Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

უმა თურმანი – როცა მზად ვიქნები, მე ვიტყვი ჩემს სათქმელს!

კატეგორია: გენდერული ძალადობა 
2017-11-06

მსახიობი უმა თურმანი, რომელიც ლოს-ანჯელესში The Parisian Woman-ის პრემიერას ესწრებოდა, ჩვენების შემდეგ სექსუალური შევიწროების თემას შეეხო. ვიდეო  ჟურნალისტმა იაშარა ალიმ თავის Twitter – ზე გამოაქვეყნა.

 

 

- მე არ ვარ ბავშვი და ვხვდები, რომ როდესაც გაბრაზებული ვლაპარაკობ რაღაცაზე, მერე ვნანობ,  რომ ამგვარად გამოვხატე ჩემი აზრი. ასე რომ, მე ველოდები, როცა ეს გაცოფება ოდნავ გამივლის და როცა ვიქნები მზად, მე ვიტყვი ჩემს სათქმელს "- თქვა თურმანმა.

 

 

უმა თურმანი მონაწილეობდა კვენტინ ტარანტინოს ისეთ გახმაურებულ ფილმებში, როგორიცაა „მაკულატურა“, „მოკალი ბილი“ და „მოკალი ბილი 2“, რომლის პროდიუსერი ჰარვი ვაინშტაინი იყო.

 

შეგახსენებთ, რომ ოსკაროსანი პროდიუსერი ჰარვი ვაინშტაინი სექსუალური შევიწროვების სკანდალში გაეხვა, რის საფუძველზეც ის საკუთარი კომპანიიდან დაითხოვეს.

 

მოგვიანებით სკანდალზე კომენტარი რეჟისორმა კვენტინ ტარანტინომაც გააკეთა. მან შეწყვიტა თანამშრომლობა პროდიუსერთან და კინოსტუდიასთან The Weinstein Company.

 

ჰარვი ვაინშტაინის სკანდალის აგორებამ ათასობით ქალს უბიძგა მსოფლიოში სექსუალური შევიწროების საკუთარი ისტორია სოციალური ქსელებით ეღიარებინათ.

 

 

 

 

 

 

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ისტორიაში პირველად საბერძნეთის პარლამენტმა ქალი პრეზიდენტი აირჩია

ბარაკ ობამა: ქალები კაცებზე უკეთესი ლიდერები არიან

ბრიტანეთის ახლადარჩეულ პარლამენტში ქალი დეპუტატების რეკორდული რაოდენობა შევიდა

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

არასრულწლოვნის ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს

ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე დანაშაულებრივი ქსელის კიდევ 11 წევრი დააკავეს

პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით არასრულწლოვანი შვილების მშობელი დააკავა

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker