Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

თვითმკვლელობა, რომელმაც შეძრა აზერბაიჯანი

კატეგორია: გენდერული ძალადობა 
2019-05-07

14 წლის ელინა ჰაჯიევას თვითმკვლელობამ წამოჭრა პრობლემა, რომელიც აზერბაიჯანულ საზოგადოებაში დიდი ხნის განმავლობაში არსებობს - ბულინგი სკოლაში. საზოგადოების აღშფოთება გამოწვეული იყო სკოლის თანამშრომლებისა და ხელისუფლების უმოქმედობით ამ საქმეზე.

 

საბოლოოდ საქმე სისხლის სამართლის მუხლით იყო აღძრული, თუმცა ქვეყანაში კვლავაც რჩება კითხვები იმის შესახებ, თუ რა  რეალურ ცვლილებებს განახორციელებს ხელისუფლება სკოლაში ბულინგის აღმოსაფხვრელად.

 

2019 წლის 4 აპრილს ელინა ჰაჯიევამ მეორედ სცადა თვითმკვლელობა. ამის მიზეზი გახდა თანაკლასელებისა და პედაგოგების მხრიდან სასტიკი ძალადობა მის მიმართ.

 

მიუხედავად იმისა, რომ ელინას მეგობარმა და მისმა მშობლებმა გოგონაზე ძალადობის შესახებ არა ერთხელ განაცხადეს, არავითარი რეაგირება ამას სკოლის ადმინისტრაციის მხრიდან არ მოჰყოლია. ამის შედეგი გახდა ის, რომ 4 აპრილს, გოგონა სკოლის ფანჯრიდან გადახტა. უსაფრთხოების კამერამ დააფიქსირა, თუ როგორ უყურებდნენ თანაკლასელები ამ ყველაფერს და მხოლოდ მას შემდეგ მივიდნენ ფანჯარასთან, როცა გოგონა უკვე გადამხტარი იყო.

 

თანაკლასელების ინფორმაციის, სკოლის დირექტორმა დაგვიანებით გამოიძახა სასწრაფო დახმარების მანქანა. თავდაპირველად მან გოგონა თავის კაბინეტში გადაიყვანა, სადაც დაკითხვა მოუწყო, თუ რატომ გადმოხტა ის ფანჯრიდან.
დაკითხვის დასრულების შემდეგ, ელინა გადაიყვანეს საავადმყოფოში - თვითმკვლელობის მცდელობიდან ორი საათის შემდეგ.

 

BBC- სთან ინტერვიუში ელინას მშობლებმა განაცხადეს, რომ ისინი საავადმყოფოში არ შეუშვეს და უთხრეს, რომ გოგონას მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი იყო და რომ ორივე მშობელს შეეძლო მისი მონახულება პალატაში გადაიყვანის შემდეგ. ელინა  ჰაჯიევა 6 აპრილს გარდაიცვალა, თუმცა ოჯახს ამის შესახებაც არ შეატყობინეს.

 

ელინას გარდაცვალების შემდეგ,  სოციალურ ქსელებში დაიწყო კამპანია ბულინგის წინააღმდეგ. კამპანიის მონაწილეები ყველა დამნაშავის დასჯას მოითხოვდნენ.

 

კამპანიის ჰაშტაგებია # Elinaucunsusma (ნუ სდუმხარ ელინას გარდაცვალების შესახებ) და #bulingeson (არა ბულინგს). მოსახლეობა მხარდასაჭერას უცხადებს გოგონას და აქვეყნებს პირად ისტორიებს სკოლაში შევიწროების შესახებ, რაც ადასტურებს იმას, რომ ბულინგი სკოლაში აზერბაიჯანისთვის ახალი პრობლემა არ არის.

 

აზერბაიჯანში არ აწარმოებენ მოზარდების თვითმკვლელობის სტატისტიკას. ასეთი მონაცემები არ არსებობს არც ოჯახის, ქალთა და ბავშვთა დაცვის სახელმწიფო კომიტეტში, არც შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურაში. უფრო მეტიც, შეუძლებელია იმის შეფასება, თუ რამდენი ბავშვი ხდება ბულინგის მსხვერპლი სკოლაში.

 

კამპანიამ აიძულა ხელისუფლება გარკვეული ქმედებების განხორციელებისკენ, ხოლო სკოლის წინ მოსახლეობამ ყვავილების, სათამაშოების და წერილების მიტანა დაიწყო.

 

ბაქოს საქალაქო პროკურატურამ ელინას თვითმკვლელობის ფაქტზე დაიწყო სისხლის სამართლის საქმე .

 

დღეს სამსახურიდან გათავისუფლებულები არიან სკოლის დირექტორი, მისი მოადგილე და სკოლის ფსიქოლოგი. 16 აპრილს, რაიონულმა სასამართლომ სკოლის დირექტორს ბრალი წაუყენა სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით  - გაუფრთხილებლობა და სიცოცხლისთვის საფრთხის შექმნა, სიკვდილამდე მიყვანით, რაც გულისხმობს 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.

წყარო 

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ფინეთს მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა პრემიერმინისტრი ეყოლება

ნიდერლანდებში კომპანიებს საბჭოებში ქალთა რაოდენობის გაზრდის მიზნით 30%-იანი კვოტა დაუწესეს

ნინო ცაციაშვილი შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ დაინიშნა

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე დანაშაულებრივი ქსელის კიდევ 11 წევრი დააკავეს

პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით არასრულწლოვანი შვილების მშობელი დააკავა

არასრულწლოვანთა პორნოგრაფიისა და ტრეფიკინგის ბრალდებით 11 პირი დააკავეს

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker