Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

საქართველოში მომხდარ ფემიციდის საქმეს პირველად CEDAW კომიტეტი განიხილავს

კატეგორია: გენდერული ძალადობა 
2019-01-16

გაეროს ქალთა დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტი (CEDAW) საქართველოდან გაგზავნილ ფემიციდის საქმეს პირველად განიხილავს. საქმე ეხება 2014 წელს მომხდარ ფემიციდის შემთხვევას, რა დროსაც, ქალი ყოფილმა მეუღლემ ოჯახში ძალადობის შედეგად მოკლა. ქალს ძალადობის გამო მიმართული ჰქონდა სამართალდამცავი ორგანოებისთვის, თუმცა მათ არ მიიღეს სათანადო ზომები ფემიციდის თავიდან ასაცილებლად. ამასთანავე, არ მომხდარა ფემიციდის, როგორც გენდერული დანაშულის, გამოძიება და დასჯა.

 

დაზარალებულის ოჯახის წევრების ინტერესებს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული ცენტრი (EHRAC) იცავს.

 

საქმე კომიტეტში 2017 წლის 5 სექტემბერს გაიგზავნა, ხოლო 2019 წლის 14 იანვარს დაზარალებულის ოჯახის წარმომადგენლებმა კომიტეტში საქმის თაობაზე სახელმწიფოს მოსაზრებების შესახებ არგუმენტები წარადგინეს.

 

ეს არის პირველი ფემიციდის საქმე, რომელსაც კომიტეტი საქართველოსთან მიმართებით იხილავს. საქმეში არსებულ დარღვევებზე დაყრდნობით, კომიტეტი სახელმწიფოს მისცემს რეკომენდაციებს ფემიციდის პრევენციისა და მისი გენდერული ხედვით გამოძიების შესახებ, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქალთა მიმართ ძალადობის უკიდურესი ფორმების აღმოფხვრისა და არსებითი თანასწორობის მისაღწევად.

 

 

 

წყარო 

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

თბილისში საკრებულოს წევრ ქალთა ფორუმის მე-6 ყოველწლიური კონფერენცია მიმდინარეობს

შსს-ს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის დირექტორად ნინო ცაციაშვილი დაინიშნა

ავსტრიაში პირველად კანცლერად ქალი დაინიშნა

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

Global slavery index 2018: მომდევნო ათწლეულში მონობის აღმოფხვრისთვის ყოველდღიურად 10000-სი ადამიანი უნდა გათავისუფლდეს

ტრეფიკინგის ყველა შემთხვევის 59% უკავშირდება სექსუალურ ექსპლუატაციას

ინტერპოლმა სუდანში 85 ბავშვი ტრეფიკინგისგან იხსნა

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker