Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

ადა ჰეგერბერგი - პირველი ქალი, რომელმაც ოქროს ბურთი მოიგო

კატეგორია: სპორტი 
2018-12-05

ადა ჰეგერბერგი პირველი ქალია ფეხბურთის ისტორიაში, რომელმაც „ოქროს ბურთი“ მოიგო. აქამდე ჯილდო მხოლოდ კაც ფეხბურთელებს გადაეცემოდათ. „ფრანს ფუტბოლმა“ ბოლოს და ბოლოს გაითვალისწინა ქალთა ინტერესები და ამიერიდან „ოქროს ბურთს“ წლის საუკეთესო ქალი მოთამაშეებიც მიიღებენ. პირველი ასეთი ფეხბურთელი კი 23 წლის ნორვეგიელი თავდამსხმელი აღმოჩნდა, რომელიც 2011 წლიდან ეროვნული ნაკრების, 2014 წლიდან კი „ლიონის“ ღირსებას იცავს.

 

 

ასაკის მიუხედავად, ჰეგერბერგს უკვე არაერთი გუნდური თუ ინდივიდუალური ჯილდო აქვს მოგებული. „ლიონის“ შემადგენლობაში ზედიზედ ოთხჯერ მოიპოვა საფრანგეთის ჩემპიონის ტიტული, არის საფრანგეთის თასის სამგზის მფლობელი, ქალთა ჩემპიონთა ლიგის სამგზის გამარჯვებული. 2016 წელს ევროპის საუკეთესო მოთამაშედ, ასევე ნორვეგიის წლის სპორტსმენად აღიარეს. 2017 წელს ადა ჰეგერბერგი BBC-ის ვერსიით საუკეთესო ქალი ფეხბურთელი გახდა. წელს კი სამუდამოდ შევიდა ფეხბურთის ისტორიაში, როგორც პირველი ქალი, რომელმაც „ოქროს ბურთი“ მოიგო. ეს აღიარება მან ნამდვილად დაიმსახურა. 2017-2018 წლების სეზონზე უდიდესი როლი ითამაშა იმაში, რომ „ლიონმა“ ქვეყნის ჩემპიონატიც მოიგო, თასიც და ჩემპიონთა ლიგაც. საფრანგეთის პირველობაზე 31 გოლით ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. ყველაზე მეტი, 15 ბურთი გაიტანა ჩემპიონთა ლიგაზეც. დაჯილდოვების ცერემონიაზე წარმოთქმული სიტყვა ადა ჰეგერბერგმა მოწოდებით დაასრულა: „მოგმართავთ ახალგაზრდა გოგონებს მთელს მსოფლიოში, აუცილებლად გქონდეთ საკუთარი თავის რწმენა და ყველაფერს მიაღწევთ.“

 

 

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ „ოქროს ბურთის“ დაჯილდოვების ცერემონიაზე ჰეგერბერგი უხერხულ სიტუაციაში აღმოჩნდა. ფრანგმა დიჯეიმ მარტინ სოლვეიგმა მას ჰკითხა, იცოდა თუ არა როგორ ეცეკვა „ტვერკი“, რაც დუნდულებით ცეკვას ნიშნავს. ნორვეგიელს ეს ხუმრობა აშკარად არ მოეწონა. დიჯეის საქცილეს კი სოციალურ ქსელებში ნეგატიური გამოხმაურება მოჰყვა. მუსიკოსი ჩოგბურთელმა ენდი მარიმაც გააკრიტიკა. მისი თქმით, სამწუხაროა ის ფაქტი, რომ სპორტში სექსიზმი ძალიან ხშირი მოვლენაა. მოგვიანებით სოლვეგმა ჰეგერბერგს საჯაროდ მოუხადა ბოდიში.

 

 


 

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

სამუშაო შეხვედრა ზუგდიდში მომუშავე ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

1325-ის ლოკალიზაცია: სამოქალაქო ფორუმი ზუგდიდში

ერთადერთი ქალი საპრეზიდენტო კანდიდატი ქალთა უფლებებზე დისკუსიას არ დაესწრო

საქართველოს ეროვნული ბანკი კომერციულ ბანკებს გენდერულ კვოტას უწესებს

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

ინტერპოლმა სუდანში 85 ბავშვი ტრეფიკინგისგან იხსნა

საბერძნეთში ბავშვებით ვაჭრობაში ბრალდებული საქართველოს მოქალაქე დააკავეს

საქართველოში 17 ათასი მონაა

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker