Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

ნახევარი მილიარდი დოლარი ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ

კატეგორია: გენდერული ძალადობა 
2017-09-21

გენერალური ასამბლეის 72-ე სესიაზე,  გაეროსა და ევროკავშირის წარმომადგენლებმა გამოაცხადეს ერთობლივი ინიციატივა, რომელიც მიზნად ისახავს ქალებისა და გოგონების დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრას. ინიციატივის ფარგლებში, ნახევარი მილიარდი დოლარი ($ 569 მილიონი) გამოიყოფა ქალთა და გოგონათა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის პროგრამებზე.

 

გაერო-ს მონაცემების მიხედვით, მსოფლიოში ყოველი მესამე ქალი ფიზიკური ან სექსუალური ძალადობის მსხვერპლია, იქნება ეს სექსუალური ძალადობა, ცემა ან შევიწროება სამსახურში. სექსუალური ექსპლუატაცია ქალთა მიმართ ძალადობის ყველაზე ამაზრზენი ფორმაა.

 

 

"ძალადობა გენდერული ნიშნით, ზეწოლის ყველაზე საზარელი ფორმაა. ის არსებობს ყველა საზოგადოებაში, მდიდარ ან ღარიბ ქვეყანაში,  ყველა რელიგიასა და  კულტურაში ", - განაცხადა სხდომაზე გაეროს ქალთა ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ფუმზილე მლამბო-ნგკუკამ.

 

გაეროს სტატისტიკის მიხედვით, მსოფლიოში 700 მილიონ ქალზე მეტი 18 წლამდე დაქორწინდა, ხოლო 200 მილიონ გოგონასა და ქალს 30-მდე ქვეყანაში წინდაცვეთა აიძულეს.

 

 

ტეგები: გაერო ევროკავშირი ინიციატივა ქალები გოგონები დისკრიმინაცია ძალადობა

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ნინო ცაციაშვილი შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ დაინიშნა

ბოლივიის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ქალი გახდა

მაია მიმინოშვილი განათლების მინისტრის თანამდებობაზე ერთ-ერთ კანდიდატად განიხილება

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით არასრულწლოვანი შვილების მშობელი დააკავა

არასრულწლოვანთა პორნოგრაფიისა და ტრეფიკინგის ბრალდებით 11 პირი დააკავეს

Global slavery index 2018: მომდევნო ათწლეულში მონობის აღმოფხვრისთვის ყოველდღიურად 10000-სი ადამიანი უნდა გათავისუფლდეს

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker