Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

Women Can, Women Act, Women Change!

Ge

En

Ru

ქალების უმრავლესობა მგზავრობისთვის საზოგადოებრივ ტრანსპორტს ირჩევს

Category: It`s interesting to know 
2017-10-17

ანალიზისა და კონსულტაციის ჯგუფმა, „ეისითი"-მ კვლევის შედეგები გამოაქვეყნა და დაადგინა თუ რომელ ტრანსპორტს ანიჭებს უპირატესობას თბილისელების უმრავლესობა.

 

კვლევის მიხედვით, თბილისის მოსახლეობის უმეტესობა (68%) ყველაზე ხშირად საზოგადოებრივი ტრანსპორტით (სამარშუტო ტაქსი, ავტობუსი, მეტრო) მგზავრობს.

 

საზოგადოებრივი ტრანსპორტიდან ყველაზე ხშირად მგზავრობენ სამარშრუტო ტაქსებით (29%). ავტობუსები მგზავრობის ძირითადი საშუალებაა თბილისის მოსახლეობის 23%-ისთვის, ხოლო 16% ძირითადად მეტროთი გადაადგილდება.

 

კაცების 40% მგზავრობისთვის ყველაზე ხშირად საკუთარი, ოჯახის წევრის, ახლობლის ავტომობილს იყენებს. ქალების შემთხვევაში კი ავტომობილით მხოლოდ 14% გადაადგილდება. ქალების დიდი უმრავლესობა (79%) მგზავრობისთვის ძირითადად საზოგადოებრივ ტრანსპორტს ირჩევს.

 

საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობის განსაკუთრებით მაღალი მაჩვენებელია 18-24 წლამდე ასაკობრივ კატეგორიაშია.

 

კვლევის შედეგების მიხედვით, თბილისის მოსახლეობის თითქმის ნახევარი (44%) აფიქსირებს, რომ სხვადასხვა ტიპის სატრანსპორტო საშუალებებით მგზავრობისას ყოველდღე ხვდება საცობში. მოსახლეობის 69% საცობში კვირაში ერთხელ მაინც ხვდება. თბილისის მაცხოვრებლები საშუალოდ 26 წუთს ატარებენ საცობში.

კვლევა ჩატარდა თბილისის მაშტაბით, შემთხვევითი შერჩევის გზით 400 ზრდასრულ თბილისის მცხოვრებს შორის. მონაცემთა სტატისტიკური ცდომილება საშუალოდ 3.0%-6.5%-იან შუალედში მერყეობს.

Tags:

Previous Page 

Webmaster

 

Announcements

Beyond the Shelter

The youth exhibitions and installations

Women’s Fund in Georgia is honored to invite you to 2016 Kato Mikeladze Award Ceremony

 

Video archive

Research on Youth Views on Gender Equality

 

Gender policy

Bolivian Senate head assumes interim presidency; Morales' loyalists object

Sophie Wilmes becomes Belgium first woman Prime Minister

Bogota elects first woman mayor in Colombia regional vote

 

Photo archive

Swedish politicians visit in WIC

 

Trafficking

To end slavery, free 10,000 people a day for a decade, report says

Interpol rescues 85 children in Sudan trafficking ring

Mother Teresa India charity 'sold babies'

 

Hot Line

Tel.: 116 006

Consultation Hotline for victims of domestic violence

Tel.: 2 100 229

Consultation Hotline for victims of human trafficking

Tel.: 2 26 16 27

Hotline Anti-violence Network of Georgia (NGO)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker