Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

ყაზბეგის მერია მრავალშვილიანი ოჯახების, ობოლ და სოციალურად დაუცველ სტუდენტებს სწავლის 80%-ს დაუფინანსებს

კატეგორია: მოვლენები 
2019-03-14

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერის გადაწყვეტილებით, სოციალური დახმარების პროგრამში ცვლილება შევიდა. მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სოციალურად დაუცველი, ობოლი, ოთხი და მეტშვილიანი ოჯახების წევრი სტუდენტები მერიისგან სწავლის 80%-ის დაფინანსებას მიიღებენ.

 

უწყების ცნობით, პროგრამის მიზანია ყაზბეგის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდებისათვის განათლების მიმართულებით ხელშეწყობა.

 

დაფინანსების მიღების მსურველებმა მერიაში შემდეგი დოკუმენტები უნდა წარადგინონ: განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე, პირადობის დამადასტურებელი დოკუნეტის ასლი, ატესტატის ასლი, ცნობა, რომ ბოლო სამი წელი სწავლობდა მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლაში, აგრეთვე, ცნობა უმაღლესი სასწავლებიდან და ანგარიშ-ფაქტურა (რეკვიზიტები), მერის წარმომადგენლის შუამდგომლობა შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულიდან და მუნიციპალიტეტში რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი.

 

ობოლი ბავშვის შემთხვევაში წარსადგენი დოკუმენტი მშობლის (მშობლების) გარდაცვალების მოწმობის ასლია. სოციალურად დაუცველის სტატუსის შემთხვევაში – ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოდან, ხოლო მრავალშვილიანი ოჯახის შემთხვევაში – მშობლების და შვილების პირადობის მოწმობის ასლები.

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ინდოეთის პარლამენტში ქალებისთვის 33 % -იან კვოტას დააწესებენ

პირველად ჩიკაგოს მერი აფროამერიკელი ქალი გახდა

Inter Parliamentary Union: მსოფლიოში ხუთი მინისტრიდან ერთი ქალია

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

ტრეფიკინგის ყველა შემთხვევის 59% უკავშირდება სექსუალურ ექსპლუატაციას

ინტერპოლმა სუდანში 85 ბავშვი ტრეფიკინგისგან იხსნა

საბერძნეთში ბავშვებით ვაჭრობაში ბრალდებული საქართველოს მოქალაქე დააკავეს

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker