Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

ბავშვთა და ახალგაზრდობის კოალიციის განცხადება 4 წლის ბავშვის გარდაცვალებასთან დაკავშირებით

კატეგორია: გენდერული ძალადობა 
2019-01-25

ბავშვთა და ახალგაზრდობის კოალიცია 4 წლის ბავშვის გარდაცვალებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და საქართველოს მთავრობას, პარლამენტს, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართავს. 

 

როგორც განცხადებაშია ნათქვამია, კოალიცია გამოხატავს უკიდურეს შეშფოთებას ბავშვთა დაცვის სისტემის რღვევასა და შედეგად, ბოლო პერიოდში ბავშვთა მიმართ ძალადობის შემთხვევებზე და აფიქსირებს პოზიციას ქვეყანაში სისტემურ პრობლემასთან დაკავშირებით.

 

ბავშვთა და ახალგაზრდობის კოალიცია მისთვის სარწმუნო წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ წლების წინ, 4 წლის გარდაცვლილი ბავშვის დედას არაერთხელ უძალადია სხვა არასრულწლოვანზე, რაზეც სრულად იყო ინფორმირებული სოციალური მომსახურების სააგენტო. კოალიციის ცნობით, 23 იანვარს ჯანდაცვის სამინისტრომ საზოგადოებას მიაწოდა არასწორი ინფორმაცია, რომ ოჯახში იყო კეთილსაიმედო გარემო და მათ მხოლოდ 2019 წლის 6 იანვარს შეიტყვეს ბავშვზე ძალადობის შესახებ.

 

 

კოალიციის განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ დედის მიმართ გამოწერილი შემაკავებელი ორდერის მიუხედავად, 4 წლის ნინო სიკვდილამდე კვლავ მასთან ცხოვრობდა.

 

 

"მეზობლების გადმოცემით, ბავშვის მიმართ ძალადობის გამო გამოწვეული ტირილი თვეების განმავლობაში, მათი მხრიდან, პატრულის და სოციალური სამსახურის გამოძახების მიზეზი ხდებოდა. ბავშვს სხეულზე აღენიშნებოდა ძალადობის ხილული კვალი", — ნათქვამია განცხადებაში.

კოალიციის წევრი არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, საზოგადოებას განზრახ არ მიეწოდება აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი და სრული ინფორმაცია, რაც მაღალი ინტერესიდან გამომდინარე უნდა იყოს საჯარო და დაექვემდებაროს საზოგადოებრივ კრიტიკას.

 

კოალიცია ბავშვთა და ახალგაზრდობისთვის ბავშვთა დაცვის სისტემის ხარვეზებსა და მისი სრულყოფის აუცილებლობაზე საუბრობს.

 

ბავშვთა და ახალგაზრდობის კოალიციას მიაჩნია, რომ 4 წლის ნინოს შემთხვევა, ბავშვების მიმართ ძალადობის და უგულებელყოფის არაეფექტური სახელმწიფო სისტემის გამოვლენაა. კოალიცია ითხოვს:

 

■მთავარმა პროკურატურამ, დაუყოვნებლივ დაიწყოს მომხდარის შესწავლა ამ ოჯახის საქმეში ჩართული ყველა პროფესიონალის მხრიდან მოვალეობების შესაძლო შეუსრულებლობის ფაქტზე; ამავდროულად, გამოძიების პროცესში უფლებამოსილება შეუჩერდეს ყველა პირს, რომელიც ჩართული იყო ან/და ინფორმაციას ფლობდა ამ ოჯახში არსებულ მდგომარეობაზე;

 

■საქართველოს მთავრობამ და საქართველოს პარლამენტმა უმოკლეს ვადაში დაგეგმოს და განახორციელოს რადიკალური რეფორმები ბავშვთა დაცვის სისტემის არსებითი გაუმჯობესებისთვის. შეიქმნას ინტერდისციპლინარული კომისია საზოგადოებრივი და პროფესიული ორგანიზაციების მონაწილეობით, რათა მოხდეს პრობლემების რეალისტური იდენტიფიცირება და დაიგეგმოს გადაჭრის გზები;

 

■დაუყოვნებლივ მიეწოდოს საზოგადოებას ყველა მასალა, რომელიც, როგორც სამართალდამცავი უწყებების მხრიდან, ისე სოციალური მომსახურების სააგენტოს მხრიდან, შეგროვდა წლების განმავლობაში და დაკავშირებულია ამ საქმეში ოჯახის შესწავლასთან და შეფასებასთან.

 

22 იანვარს თბილისში, სანზონაში მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ოთხი წლის გოგო გარდაცვლილი იპოვეს. გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში გენერალური ინსპექციის მიერ პარალელურად დაწყებულია შესწავლა და სამსახურეობრივი შემოწმება, რომელიც დაადგენს მიმდინარეობდა თუ არა ეფექტიანად შემაკავებელი ორდერის მონიტორინგი. ასევე სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლების მონაწილეობის საკითხს იკვლევს ჯანდაცვის სამინისტროს შიდა აუდიტის სამსახური. მცირეწლოვანის გარდაცვალების ზუსტი მიზეზის დადგენის მიზნით, ტარდება საგამოძიებო ღონისძიებები, დანიშნულია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, დაკავებულია გარდაცვლილი 4 წლის გოგოს დედა სისხლის სამართლის კოდექსის 381¹-ე მუხლით, რაც შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობას გულისხმობს. ამ ორდერით დედას ეკრძალებოდა არასრულწლოვანთან კონტაქტი. 

 

 

 

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

თბილისში საკრებულოს წევრ ქალთა ფორუმის მე-6 ყოველწლიური კონფერენცია მიმდინარეობს

შსს-ს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის დირექტორად ნინო ცაციაშვილი დაინიშნა

ავსტრიაში პირველად კანცლერად ქალი დაინიშნა

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

Global slavery index 2018: მომდევნო ათწლეულში მონობის აღმოფხვრისთვის ყოველდღიურად 10000-სი ადამიანი უნდა გათავისუფლდეს

ტრეფიკინგის ყველა შემთხვევის 59% უკავშირდება სექსუალურ ექსპლუატაციას

ინტერპოლმა სუდანში 85 ბავშვი ტრეფიკინგისგან იხსნა

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker