Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

თამარ ჩუგოშვილი თაზო ფაცაციას სექსისტურ განცხადებებს ემიჯნება

კატეგორია: გენდერი კავკასიაში 
2019-05-16

ქართული ოცნების საერთაშორისო მდივანი, თამარ ჩუგოშვილი ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, თაზო ფაცაციას სექსისტურ განცხადებას ემიჯნება. ამის შესახებ ინფორმაციას On.ge ავრცელებს.

 

ჩუგოშვილმა განაცხადა, რომ ფაცაციას განცხადება სექსისტურიც არის და შეურაცხმყოფელიც.

 

"ყოვლად მიუღებელია ჩემთვის ასეთი კომენტარი. წაშალა, როგორც ვიცი, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. არ შეიძლება პოლიტიკური პროცესი ასეთ ბინძურ კომენტარებში გადავიდეს, მით უმეტეს რომ ქალები ხდებიან ასეთი კომენტარების ობიექტები. მეც გამომიცდია და ყოვლად მიუღებელია ჩემთვის", — თქვა ჩუგოშვილმა.

 

ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თაზო ფაცაციამ ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი თინა ბოკუჩავა სექსისტურ და შეურაცხმყოფელ კონტექსტსში მოიხსენია.

 

"თინაბოკუჩავა ისეთი განათლებული ვარო, მიშამ პირდაპირ პარლამენტში "დამამთავრებინა" ბოდიში გამათავებინაო უნივერსიტეტიო", - დაწერა ფაცაციამ ფეისბუქზე.

 

 

 

 

მას შემდეგ, რაც ეს სოციალური ქსელით გავრცელდა, პოსტი აღარ იძებნება.
ამასთან, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე სექსისტურ გამონათქვამს იყენებს საკრებულოში ენმ-ის წევრის, ანი წითლიძის მიმართაც.

 

"Ani Tsitlidze განა ყველაფრის თქმა შეიძლება რაც ენაზე მოგადგება, გოგო ხარ თუ ალქაჯი ვერ გავიგე. ზონდერი ვარ რომელზეც ჭკუა გეკეტება", - წერს თაზო ფაცაცია.

 

 

ეს პოსტი მას ამ დრომდე არ წაუშლია.

 


წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ავსტრიაში პირველად კანცლერად ქალი დაინიშნა

ესპანეთმა აირჩია ყველაზე გენდერულად დაბალანსებული პარლამენტი ევროპაში

ინდოეთის პარლამენტში ქალებისთვის 33 % -იან კვოტას დააწესებენ

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

ტრეფიკინგის ყველა შემთხვევის 59% უკავშირდება სექსუალურ ექსპლუატაციას

ინტერპოლმა სუდანში 85 ბავშვი ტრეფიკინგისგან იხსნა

საბერძნეთში ბავშვებით ვაჭრობაში ბრალდებული საქართველოს მოქალაქე დააკავეს

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker