Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

უკრაინის დელეგაციამ ქალებზე, მშვიდობასა, უსაფრთხოებაზე გუს რეზოლუციების განხორციელების გამოცდილება გაიზიარა

კატეგორია: გენდერი კავკასიაში 
2019-04-23

„ქალებზე, მშვიდობასა უსაფრთხოებაზე" გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების განხორციელების პროცესში საქართველოს გამოცდილებას  უკრაინის დელეგაცია გაეცნო.

 

დელეგაციას, რომლის შემადგენლობაში სახელმწიფოს სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ, გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის თემატური სამუშაო ჯგუფის წევრებმა უმასპინძლეს.

 

სამუშაო ჯგუფის წევრებმა ისაუბრეს გენდერული პოლიტიკის ინტეგრირების კუთხით უსაფრთხოების სექტორში განხორციელებული ღონისძიებების შესახებ, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის თვალსაზრისით, სამართალდამცავი ორგანოების მიერ წარმატებით განხორციელებული არაერთ ძირეულ ცვლილებაზე, ძალადობის მსხვერპლთათვის სახელმწიფო სერვისების გაუმჯობესების, უწყებათა კომპეტენციის და საზოგადოების ცნობიერების გაზრდის მიმართულებებით გადადგმულ ნაბიჯებზე.

 

დელეგაციის წევრები სამთავრობო სამოქმედო გეგმის ლოკალიზაციის, მუნიციპალიტეტებთან თანამშრომლობისა და მათი ჩართულობის უზრუნველყოფით დაინტერესდნენ.

 

უწყებათაშორისი კომისიის წევრებმა, საქართველოს თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა ისაუბრეს წარმატებული სტრუქტურული რეფორმების შესახებ, რაც უკავშირდება გენდერული მრჩევლების ინსტიტუციურ გაძლიერებას, საკადრო და სტრუქტურული შესაძლებლობების გაზრდას.

 

დელეგაციის წარმომადგენლებმა ასევე დიდი დაინტერესება გამოთქვეს სტამბოლის კონვენციის რატიფიცირების თანმდევი საკანონმდებლო ცვლილებებით და საზოგადოების ინფორმირებულობისა და მგრძნობელობის გაზრდის თვალსაზრისით სახელმწიფოს მიერ განხორციელებულ ღონისძიებებთან დაკავშირებით. დელეგაციის წევრებს მიეცათ შესაძლებლობა, გაცნობოდნენ უწყებათაშორისი კომისიის კომუნიკაციის სამუშაო ჯგუფის შედეგებს და მათი კოორდინირებით განხორციელებულ ღონისძიებებს.

 

„ქალებზე, მშვიდობასა უსაფრთხოებაზე" გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების განხორციელებასთან დაკავშირებით უკრაინის დელეგაციასთან შეხვედრას  წამყვანი სახელმწიფო უწყებების, გაეროს ქალთა ორგანიზაციის საქართველოსა და უკრაინის​ ოფისის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

სამხრეთ კავკასიის რეგიონში საქართველო იყო პირველი ქვეყანა, რომელმაც 2011 წელს ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოების საკითხებზე გაეროს უშიშროების საბჭოს №1325 და შემდგომი რეზოლუციების განსახორციელებლად ეროვნული სამოქმედო გეგმა მიიღო და დღეს არსებული მდგომარეობით, საქართველოს მთავრობას დამტკიცებული აქვს რიგით მესამე სამთავრობო სამოქმედო გეგმა 2018-2020 წლებისთვის შესასრულებლად. გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისია, „ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე" გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების განხორციელებისთვის ეროვნული პოლიტიკის შემუშავებისა და განხორციელების კოორდინაციაზე პასუხისმგებელი მექანიზმია.


 

წყარო 

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ნათია მეზვრიშვილი პრემიერ-მინისტრის აპარატის უფროსად დაინიშნა

ევროპარლამენტმა ევროპის ცენტრალური ბანკის დირექტორის პოსტზე ლაგარდი აირჩია

NDI: გამოკითხულთა 46% აზრით, პარლამენტის წევრთა 50 %- ს ქალები უნდა შეადგენდნენ

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

არასრულწლოვანთა პორნოგრაფიისა და ტრეფიკინგის ბრალდებით 11 პირი დააკავეს

Global slavery index 2018: მომდევნო ათწლეულში მონობის აღმოფხვრისთვის ყოველდღიურად 10000-სი ადამიანი უნდა გათავისუფლდეს

ტრეფიკინგის ყველა შემთხვევის 59% უკავშირდება სექსუალურ ექსპლუატაციას

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker