Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

საქართველო #NotInMyParliament-ს ინიციატივას შეუერთდა

კატეგორია: გენდერული ძალადობა 
2019-01-22

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ დაიწყო ახალი კამპანია #NotInMyParliament, რომელიც მოჰყვა საპარლამენტო ასამბლეისა და საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) კვლევას „სექსიზმი, შევიწროვება და ქალთა მიმართ ძალადობა ევროპულ პარლამენტებში“ და  გამოავლინა ეროვნულ პარლამენტებში სექსიზმის, შევიწროვებისა და ქალთა მიმართ ძალადობის საგანგაშო დონე.

 

კონფიდენციალური ინტერვიუების დროს გამოვლინდა, რომ 45 ევროპული ქვეყნის 123 ქალი, მათ შორის 81 დეპუტატი და 42 პარლამენტის თანამშრომელი, საპარლამენტო მუშაობის დროს  გახდა ფსიქოლოგიური, სექსუალური, ფიზიკური ან ეკონომიკური ძალადობის მსხვერპლი. რესპონდენტებმა ასევე ისაუბრეს ამგვარი ძალადობის შესაძლო მიზეზებზე, მის გავლენაზე ქალების ცხოვრებაზე და ასეთი ქმედებების სამომავლო აღკვეთაზე.

კვლევამ აჩვენა, რომ:

 

ქალ – დეპუტატთა 85%–ზე მეტი, რომლებიც მონაწილეობდნენ კვლევაში, ფსიქოლოგიური ძალადობის  მსხვერპლი გახდა;

თითქმის 68% მიღებული აქვს კომენტარი თავიანთი გარეგნობის შესახებ;

ხოლო ქალ – დეპუტატთა თითქმის მეოთხედი სექსუალური შევიწროვების მსხვერპლი გახდა.

 

"სექსიზმი, სექსუალური შევიწროვება და ქალთა მიმართ ძალადობა ძალიან გავრცელებულია ევროპულ საპარლამენტო გარემოში. ამ კვლევაში ნაჩვენები ციფრები უბრალოდ მიუღებელია "– განაცხადა  ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა ლილიან მორი პასკიემ.

 

საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა მიაწოდა კვლევის შედეგები ევროპის საბჭოს ყველა წევრი ქვეყნების სპიკერებს და მოუწოდა მათ ამ კვლევის რეკომენდაციების შესრულებისკენ.

 

"დემოკრატიის პირობებში, პარლამენტი უნდა იყოს სამაგალითო ინსტიტუტი და ის ადგილი, სადაც ქალები და კაცები შეძლებენ თანაბრად მუშაობას, პატივისცემისა და უსაფრთხოების დაცვით. ეს მნიშვნელოვანია არა მარტო ინსტიტუტის ეფექტურობისთვის, არამედ პარლამენტის იმიჯისთვის საზოგადოებაში. მე მოუთმენლად ველი, რომ ყველა შეუერთდება ამ საერთო ძალისხმევას და ეტყვის „არას“ დაშინებას, სექსისტურ ქცევას, შეურაცხყოფასა და გენდერულ ძალადობას ", - დასძინა ლილიან მორი პასკიემ.

 

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია, შეუერთდა სტრასბურგის #NotInMyParliamentinitiative ინიციატივას და ამასთან დაკავშირებით პარლამენტის ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაზე განცხადება გააკეთა.

 

“ამ კვირას, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ დაიწყო კამპანია შევიწროვების წინააღმდეგ. ჩვენ ვუყურეთ ვიდეოს, თუ რა ტანჯვას გადიან ქალები პოლიტიკაში. შევიწროების ყველაზე ცუდი ფორმები იქნა გამოყენებული ოპოზიციის მხრიდან, რომელიც არის ევროპის სახალხო პარტიის (EPP) პარტნიორი პარტია. მინდა, ვთხოვო ჩემს კოლეგებს EPP-დან - გთხოვთ, მიაქციოთ ყურადღება, როგორ მოექცა თქვენი პარტნიორი პარტია ქალ კანდიდატს, როგორ მოექცა თქვენი პარტნიორი პარტიის კუთვნილი მედია პრეზიდენტობის ქალ კანდიდატს საქართველოში. სიძულვილის ენის, შევიწროებისა და შეურაცხყოფის დონე იყო წარმოუდგენელი. მჯერა, რომ ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი შეძლებს ამ ტკივილის სიძლიერედ გარდაქმნას და გზას გაუხსნის სხვა ქალებსაც პოლიტიკაში. მაგრამ, ვთხოვ წევრებს, განსაკუთრებით, სახალხო პარტიის წევრებს, რომ დაგმონ ეს წარმოუდგენელი შევიწროება და შეურაცხყოფა ჩემი ქვეყნის ახლადარჩეული პრეზიდენტის მიმართ თქვენი პარტნიორი პარტიის წევრების მხრიდან. ” – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

 

შეგახსენებთ, რომ 2018 წელს პარლამენტმა დეპუტატის ქცევის ეთიკის კოდექსი დაამტკიცა. ეთიკის კოდექსის მიღება მნიშვნელოვანი ნაბიჯია საქართველოს პარლამენტის მხრიდან, თუმცა არსებით ხარვეზს წარმოადგენს დარღვევის შემთხვევაში შესაბამისი რეაგირების ეფექტური მექანიზმების არ არსებობა, რომლის გარეშეც, ეთიკის კოდექსი მხოლოდ ფორმალური დოკუმენტი იქნება.

 

მაგალითად კოდექსის 3 მუხლის მე–8 პუნქტის დარღვევისთვის: “ პარლამენტის წევრისთვის დაუშვებელია შეურაცხმყოფელი, პატივისა და ღირსების შემლახველი ქმედებები, უხამსი, სექსისტური, დისკრიმინაციული გამოსვლები, მიმართვები და სიძულვილის ენის გამოყენება“– დეპუტატმა შეიძლება მხოლოდ სარეკომენდაციო ბარათი/გაფრთხილება მიიღოს.

 

 


 

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

თბილისში საკრებულოს წევრ ქალთა ფორუმის მე-6 ყოველწლიური კონფერენცია მიმდინარეობს

შსს-ს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის დირექტორად ნინო ცაციაშვილი დაინიშნა

ავსტრიაში პირველად კანცლერად ქალი დაინიშნა

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

Global slavery index 2018: მომდევნო ათწლეულში მონობის აღმოფხვრისთვის ყოველდღიურად 10000-სი ადამიანი უნდა გათავისუფლდეს

ტრეფიკინგის ყველა შემთხვევის 59% უკავშირდება სექსუალურ ექსპლუატაციას

ინტერპოლმა სუდანში 85 ბავშვი ტრეფიკინგისგან იხსნა

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker