Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

Women Can, Women Act, Women Change!

Ge

En

Ru

UNFPA: ყოველდღიურად, 800 ქალი და გოგო იღუპება ორსულობისა ან/და მშობიარობის დროს

Category: Gender in the world 
2019-04-11

50 წლის წინ ქალი საშუალოდ ხუთ შვილს აჩენდა, 1994 წელს ეს მაჩვენებელი 2,9-მდე დაეცა და დღეს 2.5 შეადგენს. ამ დროის განმავლობაში, კაცობრიობამ გენდერული თანასწორობისა და ჯანდაცვის ხარისხის გაუმჯობესების მისაღწევად გრძელი გზა გაიარა. თუმცა, ეს პროგრესი არ იგრძნობა ყველგან. ამის შესახებ აღნიშნულია გაეროს მოსახლების ფონდის (UNFPA) შექმნის 50 წლისთავისადმი მიძღვნილ ახალ ანგარიშში "UNFINISHED BUSINESS the pursuit of rights and choices FOR ALL".

 

მსოფლიო მოსახლეობის მდგომარეობის შესახებ 2019 წლის ანგარიშში აღნიშნულია, რომ რეპროდუქციული უფლებები კვლავ მიუწვდომელია მრავალი ქალისათვის, მათ შორის, იმ 200 მილიონზე მეტი ქალისთვის, რომელთაც სურთ ორსულობის თავიდან არიდება, მაგრამ ხელი არ მიუწვდებათ კონტრაცეფციის თანამედროვე მეთოდების შესახებ ინფორმაციასა და სერვისებზე.

 

 

მაგალითად, აფრიკის ზოგიერთ ქვეყანაში, ქალებს არ აქვთ კონტრაცეფციის საშუალებებთან ხელმისაწვდომობა, რის გამოც ექვსზე მეტი შვილი უჩნდებათ. ევროპაში კი, პირიქით, ნახევარი საუკუნეა, რაც შობადობა შემცირებულია. UNFPA მიიჩნევს, რომ მთავარია არა რიცხვები, არამედ ძალისხმევის გაძლიერება, რათა უზრუნველყოფილი იყოს სქესობრივი და რეპროდუქციული უფლებების დაცვა ყველასთვის.

 

წლევანდელ ანგარიშში პირველადაა წარმოდგენილი მონაცემები ქალთა შესაძლებლობის შესახებ მიიღონ გადაწყვეტილება სამ საკვანძო საკითხთან დაკავშირებით: სქესობრივი ცხოვრება თავიანთ პარტნიორთან, კონტრაცეფციის გამოყენება და ჯანდაცვა. 51 ქვეყანაში, სადაც ეს ინფორმაცია ხელმისაწვდომია, ქორწინებაში ან ურთიერთობებში მყოფი ქალების მხოლოდ 57%-ს შეუძლია საკუთარი არჩევანის გაკეთება სამივე სფეროში.

 

ანგარიშის მიხედვით:

 

ორსულობასთან დაკავშირებული მიზეზით გარდაცვლილი ქალების რაოდენობა ყოველ 100,000 მშობიარობაზე მსოფლიოში 1994 წელს - 369, ხოლო 2015 წელს - 216 შეადგენდა.

 

გლობალური თანამედროვე კონტრაცეფციის პრევალენტობის მაჩვენებელი 1969 წელს - 24, 1994 წელს - 52, ხოლო 2019 წელს - 58 შეადგინა.

 

გლობალური შობადობის მაჩვენებელი, ან შობადობის მაჩვენებელი თითოეულ ქალზე 1969 წელს - 4.8, 1994 წელს - 2.9; 2019 წელს - 2.5 შეადგინა.

 

სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის სერვისებზე დაუკმაყოფილებელი საჭიროებების ყველაზე დიდი მაჩვენებელი მარგინალიზებულ ჯგუფებს შორისაა, მათ შორისაა ეთნიკური უმცირესობების ჯგუფები, ახალგაზრდები, დაუოჯახებელი ადამიანები; ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი, ტრანსგენერი და ინტერსექსი ადამიანები; შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები; სოფლებსა და ურბანულ ადგილებში მცხოვრები ღარიბი მოსახლეობა.

 

დღეს მსოფლიოში მცხოვრები დაახლოებით 800 მილიონი ქალი ბავშვობის ასაკში დაქორწინდა.

 

ყოველდღიურად, 800 ქალი და გოგო იღუპება ორსულობისა ან/და მშობიარობის დროს.

 

15-დან 49 წლამდე ქალების 40%-ზე მეტი, რომლებიც მსოფლიოს 51 ქვეყანაში იყო გამოკითხული  ამბობს, რომ ვერ ეუბნება უარს სქესობრივ კავშირზე პარტნიორს.

 

"მოვუწოდებ მსოფლიოს ლიდერებს, კიდევ ერთხელ დაადასტურონ მზადყოფნა იმ დაპირებების შესასრულებლად, რომელიც 25 წლის წინ კაიროში დადეს, რათა უზრუნველყონ სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობა და უფლებები ყველასთვის", - განაცხადა გაეროს მოსახლეობის ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ნატალია კანემიმ.

 

 

https://georgia.unfpa.org/sites/default/files/pub-pdf/SWP19%20-%20EN%20report-web-%204%20April_2.pdf

Previous Page 

Webmaster

 

Announcements

Beyond the Shelter

The youth exhibitions and installations

Women’s Fund in Georgia is honored to invite you to 2016 Kato Mikeladze Award Ceremony

 

Video archive

Research on Youth Views on Gender Equality

 

Gender policy

Bolivian Senate head assumes interim presidency; Morales' loyalists object

Sophie Wilmes becomes Belgium first woman Prime Minister

Bogota elects first woman mayor in Colombia regional vote

 

Photo archive

Swedish politicians visit in WIC

 

Trafficking

To end slavery, free 10,000 people a day for a decade, report says

Interpol rescues 85 children in Sudan trafficking ring

Mother Teresa India charity 'sold babies'

 

Hot Line

Tel.: 116 006

Consultation Hotline for victims of domestic violence

Tel.: 2 100 229

Consultation Hotline for victims of human trafficking

Tel.: 2 26 16 27

Hotline Anti-violence Network of Georgia (NGO)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker