Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

ცემის მერე ჩალურჯებები არ უნდა დარჩეს - ყატარელი სოციოლოგი კაცებს ცოლების ცემას ასწავლის

კატეგორია: გენდერული ძალადობა 
2019-04-18

ყატარელი სოციოლოგის, აბდ ალ-აზიზ ალ-ხაზრაჯ ალ ანსარის YouTube- ზე გამოქვეყნებულმა ვიდეოგაკვეთილმა სოციალური ქსელების მომხმარებლები შოკში ჩააგდო. ვიდეორგოლში სოციოლოგი კაცებს ისლამური კანონების შესაბამისად ცოლთან მოქცევის ინსტრუქციას აძლევს. ინფორმციას Daily Mail -ი ავრცელებს.

 

„ისლამი ცოლის ცემის უფლებას იძლევა, რადგანაც კაცი ოჯახის უფროსია და სრული უფლება აქვს ცოლს ფიზიკურად გაუსწორდეს. დისციპლინის დამყარების მიზნით ცოლის მსუბუქად ცემა დასაშვებია, რაც სიყვარულით ხდება და ქალს კაცის სიძლიერეს აგრძნობინებს, თუმცა ქალს ქმარმა ჯერ შენიშვნა უნდა მისცეს და ფიზიკურად მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში გაუსწორდეს. არ შეიძლება ცოლისთვის სახის, მუცლის ან თავის არეში დარტყმა“, - აცხადებს სოციოლოგი.

 

კაცი მიიჩნევს, რომ ცემა მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება, თუ ქალი ცდილობს დომინირებას ან არ ემორჩილება ქმარს. „სოციოლოგი“ ასევე მიიჩნევს, რომ ბუნებით ყველა ქალს "ძლიერი ქმარი" ურჩევნია ჰყავდეს.

 

ვიდეორგოლში მისი არასრულწლოვანი ვაჟიც მონაწილეობს, რომელიც მამისგან გაკვეთილებს ისმენს.

 

ამ ვიდეოს სოციალურ ქსელში კრიტიკული რეაქცია მოჰყვა. სოციოლოგს ქალზე ძალადობისკენ მოწოდებაში ადანაშაულებენ. ის გააკრიტიკეს უფლებადამცველებმაც.

 

 


წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

თბილისში საკრებულოს წევრ ქალთა ფორუმის მე-6 ყოველწლიური კონფერენცია მიმდინარეობს

შსს-ს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის დირექტორად ნინო ცაციაშვილი დაინიშნა

ავსტრიაში პირველად კანცლერად ქალი დაინიშნა

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

Global slavery index 2018: მომდევნო ათწლეულში მონობის აღმოფხვრისთვის ყოველდღიურად 10000-სი ადამიანი უნდა გათავისუფლდეს

ტრეფიკინგის ყველა შემთხვევის 59% უკავშირდება სექსუალურ ექსპლუატაციას

ინტერპოლმა სუდანში 85 ბავშვი ტრეფიკინგისგან იხსნა

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker