Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

საუდის არაბეთიდან საქართველოში გამოქცეული დები გაეროს დახმარებას სთხოვენ

კატეგორია: მოვლენები 
2019-04-17

საუდის არაბეთიდან გაქცეული დები Twitter-ზე წერენ, რომ საქართველოში არიან, თუმცა მათ საძებნელად მათი მამა და ძმა ჩამოვიდნენ. ისინი გაეროს ლტოლვილთა სააგენტოსგან (UNHCR) დაცვას ითხოვენ.

 

მაჰა და ვაფა ალ-სუბაიები ქსელში პასპორტების ფოტოებს და ვიდეოსაც აქვეყნებენ.

 

 

 

„ჩვენ საუდელი დები ვართ, ჩემი სახელია მაჰა და ჩემი დის – ვაფა. ჩვენ საფრთხეში ვართ, თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება, რათა ჩვენი ხმა მივაწვდინოთ. ჩვენ გვინდა ქვეყანა, რომელიც მიგვიღებს და დაიცავს ჩვენს უფლებებს. გთხოვთ, დაგვეხმარეთ. საუდის არაბეთის მთავრობამ გააუქმა ჩვენი პასპორტები. ჩვენ ახლა საქართველოში ვართ“, – წერენ დები.

 

„მამაჩემი და ძმები ჩამოვიდნენ საქართველოში და ისინი ჩვენ გვეძებენ. ჩვენ ოჯახის მხრიდან ჩაგვრას გავექეცით, რადგან საუდის არაბეთში კანონი ზედმეტად სუსტია ჩვენს დასაცავად. გვჭირდება გაერო-ს ლტოლვილთა სააგენტოს დაცვა იმისთვის, რომ უსაფრთხო ქვეყანაში წაგვიყვანონ. გთხოვთ, დაგვეხმარეთ გადარჩენაში“, – წერენ საუდის არაბეთიდან საქართველოში გამოქცეული დები.

 

 

 

 

 

 

 

როგორც ვაჰა და ვაფა ალ-სუბაიები Twitter-ზე წერენ, ისინი ამჟამად საქართველოში იმყოფებიან.

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

შსს-ს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის დირექტორად ნინო ცაციაშვილი დაინიშნა

ავსტრიაში პირველად კანცლერად ქალი დაინიშნა

ესპანეთმა აირჩია ყველაზე გენდერულად დაბალანსებული პარლამენტი ევროპაში

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

Global slavery index 2018: მომდევნო ათწლეულში მონობის აღმოფხვრისთვის ყოველდღიურად 10000-სი ადამიანი უნდა გათავისუფლდეს

ტრეფიკინგის ყველა შემთხვევის 59% უკავშირდება სექსუალურ ექსპლუატაციას

ინტერპოლმა სუდანში 85 ბავშვი ტრეფიკინგისგან იხსნა

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker