Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

Women Can, Women Act, Women Change!

Ge

En

Ru

საქართველოში მეორე მსოფლიო ომის მონაწილე 99 ვეტერანი ქალი ცხოვრობს

Category: Events 
2019-05-09

9 მაისს საქართველო მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვების 74 წლისთავს აღნიშნავს.

 

თბილისში, ომის გმირებისადმი მიძღვნილი სადღესასწაულო ღონისძიებები ვაკის პარკში, უცნობი ჯარისკაცის საფლავთან აღინიშნება.

 

გამოქვეყნებულ მონაცემებსა და გათვლებზე დაყრდნობით, მეორე მსოფლიო ომში საქართველოდან ყოველი მეხუთე მცხოვრები წავიდა და ყოველი მეთორმეტე უკან არ დაბრუნდა. საბჭოთა კავშირის გმირის წოდება კი 91–მა ქართველმა მიიღო.

 

ჰოსპიტალების აღჭურვის, დაჭრილთა მიღების, მკურნალობისა და მოვლის საქმეში დიდი შრომა გასწიეს მედდებმა, სანიტრებმა და საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების აქტივისტმა ქალებმა, რომელმაც ომის წლებში 25 ათასი მედდა და მოხალისე სანიტარი ქალი მოამზადა. საქართველოს ტერიტორიაზე 79 ჰოსპიტალი ფუნქციონირებდა, სადაც ერთდროულად 40 ათასი დაჭრილი და ავადმყოფი მკურნალობდა.

 

დღეს საქართველოში მეორე მსოფლიო ომის მონაწილე 492 ვეტერანი ცხოვრობს, საიდანაც 99 ვეტერანი ქალია. საქართველოში მცხოვრებ ვეტერანებს შორის ყველაზე უმცროსი 92 წლის არის.

 

ოფიციალური მონაცემებით, 2018 წელს საქართველოში მეორე მსოფლიო ომის მონაწილე 676 ვეტერანი ცხოვრობდა.

 

პრემიერმინისტრის განკარგულებით, მეორე მსოფლიო ომის 300 მარჩენალდაკარგული ვეტერანი ერთჯერადად 600-ლარიან დახმარებას მიიღებს. თანხის გაცემას რეგიონებში ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტო უზრუნველყოფს, დედაქალაქში კი - თბილისის მერია. ომში დაღუპულთა 209 ოჯახს 300 ლარი გადაეცემა.

 

1945 წლის 8 მაისს გერმანიის მიერ კაპიტულაციის გამოცხადების შემდეგ მეორე მსოფლიო ომი დასრულდა, 9 მაისი კი ფაშიზმზე გამარჯვების დღედ გამოცხადდა.

Previous Page 

Webmaster

 

Announcements

Beyond the Shelter

The youth exhibitions and installations

Women’s Fund in Georgia is honored to invite you to 2016 Kato Mikeladze Award Ceremony

 

Video archive

Research on Youth Views on Gender Equality

 

Gender policy

Women under 35 run Finland as world's youngest leader takes office

Finnish minister Sanna Marin, 34, to become world's youngest PM

Netherlands to force companies to have more women on boards

 

Photo archive

Swedish politicians visit in WIC

 

Trafficking

To end slavery, free 10,000 people a day for a decade, report says

Interpol rescues 85 children in Sudan trafficking ring

Mother Teresa India charity 'sold babies'

 

Hot Line

Tel.: 116 006

Consultation Hotline for victims of domestic violence

Tel.: 2 100 229

Consultation Hotline for victims of human trafficking

Tel.: 2 26 16 27

Hotline Anti-violence Network of Georgia (NGO)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker