპსმა .

 


 

 

 

 

 

მან მოუწოდა ქალებს, რომლებმაც შეწყვიტეს ორსულობა მოყვნენ თავიანთი ისტორიები და მხარი დაუჭირონ კამპანიას. ბიზის მაგალითს სოციალურ ქსელში ათასობით მომხმარებელმა  მიბაძა, კამპანიაში ჩაერთნენ კინოსა და მუსიკის ვარსკვლავები - მილა იოვოვიჩი, ლენა ჰედი, ლედი გაგა და ა.შ.

 

„აბორტი არის კოშმარი. ქალს არ სურს ამის გაკეთება. მაგრამ ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ იმის უზრუნველსაყოფად, რომ ჩვენი უფლება უსაფრთხო დახმარების მისაღებად დაცული იყოს. არასდროს არ მსურდა ამ გამოცდილების შესახებ საუბარი. მაგრამ დღეს მე ვერ ვიქნები ჩუმად“- დაწერა მილა იოვოვიჩმა.

 

ლედი გაგამ აბორტის ამკრძალავ კანონს "აღმაშფოთებელი" უწოდა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ: "ექიმებისთვის, რომლებიც ორსულობას შეწყვეტენ უფრო მძიმე სასჯელია განსაზღვრული, ვიდრე მოძალადეებისთვის."

 

ალბამას კანონის თანახმად, ორსულობის შეწყვეტისთვის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მხოლოდ ექიმები იქნებიან მიცემული. კანონის დამრღვევ ექიმებს 99 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.


კამპანიის დაწყებიდან ერთი დღის შემდეგ მას თითქმის 50 000 ადამიანი შეუერთდა და დაახლოებით 2,000-მა მომხმარებელმა  გამოაქვეყნა თავისი ისტორიები.

 

აშშ-ში, მისურის შტატის სენატმა, რომელშიც მანდატების უმრავლესობა რესპუბლიკურ პარტიას ეკუთვნის, ფეხმძიმობის მერვე კვირის შემდეგ, მათ შორის ინცესტისა და გაუპატიურების შემთხვევაშიც, აბორტების ამკრძალავი კანონპროექტი მიიღო.

 

ახლა კანონპროექტი შტატის წარმომადგენელთა პალატამ უნდა დაამტკიცოს, შემდეგ კი მას ხელი გუბერნატორმა - რესპუბლიკელმა მაიკლ პარსონმა უნდა მოაწეროს. კანონპროექტი გამონაკლისს მხოლოდ სამედიცინო ჩვენებების შემთხვევაში უშვებს.

 

15 მაისს აბორტის აკრძალვას მხარი ალაბამის შტატის სენატმა დაუჭირა.  

 

მიმდინარე წლის აპრილში  ფეხმძიმობის ადრეულ ვადებზე აბორტები ოჰაიოს შტატში აკრძალეს. მანამდე კი მსგავსი აკრძალვები კიდევ  ხუთ შტატში მიიღეს.

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

შსს-ს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის დირექტორად ნინო ცაციაშვილი დაინიშნა

ავსტრიაში პირველად კანცლერად ქალი დაინიშნა

ესპანეთმა აირჩია ყველაზე გენდერულად დაბალანსებული პარლამენტი ევროპაში

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

Global slavery index 2018: მომდევნო ათწლეულში მონობის აღმოფხვრისთვის ყოველდღიურად 10000-სი ადამიანი უნდა გათავისუფლდეს

ტრეფიკინგის ყველა შემთხვევის 59% უკავშირდება სექსუალურ ექსპლუატაციას

ინტერპოლმა სუდანში 85 ბავშვი ტრეფიკინგისგან იხსნა

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker