Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

უფლებადამცველები ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებს სექსუალური ძალადობის შესახებ კანონმდებლობის შეცვლისკენ მოუწოდებენ

კატეგორია: გენდერული ძალადობა 
2019-01-17

„ყოფილი საბჭოთა კავშირის 15 ქვეყანაში არსებული მდგომარეობის ანალიზმა აჩვენა, რომ საჭიროა, მოცემული ქვეყნების ხელისუფლებამ მყარი ნაბიჯები გადადგას კანონმდებლობის, პოლიტიკისა და პრაქტიკის შესაცვლელად, რათა მოახდინონ სექსუალური ძალადობის პრევენცია და უზრუნველჰყონ ძალადობაგამოვლილ ქალთა უკეთესი წვდომა მართლმსაჯულებაზე.“– აღნიშნულია კვლევის ანგარიშში „დაბრკოლებები მართლმსაჯულებაში: რატომ არ იცავს ევრაზიის ქვეყნების კანონმდებლობა სექსუალური ძალადობის მსხვერპლებს“, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაცია“თანასწორობა ახლა” ("Equality Now") მიერ არის ჩატარებული და რომლის თანაავტორი, ორგანიზაცია “Equaltiy Now” ევრაზიის კონსულტანტი, უფლებადამცველი თამარ დეკანოსიძე გახდა.

 

როგორც აღნიშნულია ანგარიშში, გაუპატიურებასა და სექსუალურ ძალადობასთან დაკავშირებული კანონმდებლობა ყოფილი საბჭოთა კავშირის 15 ქვეყანაში - სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელარუსი, ესტონეთი, საქართველო, ყაზახეთი, ყირგიზეთი, ლატვია, ლიეტუვა, მოლდოვა, რუსეთი, ტაჯიკეთი, თურქმენეთი, უკრაინა და უზბეკეთი - მართლმსაჯულებაზე წვდომას ფაქტობრივად უზღუდავს სექსუალური ძალადობის მსხვერპლებს. ეს გამოწვეულია იმით, რომ აღნიშნული ქვეყნების სამართლებრივი სისტემები მთელ რიგ შესაძლებლობებს ქმნიან დამნაშავეებისათვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის ან სასჯელისგან ასარიდებლად სხვადასხვა საშუალებით.

 

ქვეყნებში მოქმედი არასრულყოფილი კანონმდებლობები, ხდება იმის მიზეზი, რომ ხშირად გოგონებს და ქალებს ბრალს სდებენ სექსუალური ძალადობის პროვოცირებაში და აიძულებენ თავდამსხმელებთან შერიგებას ან მათზე დაქორწინებას.

 

არასამთავრობო ორგანიზაცია "Equality Now" მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ საბჭოთა კავშირის ყოფილი 15-ი ქვეყნიდან 10-ში, ხელისუფლება ვალდებული არ არის,  გამოიძიოს სექსუალური ძალადობის ფაქტები, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ძალადობის მსხვერპლებმა თვითონ უნდა დაიცვან თავი უსამართლობისგან.

 

კვლევის მიხედვით, პოლიციელები ხშირად აიძულებენ დაზარალებულებს გამოიტანონ განცხადებები სექსუალური ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით. მსხვერპლები განიცდიან ზეწოლას დამნაშავეების, მათი ოჯახის წევრების, ან თუნდაც საკუთარი ნათესავების მხრიდან, რომლებიც მოითხოვენ დანაშაულის არ აღიარებას.

 

„15–დან 9 ქვეყანა  - ბელორუსი, მოლდოვა, უკრაინა, ლიტვა, ყაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი, უზბეკეთი, რუსეთი - სექსუალურ ძალადობასთან დაკავშირებული დანაშაულის შემთხვევაში, მხარეების შერიგებასაც უშვებს,“– ნათქვამია კვლევაში.

 

„ზოგიერთ შემთხვევაში, დამნაშავე, შერიგების მიზნით დაზარალებულისთვის ფულის გადახდას ან დაქორწინებას სთავაზობს,“– აცხადებს კვლევის თანაავტორი, თამარ დეკანოსიძე.

 

ადრეული/ბავშვთა ქორწინება უკანონოა 15–ვე ქვეყანაში, თუმცა შეიძლება წახალისდეს გაუპატიურების შემთხვევაში. იმის გამო, რომ არ არსებობს დამნაშავისა და მსხვერპლის ასაკების მიხედვით სასჯელის გრადაცია და პროკურორები და მოსამართლეები თანაუგრძნობენ დამნაშავეს მისი ახალგაზრდა ასაკის გამო, ისინი თავს იკავებენ დამნაშავისთვის რეალური პასუხისმგებლობის ან სასჯელის შეფარდებისგან, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მსხვერპლი 15 წლისაა და დამნაშავე კი ახალგაზრდა, სრულწლოვანი პირი. მაგალითად, მსგავს საქმეებზე საქართველოში ხდება საპროცესო შეთანხმებების გაფორმება, რისი მეშვეობითაც დამნაშავე კონკრეტული და რეალური სასჯელის მიღმა რჩება.

 

იმ შემთხვევებშიც კი, როდესაც არსებობს გაუპატიურების შედეგად ფიზიკური ზიანის მიყენების დამადასტურებელი მტკიცებულება, სასამართლოები ზოგჯერ ითხოვენ ბიოლოგიურ მტკიცებულებას, რომელიც ადასტურებს სქესობრივ კავშირს და თუ არ ხდება ასეთი მტკიცებულების წარდგენა, მათ გამოაქვთ ბრალდებულის გამამართლებელი გადაწყვეტილება. მართალია, დნმ-ის ტესტირება და სხვა მტკიცებულებების მოგროვება ანაზღაურდება ბრალმდებელი ორგანოების მიერ (როგორც საქართველოს შემთხვევაში, მაგალითად), ამგვარი მტკიცებულებების მოპოვება ზოგჯერ დაგვიანებით ხდება.

როგორც აღნიშმულია კვლევაში ქორწინების მიზნით გატაცებების დროს, როგორც ზეწოლის ინსტრუმენტი გაუპატიურება გამოიყენება, რათა აიძულონ მსხვერპლი ქორწინებაზე.

 

ზოგიერთ იურისდიქციაში ქორწინების მიზნით გატაცებისა და იძულებითი ქორწინებისთვის ცალკე მუხლები არსებობს სისხლის სამართლის კანონმდებლობაში. ასეთი ქვეყნებია: აზერბაიჯანი, საქართველო (ცალკე მუხლია ქორწინების იძულება, მაგრამ არა გატაცება ქორწინების მიზნით), ყირგიზეთი, ტაჯიკეთი, თურქმენეთი, უკრაინა და უზბეკეთი

კვლევის მიხედვით, ბავშვობის ასაკში ქორწინება, ან გატაცება ქორწინების მიზნით ჯერ კიდევ გავრცელებულია სომხეთში, აზერბაიჯანში, საქართველოში, ყაზახეთში, ყირგიზეთში, რუსეთის ჩრდილოეთკავკასიის ნაწილში, თურქმენეთსა და უზბეკეთში. სომხეთსა და საქართველოში ქორწინების მიზნით გატაცების პრაქტიკა უმეტესწილად აღმოიფხვრა ბოლო ათწლეულების მანძილზე, თუმცა, ზოგიერთ თემში ჯერ კიდევ შესაძლოა, არსებობდეს გატაცების არარეგისტრირებული შემთხვევები.

 

მიმოხილულ ქვეყნებში ქორწინების მიზნით გატაცებისა და იძულებითი ქორწინების მსხვერპლები უმეტესწილად მოზარდი გოგოები ხდებიან, რაც ხელს უწყობს მათ წინააღმდეგ სექსუალური ძალადობის ჩადენას. ამავდროულად, ბავშვობის ასაკში ქორწინებების მსხვერპლებიც უმეტესწილად გოგოები ხდებიან.

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

თბილისში საკრებულოს წევრ ქალთა ფორუმის მე-6 ყოველწლიური კონფერენცია მიმდინარეობს

შსს-ს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის დირექტორად ნინო ცაციაშვილი დაინიშნა

ავსტრიაში პირველად კანცლერად ქალი დაინიშნა

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

Global slavery index 2018: მომდევნო ათწლეულში მონობის აღმოფხვრისთვის ყოველდღიურად 10000-სი ადამიანი უნდა გათავისუფლდეს

ტრეფიკინგის ყველა შემთხვევის 59% უკავშირდება სექსუალურ ექსპლუატაციას

ინტერპოლმა სუდანში 85 ბავშვი ტრეფიკინგისგან იხსნა

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker