Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

ნინა წკრიალაშვილი: ძალიან ვრისკავ... მაგრამ არ მეშინია!

კატეგორია: გენდერული ძალადობა 
2019-04-16

ტელეწამყვანმა და მომღერალმა ნინა წკრიალაშვილმა რუსთავი 2-ის გადაცემაში – “ფარული კონვერტი”, მისი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებაზე ისაუბრა.

 

"მართლა რა არ გადამიტანია, მაგრამ ამ დროს ვიყავი სრულიად უძლური, გიჩნდება კითხვები როგორ გაგწირეს, არ გინდა იცოცხლო, ან გინდა მოკლა ის ადამიანი, ვინც ეს ჩაიდინა. ვფიქრობდი როგორ მომეკლა, საქვეყნოდ მინდოდა დამეჯიჯგნა... რა უნდა მეფიქრა? ადამიანი რომ გიმეტებს ისე, რომ ახალ წელს მესენჯერში ვირუსის სახით მისდის ეს 10 000 ადამიანს და ისინი გადაუგზავნიდნენ თავის მეგობრებს...

მე არ მიჩივლია სხვათაშორის, კიბერდანაშაულის დეპარტამენტს მადლობა რომ თვითონ აღძრეს საქმე, გამოიკვეთა რამდენიმე ადამიანი რომლებმაც სხვადასხვა საიტებზე ატვირთეს. როგორია შენ სახელს რომ დაგუგლავ და პორნოჰაბი რომ შენს ვიდეოს აგდებს. მთელი ერთი თვე რა სიმწარეა. გამოკვეთილია რამდენიმე ადამიანი აიპი, მუშაობენ და დარწმუნებული ვარ ციხეშიც მოხვდებიან. დამტკიცებული უკვე რომ გატეხილია ჩემი აიქლაუდი და ზუსტად ვიცი ვინც არის შემკვეთი. შეიძლება ძალიან ცუდი რაღაცეები მოყვეს ამ ყველაფერს, ძალიან ვრისკავ, მაგრამ არ მეშინია, ეს ადამიანი მემუქრება და მისმა რამდნეიმე მეგობარმა მითხრა რომ რაღაც პერიოდში სიურპრიზებს ელოდე" - ყვება ნინა წკრიალაშვილი

 

 

 

 

წკრიალაშვილი, მისი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებაში, ბიზნესმენ გიორგი შელეგიას ადანაშაულებს.

 

როგორც ტელეწამყვანი ამბობს, შელეგიამ მასზე შური იძია, რადგან მან ის მიატოვა. წკრიალაშვილმა ვრცლად ისაუბრა ბიზნესმენთან თავისი რომანის შესახებ, რომელიც კრახით დასრულდა.

 

ნინა წკრიალაშვილი საზოგადოებას აფრთხილებს, რომ თუ მის სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრება, იცოდნენ, რომ ამის უკან სწორედ ეს ბიზნესმენი იქნება.

 

პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები სოციალურ ქსელსა და სხვადასხვა ვებ-გვერდზე, ნინა წკრიალაშვილს 2019 წლის პირველ იანვარს გაუვრცელეს. მომხდარს შსს იძიებს.

 

 

 


 

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ისტორიაში პირველად საბერძნეთის პარლამენტმა ქალი პრეზიდენტი აირჩია

ბარაკ ობამა: ქალები კაცებზე უკეთესი ლიდერები არიან

ბრიტანეთის ახლადარჩეულ პარლამენტში ქალი დეპუტატების რეკორდული რაოდენობა შევიდა

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე დანაშაულებრივი ქსელის კიდევ 11 წევრი დააკავეს

პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით არასრულწლოვანი შვილების მშობელი დააკავა

არასრულწლოვანთა პორნოგრაფიისა და ტრეფიკინგის ბრალდებით 11 პირი დააკავეს

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker