Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

1325-ის ლოკალიზაცია: საკონსულტაციო შეხვედრა წალენჯიხის მუნიციპალიტეტში

კატეგორია: ექსკლუზივი 
2019-04-02

2018 წლის 13 თებერვალს, სამეგრელო-ზემო სვანეთის  რეგიონში, კერძოდ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიაში გაიმართა საკონსულტაციო შეხვედრა, რომელიც ეხებოდა გაეროს უშიშროების რეზოლუცია 1325 ეროვნული სამოქმედო გეგმის (NAP) განხორციელებას ადგილობრივ დონეზე.

 

შეხვედრა ჩატარდა კოალიციური პროექტის: „ქალები და გოგონები ძლიერი საზოგადოებისთვის“ ფარგლებში, გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის ინიციატივით, კულტურულ-ჰუმანიტარული ფონდი „სოხუმი“-ს ორგანიზებით.


სოფელ ლიაში გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებმა კონსულტაციები რეგიონში მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ და ადგილობრივ მოსახლეობასთან, მუნიციპალიტეტში შექმნილ 1325-ის ლოკალიზაციის სამუშაო ჯგუფის წევრებთან გამართეს. გამოიკვეთა გამოწვევები და საჭიროებები, რომელიც მაქსიმალურად უნდა იქნეს გათვალისწინებული მუნიციპალიტეტის მიერ. ასევე ჯგუფის წევრებმა მუშაობის შედეგებზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. 


 

პროექტის შესახებ:

 

 

არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიცია იგპ ქალთა ასოციაცია „თანხმობა“ -ს, ქალთა საინფორმაციო ცენტრისა და კულტურულ-ჰუმანიტარული ფონდი „სოხუმი“-ს კოოპერირებით, 2018 წლის ნოემბერში დაიწყო პროექტის: „ქალები და გოგონები ძლიერი საზოგადოებისთვის“ განხორციელება.

 

პროექტი ხორციელდება საქართველოს 10 მუნიციპალიტეტში: გორი, კასპი, ხაშური, ქარელი, დუშეთი, ზუგდიდი, წალენჯიხა, საჩხერე, სტეფანწმინდა და წყალტუბო. პროექტის შედეგად მოხდება კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ქალებისა და გოგონების რეალური საჭიროებების გათვალისწინება მუნიციპალურ გენდერული თანასწორობის გეგმებში, ერთობლივი მუშაობა ამ გეგმების რეალიზაციაზე.

 

 

პროექტი აგრძელებს იმ სამუშაოს, რომელიც დაწყებულია ათივე მუნიციპალიტეტში, გენდერული თანასწორობის არსებული/შექმნილი ინსტიტუციური მექანიზმის დახვეწის, გენდერული საბჭოების გაძლიერების კუთხით და მიმართულია სამოქალაქო საზოგადოების, კონფლიქტის შედეგად დაზარალებული/დევნილი ქალებისა და ახალგაზრდების ჩართვისკენ ამ საბჭოების მუშაობაში. პროექტი დაფინანსებულია აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის და გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ და ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის მონაწილეობითა და მხარდაჭერით.

 

 

 

 

 

 

 

 

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

შსს-ს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის დირექტორად ნინო ცაციაშვილი დაინიშნა

ავსტრიაში პირველად კანცლერად ქალი დაინიშნა

ესპანეთმა აირჩია ყველაზე გენდერულად დაბალანსებული პარლამენტი ევროპაში

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

Global slavery index 2018: მომდევნო ათწლეულში მონობის აღმოფხვრისთვის ყოველდღიურად 10000-სი ადამიანი უნდა გათავისუფლდეს

ტრეფიკინგის ყველა შემთხვევის 59% უკავშირდება სექსუალურ ექსპლუატაციას

ინტერპოლმა სუდანში 85 ბავშვი ტრეფიკინგისგან იხსნა

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker